უდიდესი ენაკვიმატი ბრიტანელი - იუმორში დამალული სიმართლე

ხელისუფლება – ნარკოტიკია. ვისაც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია.
Sputnik
აზრების ფოიერვერკი დიდი ბრიტანელი მოღვაწის უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამებს გთავაზობთ.
უინსტონ ჩერჩილი (სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი — Sir Winston Leonard Spencer-Churchill – 1874-1965) — ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940–1945 და 1951–1955 წლებში, „დიდი სამეულის" ერთ-ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
2002 წელს BBC-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ჩერჩილი ისტორიის განმავლობაში უდიდეს ბრიტანელად დასახელდა.
თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>
• დრო ცუდი მოკავშირეა
• დიპლომატი — ეს არის ადამიანი, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს იტყვის
• უფრო ადვილია ერის მართვა, ვიდრე ოთხი ბავშვის აღზრდა
• პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს წინასწარმეტყველება – რა მოხდება ხვალ, ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ. შემდეგ უნდა ახსნას, რატომ არ მოხდა ეს
ღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...
• ამ ქვეყნად უამრავი მოარული ჭორი დადის, ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ მათი ნახევარი წმინდა წყლის სიმართლეა
• ძლიერი, მდუმარე მამაკაცი ძალიან ხშირად იმიტომ არის მდუმარე, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი
• ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თვითონ არ უშვებს — ის სხვებს აძლევს ამის შანსს
• თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს
სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის...>>
• ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან
• კაპიტალიზმის მანკიერება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის ღირსება — სიღარიბის თანაბარი გადანაწილება. კაპიტალიზმის მთავარი ნაკლოვანება კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილებაა, სოციალიზმის უპირატესობა — უუფლებობის თანაბარი გადანაწილება
• ნებისმიერი კრიზისი — ეს ახალი შესაძლებლობებია
პარადოქსების მეცნიერება: უცხოა – გონივრული, ვნებაა – სირთულე, მოწოდებაა – მტრობა
• ხელისუფლება — ნარკოტიკია. ვისაც ეს ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ გაუსინჯავს, სამუდამოდ მოწამლულია
• ადამიანებს მშვენივრად ეხერხებათ იმ საიდუმლოს შენახვა, რომელიც არ იციან
• ომი — როდესაც სხვების ინტერესებს სრულებით უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან
• ცხოვრების უდიდესი გაკვეთილი ისაა, რომ ხანდახან სულელებიც მართალი არიან
ოცნების კოშკები და გაბრიყვების საუკეთესო საშუალება>>
• ურთიერთობების გაფუჭების ყველაზე კარგი საშუალებაა – დაიწყო ამ ურთიერთობების გამორკვევა
• ჩრდილის გარეშე ყველაზე კაშკაშა სინათლეც არ არსებობს
• ჩემი დღეგრძელობა სპორტის დამსახურებაა — მას არასდროს მივდევდი