02:55 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ანონსები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (828)
106 0 0

ფესტივალზე ბათუმში საუკეთესო სარეკლამო პროექტები დასახელდება.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში 19-21 სექტემბერს მეხუთედ გაიმართება რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2019, ნათქვამია ფესტივალის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 800-ზე მეტი დელეგატი ინდოეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ გასართობ კონკურსებში, საინტერესო სემინარებში, გაიჩენენ ახალ ნაცნობებს სარეკლამო გარემოში.

ქართულმა სარეკლამო ვიდეორგოლმა „მოსიარულე მკვდრები კახეთში“ „ინტერნეტის ოსკარი“ აიღო>>

ფესტივალის დევიზი წელს არის Design Thinking (დიზაინერული აზროვნება).

„გვინდა, რომ ჩვენმა მონაწილეებმა წამოაყენონ იდეები, ასხივებდნენ შთაგონებას, კრეატიულობასა და სიგიჟეს. ვიწვევთ შემოქმედებით საზოგადოებას, მარკეტოლოგებსა და, რა თქმა უნდა, სტუდენტებს", – წერენ ორგანიზატორები.

საუკეთესო პროექტები დაჯილდოვდება თერთმეტ კატეგორიაში, მათ შორისაა პრინტი, დიზაინი, ბრენდინგი, პიარი, ფილმი და სხვ.

ფესტივალის ყოველი დღის ბოლოს მონაწილეებისთვის ჩატარდება არაფორმალური საღამოები, რომლის დროსაც მონაწილეები ერთმანეთის უკეთ გაცნობას შეძლებენ.

ფესტივალი Ad Black Sea – ეს სარეკლამო ინდუსტრიაში მოღვაწეების, ექსპერტებისა და სპეციალისტების საერთაშორისო მოედანია. ფორუმი მოწოდებულია, მონაწილეებში დანერგოს ახალი იდეები და სიახლეები და ამასთანავე მიზნად ისახავს სარეკლამო სფეროში საუკეთესო რეკლამის გამოვლენას.

თემები:
საქართველო და კულტურა (828)

მთავარი თემები