კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები

© Pixabay / janiceweirgermiaკაკაოს ნაყოფი და ფხვნილი
კაკაოს ნაყოფი და ფხვნილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
კაკაოს ფხვნილის რეგულარული და ზომიერი გამოყენება ადამიანს სიმხნევეს მატებს, ამასთან, ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინსა და სეროტონინს – ჰორმონებს, რომლებიც ადამიანის კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. კაკაო ეფექტური საშუალებაა დიეტების დროს.
კაკაო (Theobroma cacao) სტერკულიასებრთა ოჯახის მარადმწვანე ხეა.
„კაკაოს" უწოდებენ ასევე კაკაოს ხის თესლსა და მისგან მიღებულ ფხვნილს. ასეთივე დასახელება აქვს სასმელსაც.
კაკაო საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია – 289 ენერგეტიკული ერთეული 100 გრამ პროდუქტზე.
კაკაოს შემადგენლობაში შედის: ვიტამინები A, B-ჯგუფის, E, PP; მიკრო- და მაკროელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა; სხვა ნივთიერებები: უჯრედისი, სახამებელი, გაჯერებული ცხიმმჟავები, ორგანული მჟავები.
გოჯი ბერი - სასარგებლო თვისებები>>
კაკაო ძალზე მდიდარია ფლავონოიდებით – მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით. ფლავონოიდები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის: ის ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ანეიტრალებს ე.წ. თავისუფალ რადიკალებს – ჟანგბადის აქტიურ ფორმებს, რომლებიც აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამის წყალობით კაკაო აბრკოლებს ანთებითი პროცესების გამო გამოწვეული დაავადებების, მათ შორის, ათეროსკლეროზის განვითარებას.
კაკაოს ცხიმში შემავალი ცხიმმჟავები აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. კაკაოს ცხიმი სასარგებლოა გაციების, ყელის ტკივილის დროს.

კაკაოს თესლში შედის თეობრომინი, რომელიც შემადგენლობით კოფეინს ჰგავს. თეობრომინი აღაგზნებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს გულის მუშაობას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებსა და ბრონქებს.
ყავის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი
კაკაოს ფხვნილის რეგულარული და ზომიერი გამოყენება ადამიანს სიმხნევეს მატებს, ხელს უწყობს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალების აღდგენას. ამასთან, კაკაოს მიღებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინსა და სეროტონინს – ჰორმონებს, რომლებიც ადამიანის კარგ განწყობაზეა პასუხისმგებელი. კაკაო, როგორც ნახშირწყლების დაბალი შემცველობის პროდუქტი, ეფექტური საშუალებაა დიეტების დროს. ამასთან, ზემოთ აღნიშნული ჰორმონების წყალობით დიეტის დროს ადამიანი ნაკლებად გაღიზიანებულია.

ძველ მექსიკაში კაკაოს ფართოდ იყენებდნენ სამკურნალოდ, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, გულის პრობლემებისა და გაციების დროს. კანის სიმშრალისა და მასზე ნახეთქების არსებობისას იყენებდნენ კაკაოს ფხვნილსა და ცხიმზე დამზადებულ მალამოს. მოგვიანებით ასევე აღინიშნა, რომ პროდუქტი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზებას.
კაკაოს მიღება არ შეიძლება:
სამკურნალო მიზნებით კაკაოს იშვიათად იყენებენ, რადგან მასში შედის მჟაუნმჟავა, თეობრომინი და პურინის წარმონაქმნები.

კაკაოს მიღება არ არის რეკომენდებული ასაკოვანი ადამიანებისა და ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც შარდკენჭოვანი დაავადებები, პოდაგრა, კუჭის მომატებული მჟავიანობა აქვს.
სატაცურის სასარგებლო თვისებები>>

არარეკომენდებულია კაკაოს მიღება ნერვული აღგზნებადობის, თირკმელების უკმარისობის, ალერგიის დროს.

ექიმები და დიეტოლოგები კაკაოს გამოყენების შემცირებას ან რაციონიდან ამოღებას ურჩევენ ორსულებს.
საინტერესო ცნობები კაკაოს შესახებ
აცტეკები კაკაოს kakauatl-ს უწოდებდნენ, ანუ „მწარე წყალს". ამ სიტყვამ შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა და „კაკაო" გახდა. მათ სჯეროდათ, რომ ძვირფასი კაკაოს პარკები დიდმა ღმერთმა კეცალკოატლმა (Quetzalcoatl) გამოუგზავნა. ინდიელთა ჯგუფს, კიჩეებს კი მიაჩნდათ, რომ კაკაოს მფარველი ქალღმერთი შკაკაუ იყო.

პირველი ევროპელი, რომელმაც კაკაოს ხე დაინახა, ქრისტეფორე კოლუმბი და მისი გუნდი იყო. 1502 წელს მათ ხელთ იპყრეს კანოე უცნაური ტვირთით - „თხილით". იმ დროს აცტეკებისთვის ოქროს ფასი არ ჰქონდა, იაფფასიან ლითონად მიიჩნეოდა და მათთვის თავბრუ არ დაუხვევია, აი, სიმდიდრის ზომად და გადახდის საშუალებად მათთვის ზუსტად კაკაოს მარცვლები მიიჩნეოდა.
CC0 / Pixabay / კაკაო
კაკაო - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
კაკაო

1519 წელს წვერიანმა ესპანელმა, გენერალმა ერნანდო კორტესმა მექსიკის სანაპიროზე დადგა ფეხი. აცტეკებმა ის კეთილ ღმერთ კეცალკოატლად ჩათვალეს, რომელსაც მუდამ წვერით გამოსახავდნენ. აცტეკების ბელადი მონტესუმა ესპანელ სტუმრებს შესქელებული სასმელით გაუმასპინძლდა. ეს კაკაო იყო ვანილით, წიწაკითა და სუნელებით შეზავებული, რომელიც სუფთა ოქროს თასებში ესხა. ამ სასმელს აცტეკები chocolatl-ს („ქაფიანი წყალი") უწოდებდნენ. მათ სჯეროდათ, რომ სასმელი მამაკაცებს, მათ შორის, სექსუალურ ძალას აძლევს, ხოლო ბავშვებისა და ქალებისთვის ძალზე სახიფათოა. სწორედ აცტეკური chocolatl-დან წარმოიშვა ესპანური და შემდეგ ზოგადევროპული chocolate - შოკოლადი.
არაქისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2022
არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები
კაკაო, როგორც ძლიერი მატონიზირებელი ეფექტის მქონე მცენარე, მძლავრ აფროდიზიაკს წარმოადგენდა. სავარაუდოდ, ის უწყობდა ხელს მონტესუმას ძალების შენარჩუნებაში - აცტეკების ბოლო იმპერატორს, დაუდასტურებელი ცნობებით, 600 ცოლი და 50 ბავშვი ჰყავდა. 1520 წელს, როდესაც ის მოკვდა, მის საცავში აღმოაჩინეს 25 ათასი ცენტნერი კაკაო (გადასახადების სახით შეგროვებული).

კორტესმა კაკაოს მარცვლები და მისი დამზადების წესი ევროპაში 1527 წელს ჩამოიტანა. დროთა განმავლობაში ევროპელებმა კაკაოსგან დამზადებული სასმელი საკუთარ გემოვნებას მოარგეს.
ყველა ახალი ამბავი
0