შავი მოცხარი და მისი სასარგებლო თვისებები

შავი მოცხარის ნაყოფი, ფოთოლი, კვირტები ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება. ის წმენდს სისხლს, ამცირებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს და სხვ.
Sputnik
შავი მოცხარი (Ribes nigrum) ხუნწისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარეა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, შეტანილი და გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება შავი მოცხარის ნაყოფი, ფოთოლი და ხანდახან – კვირტები.
შავი მოცხარის კალორიულობა და შემადგენლობა
შავი მოცხარი დაბალკალორიული პროდუქტია. ნედლი სახით 100 გრამის კალორიულობა 63 კკალორიას შეადგენს. მიუხედავად ამისა, მასში შაქრის შემცველობის გამო ჭარბწონიანები დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდონ.
შავი მოცხარი სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ნამდვილი საბადოა. კენკრაში არის ვიტამინები: C, В1, В2, В6, В9, D, Е და К, Р, А, პექტინები, კაროტინოიდები, შაქრები, ორგანული და ფოსფორის მჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ფოსფორის, რკინისა და კალიუმის მარილები.
კოწახური - სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები>>
შავი მოცხარის ფოთოლში არის ფიტონციდები, მაგნიუმი, მანგანუმი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, გოგირდი, ეთერზეთი.
შავი მოცხარის სასარგებლო თვისებები
შავი მოცხარის ცოცხალი ნაყოფი, მისი წვენი, ნახარში ვიტამინების შეუცვლელი წყაროა. მას იყენებენ ავიტამინოზის დროს, როგორც მადის აღმძვრელ საშუალებას გასტრიტების დროს დაქვეითებული მჟავიანობით, კუჭის წყლულის დაავადებებისას, ნაწლავების დაავადებების დროს. გახეხილი ნაყოფი შაქართან და წიწიბურას ფქვილთან ერთად (1:1 თანაფარდობით) გამოიყენება სისხლში ჰემოგლობინის ასამაღლებლად.
შავ მოცხარს იყენებენ, როგორც მატონიზირებელ საშუალებას, ის აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, წმენდს სისხლს, ხელს უწყობს სისხლწარმოქმნის პროცესს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, მადის აღმძვრელი მოქმედება, არის შარდ და ოფლმდენი საშუალება.
დღეგრძელობის სიმბოლო - ატამი და მისი სასარგებლო თვისებები
მცენარე აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას, არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის მატონიზირებელი საშუალება, ამაღლებს იმუნიტეტს, აქვეითებს სისხლში შაქრის შემცველობას დიაბეტის დროს (ფოთოლი), ის რეკომენდებულია ლიმფური კვანძების დაავადებების, ათეროსკლეროზის, მომატებული არტერიული წნევის, სისხლნაკლებობისა და რადიაციული დასხივების დროს.
ამას გარდა, შავი მოცხარის ფოთოლი ჩაის სახით ორგანიზმს აჯანსაღებს. მასში С ვიტამინი უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში, ამიტომ ეფექტური მოქმედება აქვს, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, მატონიზირებელ საშუალებას, გამოიყენება რევმატიზმის საწინააღმდეგოდ, ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას, გასტრიტებისა და პოდაგრისას.
უაღრესად სასარგებლო ჩია - ინდიელების მაგია>>
ფოთლებს მკურნალობის მიზნით, ჩვეულებრივ, ნაყენის სახით იყენებენ. მას ორგანიზმიდან გამოაქვს პურინისა და შარდის მჟავები. არის მსუბუქი გამხსნელი საშუალება. გამოიყენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, სისხლდენის დროს. კუჭის აშლილობის დროს რეკომენდებულია მშრალი ნაყოფის ნახარში.
ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ფოთლის, კვირტისა და ყლორტის ნახარში გამოიყენება დერმატიტების, ექსუდატიური დიათეზისა და თვალის დაავადებების დროს. ძველად შავი მოცხარით ბავშვებში საყმაწვილოს მკურნალობდნენ.
კენკრის ნახარში კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის, სისხლნაკლულობის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღრძილებიდან სისხლდენის დროს. ძლიერი ხველების დროს იყენებენ შავი მოცხარის წვენის, თაფლისა და შაქრის ნაზავს. ის უმკლავდება ანგინასაც (შავი მოცხარის წვენი წყალში გაზავებული სავლების სახით).
მარწყვი - უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა
მცენარის ნახარში და ნაყენი ასევე დადებითად მოქმედებს ნევროლოგიური დაავადებების, თავის ტკივილის, ძილის დარღვევების დროს. პოდაგრის, პოლიართრიტის, რევმატიზმის, კანის დაავადებების, გამონაყარის, ალერგიის დროს ნახარშს სვამენ.
ფოთლებისა და ყლორტების ნაყენს იყენებენ, როგორც შარდმდენ საშუალებას შესიების, თირკმელების დაავადებების, შარდის ბუშტის ანთების, შარდის შეუკავებლობის, შარდ-სასქესო ორგანოებში კენჭების არსებობის დროს, ასევე ხველების, ბრონქიტის, ყივანახველას დროს.
შავი მოცხარის დამზადების წესი:
2 სუფრის კოვზ ახალ კენკრას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. გააცივეთ და მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ ნახევარი ან ერთი ჭიქის ოდენობით. ეს არის კარგი საშუალება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის, იმუნიტეტის გაუმჯობესებისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს.
დარიჩინი: პიკანტური, არომატული, უაღრესად სასარგებლო>>
შავი მოცხარის მიღება რეკომენდებული არ არის:
თრომბოფლებიტის, კუჭის მომატებული მჟავიანობის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ჰიპერაციდული გასტრიტების დროს.
მიუხედავად იმისა, რომ შავი მოცხარის ცოცხალი ნაყოფი და წვენი ნებადართულია ღვიძლის პრობლემების დროს, ჰეპატიტის შემთხვევაში მისი მიღება არ შეიძლება.
შავი მოცხარის ხანგრძლივმა და შეუზღუდავმა მიღებამ შეიძლება სისხლის შედედება გაზარდოს.