სად იმალება ქალის სილამაზე, ანუ რბოლა მარადიული ახალგაზრდობისთვის

ნაოჭებს ვერსად გაექცევი... ასაკოვანი, რომელიც ახალგაზრდავდება – ეს სასაცილოა, მიიჩნევს მაია პლისეცკაია.
Sputnik
ბევრ ქალს ეშინია დაბერების. ეშინია ნაოჭების. მაგრამ სილამაზე ხომ კანის სიგლუვეში არაა... ლამაზი შეიძლება იყოს 90 წლის ქალის დანაოჭებული სახე, რომლის უკან ამდენი განცდა და ემოცია იმალება.
სილამაზე თვალებშია, მზერაში.
უფრო ცუდად გამოიყურება ქალი, რომელიც 70 წლის ასაკში თავისი შვილიშვილის თანატოლად გამოიყურება. და ამ დროს ის არ ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით, მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება, ის „ჩაციკლულია“ თავის სილამაზეზე.
და რისთვისაა მთელი ეს რბოლა გარეგნული ახალგაზრდობისკენ? განა ნაოჭების არარსებობა ადამიანს ბედნიერს ხდის? ან მოგწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, ან - არა.
ფანი არდანი: მინდა ეშაფოტამდე ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით მივიდე
არ არის ლამაზი, როდესაც ქალი მუდმივად ახალგაზრდავდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ხომ არიან ქალები, რომლებიც ასაკშიც იზიდავენ ადამიანების მზერას საოცარი ძალით.
რას ამბობდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალერინა, ქორეოგრაფი მაია პლისეცკაია (1925-2015) ამასთან დაკავშირებით:

„ნაოჭებს ვერსად გაექცევი... მაგრამ ასაკოვანი ქალი ან მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდავდება – ეს სასაცილოა... იცით, არის ძველი ბაღი და ახალი ბაღი. მაგრამ მოვლილია თუ არა ის – ეს უკვე სულ სხვა საქმეა. იგივე ითქმის ადამიანის სახეზე – ყოველთვის ჩანს, მოვლილია თუ არა ის“.

არიან ქალები, რომლებიც არ ერიდებიან თავიანთ ნაოჭებს, არ ეშინიათ ისე გამოიყურებოდნენ, როგორი ასაკიც აქვთ. ბევრად მნიშვნელოვანი ხომ სულიერი მდგომარეობაა.
ჯულია რობერტსი: გარეგნობას მნიშვნელობა არა აქვს, თუ შინაგანად ცარიელი ხარ
თუ ქალი კეთილია, გამგები, გულისხმიერი, მგრძნობიარე, მას ყოველი გათენებული დღე უხარია, არ „იციკლება“ გარეგნობაზე, აინტერესებს რაღაც, აკეთებს საყვარელ საქმეს ან დროს საყვარელ ადამიანებთან ატარებს, ის, ყველაფრის მიუხედავად, მშვენივრად გამოიყურება.