უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით 29 აგვისტოს ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში რუსულ ჯარზე და დონეცკის ძალებზე შეტევა სცადეს.
სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, უკრაინულმა არტილერიამ გაზარდა ცეცხლის ინტენსივობა უკრაინის სამხრეთით. ბრძოლების დროს რამდენიმე საათში უკრაინულმა ჯარმა დაკარგა 560 სამხედრო მოსამსახურე, 26 ტანკი, 32 ჯავშანმანქანა, ორი მოიერიშე Су-25 და ერთი ვერტმფრენი Ми-8.
ერთ დღეში რუსულმა დანაყოფებმა ნიკოლაევის მიმართულებით გაანადგურეს 1200 უკრაინელი ჯარისკაცი, 48 ტანკი, 46 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 37 სხვა ჯავშანმანქანა და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით დატვირთული რვა მანქანა.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა იგნორირება გაუკეთა უკრაინული ჯარის უგუნურ შეტევას ღია სტეპებში, ავიაციის დახმარების გარეშე, რუსული არტილერიისა და ავიაციის მასირებული დარტყმების ქვეშ. სოფლებს - ანდრეევკასა და სუხოი სტავოკს შორის ოთხ კილომეტრზე გადაჭიმული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები „ცეცხლის ტომარაში“ მოექცნენ.
კატასტროფული დანაკარგი 2014 წლის აგვისტოში უკრაინული ჯარის მხრიდან ილოვაისკის ქვაბის გარღვევის მცდელობასთან ასოციაციას იწვევს, თუმცა შემოდგომის გამწვავება ახლა იწყება.
ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ხერსონზე კონტრშეტევის შედეგით და უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან ითხოვს წინსვლას – მიუხედავად დანაკარგისა. რეალობას აცდენილი ზელენსკი უკრაინელებს ჰპირდება ყირიმის დაბრუნებას და რუსულ ჯარს მოუწოდებს, გაიქცეს და თავს უშველოს.
კონფლიქტი რეალობასთან
კიევისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ დასავლეთის სამხედრო-ფინანსურ დახმარებას შედეგი მოაქვს – თუნდაც რუკაზე მინიმალურად შესამჩნევი „ტერიტორიების დაბრუნება“ სოფელ სუხოი სტავოკის სახით, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 100 კაცია.
ყოველთვიური უცხოური 5 მილიარდ დოლარიანი დახმარების გარეშე უკრაინის სახელმწიფოებრიობა დაიშლება, როგორც ბანქოს სახლი. შესაბამისად, უახლოეს თვეებში უკრაინის შეიარაღებული ძალები განწირულია მსხვერპლშეწირვისთვის – დასავლეთის ახალი კრედიტებისა და შეიარაღების მოწოდების უზრუნველსაყოფად.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ბრძოლის ხაზზე ოპერატიულ ვითარებას საერთო არაფერი აქვს ბანკოვას „ჰოლივუდურ იმიტაციებთან“. კონტრშეტევაში მონაწილეობისთვის უკრაინის დასავლეთიდან გადმოსროლილი 128-ე ბრიგადა მთლიანად განადგურებულია.
რუსეთის ჯარი 30 აგვისტოს საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებს აყენებს სამიზნეებს ნიკოლაევის ოლქში. „ისკანდერების“ დარტყმების შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქის ალექსანდროვკის რაიონში დაღუპულია 200 ადამიანი, მათ შორის, 40 დაქირავებული მებრძოლი. უკრაინული უპილოტო აპარატები ეფექტურად ნადგურდება რუსული სისტემებით. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ინარჩუნებენ ინიციატივას ხარკოვიდან ნიკოლაევამდე - 1000 კმ-იან ბრძოლის ხაზზე.
ხერსონის ოლქში გამაგრებულია საზღვრები იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინული ჯარი შეეცდება შეჭრას. რუსული ჯარი საიმედოდ იცავს რეგიონის უსაფრთხოებას. ზაპოროჟიეს ოლქს სერიოზულად ემუქრება მხოლოდ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაცხრილვა უკრაინული ჯარის მხრიდან. კოლექტიური დასავლეთი არ არის მზად, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს კიევის რეჟიმი. ზელენსკიმ კი უკვე განსაზღვრა უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის ფასი – საჭიროა დაახლოებით 800 მლრდ აშშ დოლარი.
მასმედიაში დაწესებული მკაცრი ცენზურის მიუხედავად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები ცდილობენ ფრონტზე არსებულ რეალურ მდგომარეობაზე საუბარს. პესკიდან უკან დახევის შემდეგ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ვლადიმერ რეგეშამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სასიამოვნოდ გაოცებული ვარ იმით, რომ ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთ, ყოველდღიურად ვათავისუფლებთ ქალაქებსა და სოფლებს, ვაწყობთ მტრის გვამებს კუბომეტრებით. ზალუჟნიებო, არესტოვიჩებო, მარკუსებო და მსგავსნო, თქვენ მოგმართავთ: ვამაყობ, რომ თქვენნაირ გმირებთან ერთად ერთ დროში მიწევს ცხოვრება“.
უკრაინული გენერალური შტაბი ცდილობს პრეზიდენტს გააგებინოს მარტივი ჭეშმარიტება: ჯარი ვერ გადავა კონტრშეტევაზე ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების მხარდაჭერის გარეშე. საჭიროა დასავლეთის დახმარების მოცდა, რომელიც არ იქნება კონტრშეტევის გარეშე. მარიონეტების თეატრის მოჯადოებული წრეა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე