წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
3-12 დეკემბრის პერიოდი
3-12 დეკემბერის პერიოდი მშვილდოსნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდს მთვარე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რბილ ხასიათს, შემოქმედებით წარმოსახვასა და მშვენიერის შესანიშნავ აღქმას ანიჭებს.
მნიშვნელოვანია წლებია 15, 30, 40, 45, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ბაბუაწვერა.
3-12 დეკემბრის პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან მხიარული ხასიათით, სულ მოძრაობაში არიან, უყვართ ხალხში ყოფნა, არიან კომუნიკაბელური, ენერგიული. სამუშაოს შესრულებისას ძალზე პასუხისმგებლიანი.
10 დეკემბერს დაბადებულები
10 დეკემბერს დაბადებულები აქტიური, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან, სახლში ჯდომა, როგორც წესი, არ უყვართ, უპირატესობას ანიჭებენ მოგზაურობას, ხმაურიან წვეულებებს. ისინი მუდამ სადღაც მიისწრაფვიან, ერთ ადგილზე მათი გაჩერება ძალიან ძნელია. ხშირად იცვლიან სამუშაოს, მეუღლეებს, აფართოებენ საურთიერთობო წრეს.
10 დეკემბერს დაბადებულები იმპულსური, მოუთმენელი ადამიანები არიან. გულმოდგინე და „კირკიტა“ სამუშაო მათთვის არაა. ბუნებით ავანტიურისტები არიან; შეუძლიათ სარისკო პროექტების განხორციელება. აქვთ მტკიცე, ურყევი ხასიათი. რაიმე ქმედების წინ დიდხანს ფიქრი არ სჩვევიათ.
10 დეკემბერს ძალიან აქტიური მშვილდოსნები იბადებიან. მათი პრინციპია მოძრაობა. მათ მუდამ სადღაც ეჩქარებათ, რაღაცისკენ მიდიან. ხშირად გზაში დასახულ მიზნებს კარგავენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, რომ წინ ჯიუტად განაგრძონ გზა. უბრალოდ, პერიოდულად მიზნები იცვლება.
იმპულსურები, ჯერ მოქმედებენ და შემდეგ ფიქრობენ. რაიმე არასწორად გააკეთეს? არაუშავს, კიდევ იქნება შანსი ცხოვრების გზაზე. არიან ოპტიმისტები, არ უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება. ჩვეულებრივ, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არიან.
10 დეკემბერს დაბადებულები საკუთარ მნიშვნელობაში დარწმუნებული არიან, მაგრამ გარშემომყოფებმა, შესაძლოა, სხვაგვარად იფიქრონ. სამსახურში ამ ადამიანებმა ავტორიტეტი საქმეებით უნდა მოიპოვონ და არა სიტყვებით.
კარიერულ კიბეზე მოძრაობისას იმპულსური ქმედებები, ავანტიურები და კულუარული ინტრიგები ყველაზე სწორი და იოლი გზა ნამდვილად არ არის. აქ მათი გასწრება თავისუფლად შეუძლია წყნარ, პრაქტიკულ და ნაკლებად თავდაჯერებულ თანამშრომელს.
ჯანმრთელობა
10 დეკემბერს დაბადებულების ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს ემოციების დამალვა, რასაც ფსიქოლოგიური პრობლემების მოტანა შეუძლია. თავის თავში ჩაკეტვა გამოსავალი არაა. მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მეგობრების მხარდაჭერა იგრძნონ. კიდევ ერთი მტერი ამ ადამიანებისა სოციალური დამოკიდებულებაა.
ნუ დახარჯავთ მთელ თქვენს თავს სიმყუდროვის შექმნისთვის, შვილების აღზრდისთვის. ქალი მშვილდოსნისთვის გზა ფსიქოლოგიური პრობლემებისკენ საკუთარი მეუღლის აჩრდილია, ხოლო მამაკაცისთვის - თავისი დედოფლის თაყვანისცემა.
რჩევა:
თქვენ გახასიათებთ ინტერესთა შინაგანი კონფლიქტი. ნუ შეუშინდებით შესვენებების გაკეთებას ცხოვრების გზაზე, რათა სხვაგვარად გაიაზროთ ფასეულობები და გადაანაწილოთ პრიორიტეტები.