ზეთისხილი (Olea) — ზეთისხილისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარია.
ზეთისხილი არის ხე, რომელიც დედამიწასა და ზეცას შორის მისტიკურ კავშირს უზრუნველყოფს – ასე მიიჩნევდნენ ოდითგან, მას პატივს მიაგებდნენ ყველა დროში. ის სიბრძნის, სიმწიფისა და კეთილშობილების სიმბოლოს წარმოადგენდა. მისი ტოტებისგან ძველი ბერძნები გვირგვინს წნავდნენ. მიჩნეულია, რომ ზეთისხილი სწორედ საბერძნეთიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
რელიგიაში ზეთისხილი აღიარებულია, როგორც აღორძინების სიმბოლო, რამდენადაც ნოეს კიდობანში მტრედმა სწორედ ზეთისხილის ტოტი მიიტანა, როგორც წარღვნის დასრულების მაუწყებელი.
არსებობს ზეთისხილის კულტურის მოშენების ისტორიული ფაქტები საქართველოში. შედარებით ბოლო პერიოდში ზეთისხილის მოშენება 1879 წელს აფხაზეთში, ახალ ათონში დაიწყეს ბერებმა და დიდი პლანტაცია გააშენეს. გასაბჭოების შემდეგ ის სხვა კულტურებით ჩაანაცვლეს. ბევრმა, შესაძლოა, არ იცის, რომ საქართველოში ზეთისხილის 60-ზე მეტი ჯიში არსებობდა და ერთ-ერთ ჯიშს „თბილისური“ ერქვა.
ნაყოფს ცოცხალი სახით არ იყენებენ, რადგან ის მწარეა. სიმწარეს ბუნებრივი პოლიფენოლი აძლევს. უსიამოვნო მწარე გემოს მოსაშორებლად ზეთისხილის ნაყოფს ალბობენ მარილიან წყალში, ან ტუტით – კაუსტიკური სოდით ამუშავებენ, შემდეგ რეცხავენ.

მარწყვი – უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა>>
ზეთისხილი სიმწიფის ფაზის მიხედვით შეიძლება იყოს მწვანე, მოწითალო-მოყავისფრო, მოვარდისფრო, ან მუქი იისფერი და გემური თვისებებით ყველაზე ძვირფასი — შავი, ეს არის სიმწიფის ბოლო სტადია. შავ ფერს იღებს ის ასევე დამუშავების შემდეგ.

ზეთისხილის შემადგენლობა
ზეთისხილის ნაყოფი შედგება:
ცხიმები – 56%
წყალი – 23%
უჯრედისი – 9%
ცილები – 6%.
მასში არის ვიტამინები: А, В1, В2, В4, Е, РР.
ზეთისხილის რბილობში არის მაკრო- და მიკროელემენტები: ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, სელენი.
ზეთისხილის მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, პირველ რიგში, მასში არსებული ცხიმებით განისაზღვრება. ესენია:
ომეგა 3
ომეგა 6
მონოუჯერი ცხიმმჟავები
პოლიუჯერი ცხიმმჟავები
უჯერი ცხიმმჟავები
ზეთისხილის სასარგებლო თვისებები:
წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს
ზეთისხილის შესახებ ჯერ კიდევ სპარსელი ექიმი ავიცენა წერდა. მცენარე მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით – ომეგა 9, რომელიც სისხლძარღვებსა და გულს სჭირდება. ომეგა 9 აღადგენს ქოლესტერინით დაზიანებული სისხლძარღვების კედლებს, ხდის მათ მეტად ელასტიკურს და მავნე ნივთიერებების შეღწევის რისკს ამცირებს. ის ასევე მოქმედებს სისხლის გამდინარებაზე და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას. ასევე ომეგა 9-ს ვერ „ჰგუობს“ ქოლესტერინი.
ზეთისხილი მაღალკალორიული პროდუქტია, მაგრამ მისი გლიკემიური ინდექსი დაბალია. ამიტომ მისი ნაყოფი სისხლში შაქრის მატებას არ იწვევს. აქედან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს ზეთისხილი მიღება მცირე რაოდენობით ყოველდღიურად შეუძლიათ.
ზეთისხილი ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.
აქვს ნაღვლმდენი ეფექტი
აქვს ნაღვლმდენი ეფექტი
ღვიძლის დასახმარებლად რაციონში აუცილებელია ზეთისხილის ჩართვა, მას აქვს ნაღვლმდენი ეფექტი, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს.
კლავს კიბოს უჯრედებს
კლავს კიბოს უჯრედებს
2015 წელს სენსაცია გახდა ზეთისხილის შემცველობაში არსებული ნივთიერება ოლეოკანტანოლის გამოკვლევა. ნიუ-ჯერსის (აშშ) რუტგერსის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის (აშშ) ჰანტერ-კოლეჯის მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ ოლეოკანტანოლი სიმსივნურ უჯრედს თავისი ტოქსინების წყალობით 30–60 წუთში აიძულებს სიკვდილს, ამავე დროს, ჯანმრთელ უჯრედებს არ „ერჩის“, უბრალოდ, მათ 24 საათით „აძინებს“. ამ ნივთიერების გამკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.
სტატისტიკის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობაში ქალები ნაკლებად ავადდებიან ძუძუს კიბოთი.
სტატისტიკის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის მოსახლეობაში ქალები ნაკლებად ავადდებიან ძუძუს კიბოთი.
ზეთისხილი აქრობს ანთებით პროცესებს, ის ძალზე ეფექტური საშუალებაა ქალებისთვის, რადგან შეუძლია შეცვალოს ვიტამინები თმის, ფრჩხილების, კანისთვის, შეიცავს ყველა კომპონენტს, რომლებიც საჭიროა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანრჩუნებლად, მათ შორის, „რეკორდსმენია“ А და Е ვიტამინების შემცველობით, რომლებიც ცხიმებშია გახსნილი. ის ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც კანის სიმკვირივეზეა პასუხისმგებელი.
ზეთისხილი ამაღლებს ჩასახვის შანსს. ის აწესრიგებს ქალის ჰორმონალურ ფონს. ასევე დიდი სარგებლობა მოაქვს მამაკაცის ორგანიზმისთვის. ვიტამინი Е აუმჯობესებს სპერმის ხარისხსა და სისხლის მიმოქცევას. ცხიმმჟავები წმენდს სისხლძაღვებს და უზრუნველყოფს სისხლის უკეთ მიწოდებას სასქესო ორგანოებთან.

ხურტკმელი და მისი სასარგებლო თვისებები>>
ზეთისხილისგან მზადდება ზეითუნის ზეთი, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
ზეთისხილისგან მზადდება ზეითუნის ზეთი, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
ზეთისხილის მიღება არ შეიძლება:
უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ დაკონსერვებული ზეთისხილი. ისინი მავნებელია დანამატების გამო. ამან ნაყოფი შეიძლება ალერგენული გახადოს.
დამუშავებულ ზეთისხილშია ბევრია მარილი, ამიტომ მისი მიღება არ შეიძლება ცისტიტის, გასტრიტის ან კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს, სამ წლამდე ბავშვებისთვის და მეძუძური დედებისთვის.
ნაღვლმდენი თვისების გამო ზეთისხილი არ შეიძლება ნაღვლისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის დროს.

რჩევები:
შესაძლო ქიმიური დანამატების გამო ზეთისხილზე უარის თქმა არ ღირს, უბრალოდ გაითვალისწინეთ ეს რჩევები:
შეარჩიეთ ზეთისხილი მინის ქილაში, რომ დაინახოთ ნაყოფი.
შეარჩიეთ ზეთისხილი მინის ქილაში, რომ დაინახოთ ნაყოფი.
ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. მასში უნდა იყოს მხოლოდ ზეთისხილი, მარილი და წყალი. თუ მითითებულია Е579, ეს ნიშნავს, რომ ნაყოფი შეღებილია.
გაითვალისწინეთ: დაკონსერვებული ნაყოფი 2–3 წელი ინახება, მაგრამ ქილის გახსნის შემდეგ უნდა იცოდეთ, რომ მინის ქილაში, მარილწყალში მისი შენახვა შესაძლებელია სამი დღის განმავლობაში.
თუ ზეთისხილი თუნუქის ქილაშია, ის აუცილებლად გადაიტანეთ მინის ან თიხის ჭურჭელში. ჯობს პროდუქტი მარილწყალში შეინახოთ.
თუ ზეთისხილი თუნუქის ქილაშია, ის აუცილებლად გადაიტანეთ მინის ან თიხის ჭურჭელში. ჯობს პროდუქტი მარილწყალში შეინახოთ.