https://sputnik-georgia.com/20230612/atami-sasargeblo-tvisebebi-prnus-prsica-278477764.html
დღეგრძელობის სიმბოლო - ატამი და მისი სასარგებლო თვისებები
დღეგრძელობის სიმბოლო - ატამი და მისი სასარგებლო თვისებები
Sputnik საქართველო
ატმის სამშობლოა ჩინეთი, სადაც მისი კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყეს. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. 12.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-12T12:12+0400
2023-06-12T12:12+0400
2023-06-12T17:51+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
ხალხური მკურნალობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/90/237369071_0:114:2257:1383_1920x0_80_0_0_7a06da72b59a79fcbc3214087660cbb3.jpg
ატამი (Prúnus pérsica) – ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად ნაყოფით განსხვავდება. არსებობს ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიში.ატმის დასახელება Prúnus pérsica სპარსეთთან იწვევს ასოციაციას, თუმცა მისი სამშობლოა ჩინეთი, სადაც ამ ხილის კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყო. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.თანდათანობით ატამი გავრცელდა ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის სპარსეთში, საიდანაც ალექსანდრე მაკედონელის წყალობით სამხრეთ ევროპაში მოხვდა. საფრანგეთში, ბრიტანეთსა და აშშ-ში ატამი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გავრცელდა.ატამი უაღრესად სასარგებლო ხილია. ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე თავისი მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით.ატმის კალორიულობა და შემადგენლობაატმის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 46 კკალორიაა.ატამი მდიდარია შაქრებითა და უჯრედისით, რაც მას ენერგიის ფასეულ წყაროდ აქცევს. ატამში ბევრია კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, ფტორი, სელენი, სპილენძი, ნატრიუმი, ვიტამინები: А, С, В ჯგუფის, Е, К, РР, D, ანტიოქსიდანტები, პექტინები, ორგანული მჟავები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. საშუალო ზომის ატმის ¾ საკმარისია С ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად.ატმის სასარგებლო თვისებებიატამი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.ტყემლის სასარგებლო თვისებები>>კალიუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით ის სასარგებლოა ანემიის, გულის დაავადებების, სტრესის დროს. ატამი რეკომენდებულია მძიმე ავადყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენისთვის.ატამი სასარგებლოა გულის რიტმის დარღვევების დროს, ჰიპერტონიისას. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.ატამი ხელს უწყობს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას, აბრკოლებს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ატამში შემავალი ნივთიერებები კიბოს უჯრედების განვითარებას ანელებს.ატამი სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებისთვის.ატამი დადებითად მოქმედებს კუჭის დაავადებების დროს, კერძოდ, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას. ხილს აქვს შარდმდენი ეფექტი, ამდენად, ხელს უწყობს თირკმლებიდან ქვიშის გამოდევნას.ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>ხილი აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას.ატმის ფოთლები და ყვავილები ასევე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი ნახარში გამოიყენება როგორც კუჭში გამხსნელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.ატმის კურკის ნაყენი კარგია როგორც ოფლმდენი საშუალება გაციებისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს.ატმის კურკა არის ნუშის ზეთისა და ვიტამინ B17-ის წყარო.არომათერაპიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ატმის არომატი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.რეკომენდაციები:ატმის კურკის შიგთავსი ტოქსიკურია.ატმის კანის ბუსუსებმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.შაქრიანი დიაბეტის დროს საჭიროა ზომიერების დაცვა. ასევე დიდი ოდენობით არ შეიძლება ატმის მიღება ჭარბწონიანობის, გასტრიტის მომატებული მჟავიანობით, დიარეის დროს.
https://sputnik-georgia.com/20230517/marwyvi-sasargeblo-tvisebebi-fragaria-277748798.html
https://sputnik-georgia.com/20220718/gargari-prnus-armenica-268601332.html
https://sputnik-georgia.com/20210524/Jolos-sasargeblo-Tvisebebi-Rubus-idaeus-251799005.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23736/90/237369071_130:0:2125:1496_1920x0_80_0_0_b8fba72b6f99ad90972febcb28b6bab3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება , ხალხური მკურნალობა
დღეგრძელობის სიმბოლო - ატამი და მისი სასარგებლო თვისებები
12:12 12.06.2023 (განახლებულია: 17:51 12.06.2023) ატმის სამშობლოა ჩინეთი, სადაც მისი კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყეს. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
ატამი (Prúnus pérsica) – ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად ნაყოფით განსხვავდება. არსებობს ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიში.
ატმის დასახელება Prúnus pérsica სპარსეთთან იწვევს ასოციაციას, თუმცა მისი სამშობლოა ჩინეთი, სადაც ამ ხილის კულტივირება ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში დაიწყო. ჩინეთში ატამი საიმპერატორო ხილად და დღეგრძელობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.
თანდათანობით ატამი გავრცელდა ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, მათ შორის სპარსეთში, საიდანაც ალექსანდრე მაკედონელის წყალობით სამხრეთ ევროპაში მოხვდა. საფრანგეთში, ბრიტანეთსა და აშშ-ში ატამი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გავრცელდა.
ატამი უაღრესად სასარგებლო ხილია. ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე თავისი მრავალფეროვანი შემადგენლობის წყალობით.
ატმის კალორიულობა და შემადგენლობა
ატმის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 46 კკალორიაა.
ატამი მდიდარია შაქრებითა და უჯრედისით, რაც მას ენერგიის ფასეულ წყაროდ აქცევს. ატამში ბევრია კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, ფტორი, სელენი, სპილენძი, ნატრიუმი, ვიტამინები: А, С, В ჯგუფის, Е, К, РР, D, ანტიოქსიდანტები, პექტინები, ორგანული მჟავები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. საშუალო ზომის ატმის ¾ საკმარისია С ვიტამინის დღიური ნორმის მისაღებად.
ატმის სასარგებლო თვისებები
ატამი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
კალიუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით ის სასარგებლოა ანემიის, გულის დაავადებების, სტრესის დროს. ატამი რეკომენდებულია მძიმე ავადყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენისთვის.
ატამი სასარგებლოა გულის რიტმის დარღვევების დროს, ჰიპერტონიისას. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
ატამი ხელს უწყობს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას, აბრკოლებს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ატამში შემავალი ნივთიერებები კიბოს უჯრედების განვითარებას ანელებს.
ატამი სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებისთვის.
ატამი დადებითად მოქმედებს კუჭის დაავადებების დროს, კერძოდ, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას. ხილს აქვს შარდმდენი ეფექტი, ამდენად, ხელს უწყობს თირკმლებიდან ქვიშის გამოდევნას.
ხილი აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას.
ატმის ფოთლები და ყვავილები ასევე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი ნახარში გამოიყენება როგორც კუჭში გამხსნელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ატმის კურკის ნაყენი კარგია როგორც ოფლმდენი საშუალება გაციებისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს.
ატმის კურკა არის ნუშის ზეთისა და ვიტამინ B17-ის წყარო.
არომათერაპიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ატმის არომატი მოქმედებს როგორც ანტიდეპრესანტი.
ატმის კურკის შიგთავსი ტოქსიკურია.
ატმის კანის ბუსუსებმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
შაქრიანი დიაბეტის დროს საჭიროა ზომიერების დაცვა. ასევე დიდი ოდენობით არ შეიძლება ატმის მიღება ჭარბწონიანობის, გასტრიტის მომატებული მჟავიანობით, დიარეის დროს.