Apple-მა ახალი „ჭკვიანი საათების“ რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობი გადაიღო

CC0 / Pixbay / კომპანია Apple-ს ოფისი
კომპანია Apple-ს ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მორიგი სიახლის რეკლამაში საქართველოდან ორი გოგონა და სამი ვაჟი გამოჩნდა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. კომპანია Apple-მა ახალი თაობის ახალი „ჭკვიანი საათის“ Watch Series 5 რეკლამა გადაიღო, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა მსახიობები საქართველოდან.

მსახიობთა კასტინგი ჩაატარა ქართულმა პროდაქშნ-კომპანია Metro Productions-მა. სწორედ მან შეარჩია კორპორაცია Apple-სთვის ხუთი გამორჩეული გარეგნობის მსახიობი.

ეს მსახიობები არიან: ვიკა კალანდია, დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი და კობა შონია. მსახიობების შერჩევაზე პასუხისმგებელი იყო კასტინგ-მენეჯერი თინა ხიზანიშვილი.

„მეტრო პროდაქშენისა და საერთაშორისო ბაზრის კიდევ ერთი მეგობრობის შედეგი! დღეს ეფლის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია! ვამაყობთ, რომ ვიყავით Apple-ის რეკლამის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქასთინგის ორგანიზების ნაწილი", – ნათქვამია ქართული კომპანიის განცხადებაში.

Apple ამერიკული კორპორაციაა, რომელიც აწარმოებს პერსონალურ და პლანშეტურ კომპიუტერებს, აუდიოფლეიერებს, ტელეფონებს, პროგრამულ უზრუნველყოფას.

ყველა ახალი ამბავი
0