საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აჯამებენ – ექსპერტების პროგნოზები

გამოწერა
როგორ ფასდება არჩევნების წინასწარი შედეგები და რომელ კოალიციებზე ხდება გათვლები – ამის შესახებ Sputnik–საქართველოს ქვეყნის წამყვანი პოლიტოლოგები და ექსპერტები ესაუბრნენ

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 90%–ზე მეტის დათვლის შედეგად (პროპორციული სიები) საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ლიდერობს. მმართველმა პარტიამ 48,13%, ხოლო მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ – ბლოკმა „ერთიანი ნაციობნალური მოძრაობა – აძალა ერთობაშია“ – 26,8%.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, პარლამენტში გადის შვიდი პარტია და ორი ბლოკი.

ცესკომ ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტი დათვალა>>

ოპოზიცია მრავალრიცხოვან დარღვევებზე საუბრობს, არ ეთანხმება შედეგებს და ადამიანებს რუსთაველზე მიტინგზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

შედეგები კოალიციები

პოლიტოლოგის, სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორის პეტრე მამრაძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მეორე ტურის ჩატარებისა და მაჟორიტარულ ოლქებში ხმების დათვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მოწვევის პარლამენტში 76 ხმა აიღოს და ამით „უმრავლესობის“ სტატუსის გარანტია მიიღოს.

ირაკლი კობახიძე
 - Sputnik საქართველო
კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო 76 მანდატი

„იმ შემთხვევაში, თი „ქართული ოცნება“ 76 ადგილის აღებას ვერ შეძლებს, მას ამისთვის რამდენიმე ხმა დასჭირდება. ამიტომ სხვა პარტიებიდან სამი–ოთხი ადამიანის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც პარლამენტში შევლენ,, რთული არ იქნება. ოპოზიცია ხომ ერთიანი არ არის. ის ხმები, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო, ეს მიხეილ სააკაშვილის პირადი ხმებია. დღეს ერთიანობა ოპოზიციაში არ არის და „ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანება არ გამოვა“, – განუცხადა Sputnik–საქართველოს მამრაძემ.

ექსპერტმა ასევე გამორიცხა მასშტაბური არეულობებისა და საპროტესტო აქციების ალბათობა.

„ეს არ არის „ვარდების რევოლუცია“ და არც 2012 წელი. მასობრივი გამოსვლები და ხალხის ერთიანობა არ იქნება. იქნება ცალკეული მცდელობები, როგორც, მაგალითად, გუშინ ფლდანში ან სამგორში. მაგრამ მეტი – არა“, – მიიჩნევს მამრაძე.

დარჩენილი ხმების დათვლისა და მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის ჩატარების შემდეგ თუ სურათი არ შეიცვლება, ახალი პარლამენტი უახლოეს თვეებს დაპირისპირებაში გაატარებს და არ იქნება ორიენტირებული ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიღებაზე, მიიჩნევს ექსპერტი თამარ კიკნაძე.

მისი თქმით, 26% „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საკმაოდ დიდი ციფრია, რაც „ქართული ოცნების“ ძალზე რბილი პოლიტიკის შედეგია.

„ცესკოს ბოლო მონაცემებიდან გამომდინარე, პარლამენტში შედიან პარტიები, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ არ უნდათ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა და არც ითანამშრომლებენ. ვინ და როგორ შეიცვლის თავის პოზიციას, ამაზე საუბარი ჯერ რთულია, მეორე ტურებს უნდა დაველოდოთ. მგონია, რომ „ოცნებას“ გამარჯვების მეტი შანსი აქვს“, – აღნიშნა კიკნაძემ.

არჩევნები ზუგდიდში - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარულ ოლქებში 21 ნოემბერს ჩატარდება

პოლიტოლოგი სოსო ცუინცაძე პარტიების კონკრეტულ ქმედებებს ელოდება. მისი თქმით, გარკვეულ კოალიციებზე და მოვლენების განვიტარებაზე საუბარი არჩევნების საბოლოო შედეგების გარეშე არასწორია.

„პოლიტიკოსების განცხადებების დიდი ხანია, აღარ მჯერა. ერთია, რას ამბობენ და მეორე – როგორ იქცევიან. შეიძლება შეიქმნას კოალიცია. შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ საკუთარ მხრებზე იტვირთოს მთავრობის ერთპიროვნული ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელმძღვანელობა ამ დროს, როცა ერთი მხრივ პანდემიაა, მეორე მხრივ კი უმუშევრობა და შიმშილი – ეს ნამდვილად არაა საჩუქარი“, – განუცხადა Sputnik–საქართველოს ცინცაძემ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი. წელს არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდა – 120 დეპუტატი პროპორციული სიებით აირჩიეს, ხოლო 30 – მაჟორიტარული სისტემით.

არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარულ ოლქებში 21 ნოემბერს ჩატარდება. ბოლო მონაცემებით, ეს იქნება თბილისის ყველა და ექვსი რეგიონის მაჟორიტარული ოლქი.

ყველა ახალი ამბავი
0