მორიელი (Scorpius) წყლის სტიქიის ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები გამოირჩევიან ტემპერამენტითა და ქარიზმით. არიან აქტიური ადამიანები, ადვილად კიდებენ ხელს ახალ ამოცანებს, თუმცა, საქმე ბოლომდე ხშირად არ მიჰყავთ, თუ ეს საქმე მათ კმაყოფილებასა და სიამოვნებას არ ანიჭებს.
ორიელები ძალზე ემოციური არიან - პირველ რიგში, ისინი წუთიერი სურვილებით ხელმძღვანელობენ და გონებას ივიწყებენ. გრძნობითი განცდები მათი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. არიან ჰედეონისტები - უყვართ ლამაზი ცხოვრება, კმაყოფილება, კომფორტი. არიან ამბიციური, პატივმოყვარე, ისწრაფვიან დიდებისკენ, აღიარებისკენ, ხოლო მიზნების მისაღწევად ყველაფერზე მიდიან. ამ თვისებების გამო მორიელებს ხშირად აგრესიულ და სასტიკ ადამიანებად მიიჩნევენ.
ამ ნიშნის წარმომადგენელთა ტიპური თვისებებია წინააღმდეგობრიობა და ცვალებადობა. მათ ხშირად განწყობის ადამიანებს უწოდებენ: დღის განმავლობაში ისინი იცვლიან ემოციების მთელ კალეიდოსკოპს და მაგალითად, აპათიიდან თავშეუკავებელ მხიარულებამდე წამიერად გადადიან და შემდეგ - პირიქით, ან სხვა მდგომარეობამდე - აგრესიამდე მიდიან.
ამ ნიშნის წარმომადგენელთა ტიპური თვისებებია წინააღმდეგობრიობა და ცვალებადობა. მათ ხშირად განწყობის ადამიანებს უწოდებენ: დღის განმავლობაში ისინი იცვლიან ემოციების მთელ კალეიდოსკოპს და მაგალითად, აპათიიდან თავშეუკავებელ მხიარულებამდე წამიერად გადადიან და შემდეგ - პირიქით, ან სხვა მდგომარეობამდე - აგრესიამდე მიდიან.
მორიელები ვნებებით ცხოვრობენ, უსიყვარულოდ მათ ცხოვრებას აზრი არა აქვს. უცბად გააღმერთებენ ადამიანს და ასევე უცბად ცივდებიან მის მიმართ, როგორც კი სასურველს მიაღწევენ. სექსუალობა მათი განუყოფელი თვისებაა. ისინი უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან, ადვილად ვნებიანად უყვარდებათ, ხანდახან ასევე იოლად იცვლიან არჩევანს. არამდგრადობა მორიელების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.
მორიელების უარყოფითი თვისებებია ეჭვიანობა, ფეთქებადი ხასიათი, ასევე, ადვილად სწყინთ რაიმე. ისინი არ პატიობენ ღალატს და მზად არიან, ღალატი ყველაზე უბრალო ვითარებაშიც კი დაინახონ. ისინი ძალზე მომთხოვნი არიან გარშემომყოფების მიმართ. მათი უაღრესად დადებითი თვისებებია ემოციური ერთგულება, უანგარობა და სხვისი წარმატებებით სიხარული.
მამაკაცი მორიელი
მორიელი მამაკაცი დამოუკიდებელი, მტკიცე და ძალაუფლებისმოყვარეა. ის სხვის აზრს არ ითვალისწინებს და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც თავად მიაჩნია საჭიროდ. არის აზარტული, ავანტიურისა და რისკისადმი მიდრეკილი. ის არ ფიქრობს შედეგებზე, არამედ აწმყოთი ცხოვრობს.
მორიელი მამაკაცი ადვილად იპყრობს ქალის გულს თავისი ქარიზმითა და ხიბლით; უყვართ სიურპრიზების გაკეთება ქალისთვის, ამისთვის ფულს არ იშურებენ. მათთან ურთიერთობები ნამდვილი ვნებების ქარიშხალია. ვერ იტანენ უარს, არ მიდიან კომპრომისზე, არიან მაქსიმალისტები, რომლებიც მიჩვეული არიან, ყველაფერი მიიღონ ნებისმიერ ფასად. ხანდახან ეს მიზანსწრაფულობა აკვიატებას ემიჯნება. როდესაც ქალის გულს დაიპყრობს, ის მისგან ელოდება აღტაცებას, მისი უდავო ავტორიტეტის აღიარებას. ხანდახან იმდენად ხდებიან საკუთარ თავზე შეყვარებული, რომ სხვისი გრძნობების მიმართ უყურადღებონი რჩებიან.
მორიელის გულის დაპყრობას შეძლებს ან ასეთივე კაშკაშა, არაპროგნოზირებადი პიროვნება, ან მიუღწეველი, იდუმალებით მოცული ქალი, რომელიც გარეგნულად არ გამოავლენს ინტერესს მის მიმართ და მორიელში ქალისთვის ბრძოლის ჟინს გააღვიძებს.
ქალი მორიელი
მორიელი ქალი შეუდარებელი, ვნებიანი და მიმზიდველი ნატურაა. მათ მუდამ გარს ახვევიან თაყვანისმცემლები. ისინი რომანტიკული არსებები არიან, გრძნობებს მთლიანად მიჰყვებიან და საყვარელი ადამიანისთვის ყველაფრისთვის მზად არიან. დროთა განმავლობაში ეჭვიანი და მომთხოვნი ხდებიან.
ისინი აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ თანაბარ სტაბილურ ურთიერთობებში, მუდმივად სჭირდებათ ახალი ემოციები და განცდები, ამიტომ თუ პარტნიორი ამას აძლევს, აწყობენ სცენებს ან სიყვარულის ახალ ობიექტს ეძებენ. სიყვარულში ქალი მორიელი თავისი სურვილების უსიტყვო ასრულებას მოითხოვს.
ისინი აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ თანაბარ სტაბილურ ურთიერთობებში, მუდმივად სჭირდებათ ახალი ემოციები და განცდები, ამიტომ თუ პარტნიორი ამას აძლევს, აწყობენ სცენებს ან სიყვარულის ახალ ობიექტს ეძებენ. სიყვარულში ქალი მორიელი თავისი სურვილების უსიტყვო ასრულებას მოითხოვს.
ის მიჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას, სულ მოძრაობაშია, ადვილად ეგუება ახალ კომპანიას. უყვართ, როდესაც მათით არიან აღფრთოვანებული, არ ეშინიათ როდესაც დღის მთავარ განსახილველ თემად იქცევიან ხოლმე. ხანდახან, ყურადღების მიქცევის მიზნით, ზედმეტად ირჯებიან და რამდენადმე გამომწვევად იქცევიან ხოლმე.
მორიელის შეთავსება ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან
მორიელისთვის იდეალური წყვილია თევზები ან კირჩხიბი. თევზები ასეთივე ემოციური არიან, ადვილად თმობენ ლიდერობას, არიან ერთგული მეგზურები. კირჩხიბი მზადაა, გასცეს მეტი, ვიდრე მიიღოს. მორიელი დააფასებს მის იდუმალებასა და კეთილშობილებას.
მორიელს ურთიერთობების აგება განსაკუთრებით გაუჭირდება ვერძთან, ლომთან და თავისივე ნიშნის წარმომადგენელთან. ორი ბუნებით ლიდერის ურთიერთობა ძალზე გაჭირდება, ორივე იბრძოლებს ძალაუფლებისთვის, დათმობა არც ერთს არ მოუნდება, რაც, საბოლოოდ, რომანის დასრულებას გამოიწვევს. ამ შემთხვევებში შესაძლებელია მოკლე, მაგრამ მგზნებარე რომანი.
მორიელის ნიშნით დაიბადნენ:
ფიოდორ დოსტოევსკი, პაბლო პიკასო, ინდირა განდი, ვივიენ ლი, მარტინ სკორსეზე, სოფი მარსო, ალენ დელონი, ლეონარდო დი კაპრიო, ბილ გეიტსი, კატრინ დენევი, გრეის კელი, ვუპი გოლდბერგი, ჟერარ ბატლერი, რომან აბრამოვიჩი, იტან ჰოუკი, დემი მური, მეგ რაიანი, ჯულია რობერტსი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვა.