დღეს 2022 წლის 29 დეკემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ძალზე ხელსაყრელი დღეა საქმეებისა და ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მიუხედავად მომატებული ემოციურობისა, დღეს ადვილი იქნება წონასწორობის შენარჩუნება და თანამოსაუბრესთან საერთო ინტერესების გამონახვა. გამოიყენეთ ეს დღე, რათა გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და დაამყაროთ საჭირო კონტაქტები. განსაკუთრებულად ხელსაყრელი კი ეს დღე შეყვარებულებისთვის იქნება.
ვერძი: დღეს გარშემომყოფებს შეუძლიათ თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ. ხართ თავდაჯერებული, ლიდერის ქარიზმით, ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ადამიანები რჩევას გკითხავენ ნებისმიერ საკითხზე. და ეს სწორიც იქნება, რადგან თქვენი რჩევები მათთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება – დღეს შეგიძლიათ ყველაფრის არსს ჩაწვდეთ და ნებისმიერი გეგმის სუსტი ადგილები გამოავლინოთ.
კურო: დღეს ფრთხილად უნდა იყოთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – დღეს ისინი ძალზე აქტიური არიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თუ არის ამის შესაძლებლობა, ხალხმრავლობას მოერიდოთ და მხოლოდ ადამიანების ვიწრო წრით შემოიფარგლოთ. არ არის გამორიცხული, რომ უნებლიეთ სხვის საქმეში აღმოჩნდეთ ჩართული, რაც, თუ არ გავნოთ, არც არაფერ კარგს არ მოგიტანთ.
ტყუპი: დღეს გარშემომყოფების მხრიდან აზრი არა აქვს ლოგიკაზე დაყრდნობას, თუ მათ თქვენი რამეში დარმწუნება უნდათ. დღეს გადაწყვეტილებებს ემოციებით იღებთ და მთავარი არგუმენტია ინტუიცია. უფრო შემოქმედებით განწყობაზე ხართ, ვიდრე საქმიანზე. ბადალი არ გეყოლებათ იქ, სადაც ფანტაზიაა საჭირო. ადამიანებს „გადაშლილი წიგნივით წაიკითხავთ“. გარშემომყოფებმა შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ ტელეპათიის უნარით ხართ დაჯილდოებული.
კირჩხიბი: დღეს არ გაგიჭირდებათ, რომ ირგვლივ საჭირო ადამიანები შემოიკრიბოთ, ოღონდ თუ ამას სერიოზულად დაისახავთ მიზნად. დღეს ყველანაირი შესაძლებლობა გაქვთ, რომ შესანიშნავი კონტაქტები დაამყაროთ საქმიან სფეროში. მთავარია, გულხელდაკრეფილი არ ისხდეთ. თვითონ უნდა მოძებნოთ ეს ადამიანები და დაიწყოთ მათთან საუბარი. ისინი კი თქვენს საოცარ მომხიბვლელობას წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ.
ლომი: შესანიშნავი დღე გელოდებათ. თავს მარტო არ იგრძნობთ, ირგვლივ ადამიანების სიმრავლე იქნება. ბევრმა შეიძლება შემოგთავაზოთ დროის ერთად გატარება და თქვენი გადასაწყვეტია, ვისთან მოისურვებთ გართობას. ზოგადად, დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ, თუნდაც ეს მუშაობის პროცესში მოხდეს. განსაკუთრებით მკაფიოდ გამოავლენთ ინდივიდუალობას ჯგუფში ყოფნის დროს.
ქალწული: შეძლებთ მთელი თქვენი შესაძლებლობების ამუშავებას იმისთვის, რომ გარშემომყოფების მანიპულაცია მოახდინოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი ზეწოლის მეთოდები – კამათი, ბრძანების გაცემა, ასევე ფარული ძაფები, რომლებსაც თქვენთვის საჭირო შედეგის მისაღებად აამოძრავებთ. საბოლოოდ, მიიღებთ იმას, რისკენაც ისწრაფვით, მაგრამ ამაზე იმდენი დრო და ძალა დაიხარჯება, რომ გამარჯვებით შეიძლება ვეღარც დატკბეთ.
სასწორი: თუ დღეს დისკუსია ან რამე სერიოზული საუბარი გელოდებათ, იცოდეთ, რომ ძალიან ადვილი იქნება სხვა ადამიანის მოსაზრების მოსმენა. შეძლებთ, რომ სიტუაციას ოპონენტის თვალით შეხედოთ და ამის გამო კამათი აზრს დაკარგავს. დღეს გამძაფრებულია თქვენი დიპლომატიური თვისებები და ამასთან გამოირჩევით ბრძნული შეხედულებებით, სხვისი გაგებისა და თანაგრძნობის უნარით. ეს უზრუნველყოფს თქვენს წარმატებებს მოლაპარაკებებსა და ნებისმიერ ურთიერთობაში.
მორიელი: დღეს თქვენი ხვედრია გარშემომყოფებისა და ახლობლების დახმარება. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რომელიმე ახლობლის ცხოვრების ყველა დეტალი შეიტყოთ და იზრუნოთ მასზე. თუ მას პრობლემები აქვს, შეგიძლიათ მოუსმინოთ და ფსიქოლოგის როლი ითამაშოთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ მზრუნველობა თქვენს აკვიატებაში და ადამიანის ცხოვრებაში უხეშად ჩარევაში არ გადაიზარდოს. ამისთვის ცოტა უნდა მოთოკოთ თქვენი ალტრუისტული სწრაფვა.
მშვილდოსანი: საბრძოლო ჟინით ხართ შეპყრობილი, მაგრამ ვის უნდა ებრძოლოთ? გარშემომყოფები მზად არიან, გამარჯვება „ომის“ გარეშე დაგითმონ. უფრო მეტიც, ისინი უკან გამოგყვებიან, თუ მათ რამე საინტერესო პროექტს შესთავაზებთ. დღეს ნებისმიერ ვითარებაში, სადაც ბევრი ადამიანია, თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. ბადალი არ გეყოლებათ ორგანიზატორის, ლიდერის ან მშვიდობისმყოფლის როლში.
თხის რქა: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს დრო ახლობლებთან პრობლემების გადაწყვეტას მიუძღვნათ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემები გაქვთ. ეს ძალზე ეფექტური აღმოჩნდება. დღეს არაა საშიშროება, რომ ეს პროცესი ჩხუბით ან სკანდალით დასრულდეს. თქვენც და თქვენი ახლობლებიც განწყობილი ხართ, რომ ერთმანეთს გაუგოთ. გულწრფელი საუბარი საოცარ შედეგს გამოიღებს – ახლობლები მხარს დაგიჭერენ და შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამენ.
მერწყული: დღეს ყოველდღიურ ყოფით საკითხებში „ავტოპილოტის“ რეჟიმს ჩართავთ, იმდენად ადვილად გამოგივათ ჩვეული საქმეები. რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობებს, აქ სირთულეებია მოსალოდნელი და ამას არცთუ ცოტა დრო და ენერგია დასჭირდება. დღეს გამძაფრებულია თქვენი კომუნიკაციის უნარები და ურთიერთობების მიღმა სურვილი გაქვთ, საუბრებში სხვადასხვა ინფორმაცია ეძებოთ, მოვლენების საქმის კურსში იყოთ. არაა გამორიცხული, რომ ამ ინფორმაციების მოპოვებისას რამე თქვენთვის სასარგებლო კოზირი მოიპოვოთ.
თევზები: დღეს უამრავი შეხვედრა გელოდებათ, როგორც დაგეგმილი, ისე მოულოდნელი. ეს ეხება როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან შეხვედრებს. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღევანდელმა რამე საქმემ, სიტყვამ ან გეგმამ თქვენს კარიერაზე, საზოგადოებაში მდგომარეობაზე ან ფულად შემოსავალზე შეიძლება მოახდინოს გავლენა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ეს გავლენა მხოლოდ დადებითი შეიძლება არ იყოს. ამიტომ თითოეული სიტყვა და მოქმედება კარგად უნდა აწონ–დაწონოთ.