ცესკომ ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტი დათვალა

გამოწერა
საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ამ დროისთვის დათვლილია ხმების 90,56%, ანუ 3847 საარჩევნო უბნიდან 3484უბნის მონაცემები

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის 3 847 საარჩევნო უბნიდან დამუშავებულია 3484 საარჩევნო უბნის მონაცემი, ანუ 90,56%.

არჩევნების მეორე ტური მაჟორიტარულ ოლქებში 21 ნოემბერს ჩატარდება>>

„ქართული ოცნების“ მაჩვენებელი თანდათანობით იკლებს. თავდაპირველად მმართველ პარტიას 54%–ზე მეტი ჰქონდა.

პროპორციული სისტემით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 48.13%
  • „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.8%
  • „ევროპული საქართველო“ – 3,78%
  • „ლელო“ – 3,22%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,2%
  • „ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%
  • „გირჩი“ – 3,01%
  • „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,36%
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 1%.

დანარჩენმა პარტიებმა 1%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, უკვე ცნობილია, რომ მეორე ტური გაიმართება ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, რუსთავში, თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, ასევე თბილისის ყველა ოლქში.

საქართველოში 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა. 

ყველა ახალი ამბავი
0