უკრაინის საჰაერო ძალების მომავალი: ავღანელი მფრინავები, სლოვაკური გამანადგურებლები

  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2022
გამოწერა
ავღანურმა გამოცდილებამ ამერიკელებს ვერაფერი ასწავლა. ვაშინგტონში სჯერათ, რომ დოლარები და ტექნოლოგიურად მოძველებული შეიარაღების მიწოდება კიევს რუსეთის - მსოფლიოს პირველი ბირთვული სახელმწიფოს დამარცხებაში დაეხმარება. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების დაკომპლექტებამდე აშშ-ში წვრთნიან ავღანელ დეზერტირ მფრინავებს სლოვაკეთიდან გამოგზავნილ ძველ რეაქტიულ გამანადგურებლებზე და საბჭოთა ეპოქის სხვა თვითმფრინავებზე, რომელთა პოვნაც სხვადასხვა ქვეყანაში ხერხდება.
რუსეთის სამხედრო-დიპლომატიურმა წყარომ 29 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ყოფილი საჰაერო ძალების კვალიფიცირებული საფრენი შემადგენლობა – МиГ-29, Су-27 და Су-25 – ფაქტობრივად ლიკვიდირებულია რუსული სამხედრო-კოსმოსური ძალების ეფექტური მოქმედებების შედეგად. გასულ დღე-ღამეში მხოლოდ ზაპოროჟიეს ოლქსა და დონეცკში ჩამოგდებულია ორი უკრაინული მოიერიშე Су-25. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ განადგურებულია 276 თვითმფრინავი, 148 ვერტმფრენი და 1832 უპილოტო აპარატი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მფრინავების ნაკლებობის გამო ბრძოლაში გაუშვა ხარკოვის სამხედრო ინსტიტუტის კურსანტები, რომელთაც სწავლა ჯერ არ ჰქონდათ დასრულებული. უკრაინის საჰაერო ძალების კატასტროფული დანაკარგების კომპენსაციის მიზნით დასავლეთის ქვეყნები წარუმატებლად ცდილობდნენ კონტრაქტით „საბჭოთა“ თვითმფრინავების მფრინავების დაქირავებას პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.
დღეს პენტაგონი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აგროვებს ავღანელ მფრინავებს, რომლებიც ერთი წლის წინ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გაიქცნენ. გადამზადება იწყება კალიფორნიაში.
ამერიკული სტანდარტებით შექმნილი ავღანური ჯარი 2021 წლის აგვისტოში ბანქოს სახლივით დაიშალა. ავღანელი მფრინავები ბრძოლისუნარიანი მანქანებით გაექცნენ ქვეით თალიბებს მეზობელ ქვეყნებში. პენტაგონის მიერ ასეთი „სპეციალისტების“ მობილიზება უკრაინის დასაცავად შეიძლება აიხსნას მხოლოდ სასოწარკვეთილებით ან რეალობიდან ამოვარდნით. სამშობლოში ავღანელები დაფრინავდნენ EMB-312 Tucano მოიერიშეებით. ასეთი მფრინავის გადასმა რეაქტიულ МиГ-29-სა თუ Су-25-ზე ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელი.

რეალობაში დაბრუნება

ბრაზილიური მსუბუქი მოიერიშე Tucano იქმნებოდა როგორც სასწავლო მანქანა და გამოიყენებოდა მსუბუქი მოიერიშის ფუნქციით საპოლიციო ოპერაციებში – გამანადგურებლებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების არარსებობის პირობებში.
Tucano-ს საბრძოლო რადიუსია 550 კმ, სასარგებლო დატვირთვა – 1500 კგ, კრეისერული სიჩქარე – 500კმ/სთ. გამანადგურებელ ავიაციას ავღანეთის ჯარი არ ფლობდა. შესადარებლად: МиГ-29-ის სიჩქარე ხმელეთთან ახლოს 1500 კმ/სთ-ია, მაქსიმალური სიჩქარე – 2450 კმ/სთ.
მფრინავს სჭირდება გამანადგურებლის მართვის სრულიად განსხვავებული უნარები. მით უფრო, რომ უკრაინული МиГ-29-ის შეიარაღების კომპლექსში ამას წინათ ინტეგრირებულია რადიოლოკაციური სიგნალებისგან დამცავი რაკეტები AGM-88 HARM, რომელთა სამოქმედო მანძილი 48 კმ-ია. რაკეტების გამოყენებას სჭირდება ელექტრონიკასთან მუშაობისა და მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებთან სახიფათო მანძილით მიახლოების ცოდნა. თალიბებთან ბრძოლის ავღანური გამოცდილება აქ არ გამოდგება.
ამერიკული გამოცემა Air Force Magazine აღნიშნავს, რომ საბჭოთა თვითმფრინავებიდან დასავლურზე გადასასვლელად მფრინავებმა სხვაგვარად უნდა იაზროვნონ და აითვისონ განსხვავებული ტაქტიკა, ეს კი მარტივი არ არის. რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა F-16-ზე გადაწყობას თითქმის ათი წელი მოანდომეს და მფრინავებს ჯერაც არ მიუღწევიათ მომზადების საჭირო დონისთვის. რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში კიევს არა აქვს დრო ჯარის გადასამზადებლად.
სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებიდან ამოღებული МиГ-29 აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში უკრაინას გადაეცემა. მოსაგვარებელია მხოლოდ ფორმალური საკითხები. ახლო მომავალში უკრაინული გამანადგურებლების პარკი შეივსება, თუმცა დაძველებული ლითონი მფრინავების გარეშე გამოუსადეგარია.
კიევისთვის 11 სლოვაკური МиГ-29 გამანადგურებლის გადაცემა ერთგვარი მსხვერპლშეწირვის ახლებური აქტია. უკრაინაში ამ მანქანებისთვის ბაზირების ადგილიც კი არ არის. ძირითადი ბაზები განადგურებულია, ნებისმიერი აეროდრომი კი რუსული სარაკეტო კომპლექსების სამიზნე ზონაშია. სლოვაკური თვითმფრინავების დემილიტარიზაცია ერთ კვირაშია შესაძლებელი, დასავლეთ უკრაინაშიც კი.
კიევისთვის ამერიკული F-16 გამანადგურებლების გადაცემის პროექტი ფერხდება. საქმე წინ ვერ მიიწევს ევროპაში სამხედრო ესკალაციის მაღალი რისკის გამო, რომელსაც ვაშინგტონი ვერ აკონტროლებს, და აშშ-ის ჩრდილოამერიკული ტერიტორიისთვის პირდაპირი სამხედრო საფრთხის გამო. ნათელია, რომ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი კიევში არ არის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კვალიფიციურ მფრინავთა შემადგენლობა განადგურებულია, დასავლეთში კიევისთვის იარაღი ეწურებათ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0