მოსაზრება: რატომ ზრდის რუსეთი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობას

© photo: Sputnik / RF Ministry of Defense / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2022
გამოწერა
რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო პერსონალის რაოდენობის 13%-ით მატება პროფესიონალი კონტრაქტორების დაქირავების გზით აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებაა ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებისთვის. ამავდროულად, რუსეთის შეიარაღებული ძალების საკადრო დონის შეცვლისთვის უკრაინაში სპეცოპერაცია არ არის პრინციპული და განმსაზღვრელი ფაქტორი.
25 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან შეიარაღებული ძალების 137 ათას სამხედრომდე გაზრდას ითვალისწინებს. განკარგულების აღსრულების თარიღი არ არის დაკავშირებული არც სპეცოპერაციასთან და არც გაწვევის კამპანიასთან. კრემლის გადაწყვეტილება ამწუთიერი ოპერატიული ამოცანებით კი არ იყო განპირობებული, არამედ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოების ზოგადი დეგრადაციით. მთავარი მიზანი ჯარების მაღალი საბრძოლო სტაბილურობისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის მთელ პერიმეტრზე.
რუსული არმიისა და საზღვაო ძალების რიცხოვნობის ზრდა პროფესიონალი კონტრაქტორებით დაკომპლექტების ხარჯზე საჭიროების შემთხვევაში სწრაფად აღადგენს ძალთა ბალანსს ევროპისა და აზიის ნებისმიერ სტრატეგიულ მიმართულებაზე, შეცვლის სამხედრო სპეცოპერაციის გეოგრაფიულ საზღვრებს ან გადააფორმატებს მას კონტრტერორისტულ ოპერაციად.
დიდი ალბათობით, შემოდგომის რეფერენდუმის შემდეგ რუსული არმიის ყოფნა დონბასში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე მუდმივი (უვადო) გახდება. ჩვენ მოგვიწევს ახალი სამხედრო ნაწილების და გარნიზონების ჩამოყალიბება – მილიონობით რუსი მოქალაქის საიმედო დაცვისთვის აზოვისა და შავი ზღვისპირეთში. ეკონომიკური და ლოგისტიკური თვალსაზრისით ეს იოლი საქმე არ არის და მოითხოვს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვან კორექტირებას.
ასეა თუ ისე, ჯარს არ სჭირდება ზედმეტი ასი ათასი ფორმიანი ახალგაზრდა, რომლებსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. საჭიროა ასი ათასი ფსიქოლოგიურად სტაბილური, ფიზიკურად მომზადებული და სოციალურად მოტივირებული სპეციალისტი, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ცხოვრების წლები და ათწლეულები დაუთმონ სამხედრო სამსახურს. რუსეთში ყოველწლიურად დაახლოებით 240.000 ადამიანს იწვევენ არმიაში. ბევრ მათგანს სამხედრო სამსახურის გაგრძელება ხელშეკრულებით შეუძლია ვაკანტურ თანამდებობებზე 2023 წლის 1 იანვრიდან. მსურველებს სერიოზული საკონკურსო არჩევანის გავლა მოუწევთ.

არამეგობრული გარემო

ყველაფერი შედარებითია. ვარშავამ პოლონეთის არმიის გაორმაგება გადაწყვიტა — ამჟამინდელი 120.000 „ხიშტს“ 300.000-მდე გაზრდიან. როგორც პოლონეთის სამობილიზაციო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ქვეყნის არმიაში უახლოეს მომავალში 250.000 ადამიანი იმსახურებს, ხოლო ტერიტორიული თავდაცვის ძალებში კიდევ 50.000. არ დაელოდა რა შეერთებულ შტატებში შეკვეთილ 250 ტანკ Abrams M1A2-ს, პოლონეთმა კონტრაქტები გააფორმა 1000 სამხრეთ კორეული ტანკის, ჰაუბიცებისა და თვითმფრინავების მიწოდებაზე. პოლონეთის ტერიტორიაზე მუშავდება ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურა.
სასწრაფოდ ძლიერდება რუმინეთიც, რომლის ტერიტორიაზეც 12,2 მილიარდ დოლარად აშენდება რამდენიმე სამხედრო ბაზა, უკვე განთავსებულია ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები „პატრიოტი“ და მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა 5000-მდე კაცის შემადგენლობით. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აპირებს კვლავაც განაგრძოს რუსეთის „შეკავება“ შავი ზღვის რეგიონში.
2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 15,5 მილიარდი დოლარი დახარჯა „უკრაინულ პროექტზე“, უახლოეს მომავალში კი აპირებს კიევის რეჟიმს 2,98 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტი მიაწოდოს.
Wall Street Journal-ის ცნობით, თეთრი სახლი უახლოეს მომავალში აპირებს უკრაინისთვის შეერთებული შტატების მთელი სამხედრო დახმარება ერთ მისიაში გააერთიანოს ამერიკელი სამვარსკვლავიანი გენერლის მეთაურობით. ეს შეერთებული შტატების მიერ ევროპისა და უკრაინის „სახარჯო მასალად“ გამოყენებას ნიშნავს გლობალური დომინირების მისაღწევად (შენარჩუნებისთვის).
18 აგვისტოს ჩრდილოეთ დაკოტიდან ინგლისში ოპერატიული ჯგუფი გადაისროლეს ოთხი სტრატეგიული ბომბდამშენ B-52H-ის შემადგენლობით. ამერიკული მისიის მიზნები მოკავშირეებთან თავსებადობის გაუმჯობესება, გლობალური ძალაუფლების დემონსტრირებაა „მთელ ევროპაში".
B-52H-ები 2019 წლის შემოდგომიდან ფაქტობრივად მუდმივად არიან ბაზირებული ბრიტანულ ფეირფორდში. გარდა ამისა, აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა მეხუთე თაობის 12 მოიერიშე F-22 Raptor განათავსა პოლონეთში, რათა „ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი გაეძლიერებინა“.
ამერიკელები პირდაპირ ანადგურებენ ევროპის უსაფრთხოების სისტემას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით, დღეს — შვედეთისა და ფინეთის ხარჯზე. რუსეთ-ფინეთის საზღვრის სიგრძე 1270 კმ-ზე მეტია და მოსკოვი იძულებულია გააძლიეროს ეს მონაკვეთი ყველა საჭირო ძალითა და საშუალებით, მათ შორის, მოიერიშე ავიაციით, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის, ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემებით. შვედებს და ფინელებს მუდმივად მიზანში ამოღებულებს მოუწევთ ცხოვრება, მაგრამ ეს მათი „სუვერენული“ არჩევანია.
კოლექტიურმა დასავლეთმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის მიერ 2021 წლის დეკემბერში შეთავაზებული თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპები, უგულებელყო რუსეთის ფედერაციის სამართლიანი მოთხოვნები შეერთებული შტატებისა და ნატოს მიმართ. მარტში გამართულ საგანგებო სამიტზე ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს "ისტორიული გადაწყვეტილება" — რუსეთი თავიანთ მოწინააღმდეგედ ღიად აღიარეს. სტრატეგიული კონცეფცია მადრიდში ალიანსის ივნისის სამიტზე დაფიქსირდა.
შეერთებული შტატების მზადყოფნა, აწარმოოს რუსეთთან ხანგრძლივი, მრავალწლიანი მარიონეტული ომი უკრაინელი „ინდიელების“ ხელით, კარგს არაფერს ჰპირდება არც ამერიკელებსა და არც მათ ევროპელ მოკავშირეებს. ეს უპასუხისმგებლო და უგუნური კურსი კოლექტიურ დასავლეთს მძიმე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ანგარიშსწორების გარანტიას აძლევს. გერმანია და საფრანგეთი მძიმე ტურბულენტობის პირობებში უკვე ცდილობენ „რამშტეინის კონცესიისგან“ დისტანცირებას და აცხადებენ, რომ თავიანთი ჯარებისთვის არ ჰყოფნით იარაღი.
მეორე მხრივ, რუსეთი მუდმივად ფლობს სამხედრო ინიციატივას სამხედრო ოპერაციის ზონაში და ინარჩუნებს ეკონომიკის ნორმალურ მდგომარეობას, მიუხედავად დასავლეთის უპრეცედენტო სანქციებისა. როგორც The Washington Post აღნიშნავს: „უკრაინაში ბრძოლებმა მხოლოდ რუსული საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყო ხელი“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0