https://sputnik-georgia.com/20220226/araqisi-da-misi-tvisebebi-arachis-264805079.html
არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები
არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები
Sputnik საქართველო
არაქისი შეიცავს უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ანტიოქსიდანტებს, საკვებ ნივთიერებებს. არაქისი კარგი გულისთვის, ებრძვის კიბოს უჯრედებს, აუმჯობესებს მეხსიერებას და სხვ.
2022-02-26T10:47+0400
2022-02-26T10:47+0400
2022-02-26T10:47+0400
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23656/78/236567828_0:199:2272:1477_1920x0_80_0_0_3c8397650234fb806399964f77aed75f.jpg
არაქისი – მიწის თხილი (Arachis) — პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია მისი 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გავრცელებულია Arachis hypogaea. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, ჩინეთში, ინდოეთში. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკას მიიჩნევენ.მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კკალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულებაა:მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.არაქისის სასარგებლო თვისებები:• არაქისი სასარგებლოა გულისთვის. მასში შემავალ ცხიმებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარი აქვს. ამას გარდა, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს.• არაქისი ზრდის ენერგიას. მიწის თხილი ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.• არაქისის ზომიერი მიღება ხელს არ უშლის წონაში დაკლებას.• არაქისი ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის შეიცავს პოლიფენოლის ანტიოქსიდანს, რომელიც სასარგებლოა კუჭის კიბოს შესაჩერებლად.• არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25%-ით ამცირებს.მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები>>• არაქისი აუმჯობესებს მეხსიერებას. არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად.• არაქისი ებრძვის დეპრესიას. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.• არაქისი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს. ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების (მაგალითად, ასთმა) შანსი ბავშვებში.• არაქისი ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინის დიდ რაოდენობას შეიცავს, როგორიცაა არაქისი, შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების გავითარების ალბათობის, სულ ცოტა, 70%-მდე შემცირება.• არაქისი კანს ჯანსაღ ელფერს აძლევს, დევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ტოქსინებს, რაც კანს ბევრად უფრო რბილსა და ლამაზს ხდის.კაკლის უღლის სასარგებლო თვისებები>>• არაქისი ებრძვის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას – ის შეიცავს დიდი რაოდენობით С–ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებისთვის.არაქისის მიღება არ შეიძლება:როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, ალერგია განსაკუთრებით ვითარდება არაქისის ზეთზე.მისი მიღება არ არის რეკომენდებული პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს.ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>მიწის თხილის არასწორად შენახვისას (ნესტიან ადგილებში) მას უჩნდება სოკო, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებულ ორგანოებს აზიანებს. ამიტომ არაქისის შეძენის დროს ყურადღებით იყავით.
https://sputnik-georgia.com/20211013/nusi-prunus-dulcis-prunus-amygdalus-260502697.html
https://sputnik-georgia.com/20170119/gaRivenbuli-kaklis-unikaluri-Tvisebebi-234480778.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23656/78/236567828_0:0:2272:1704_1920x0_80_0_0_9b2f76c5ea246419c11936b260bdf6cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
არაქისი თხილი თვისებები
არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები
არაქისს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია – კარგია გულის მუშაობისთვის, ენერგიულობისთვის და ა.შ. თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება.
არაქისი – მიწის თხილი (Arachis) — პარკოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარის გვარია. ცნობილია მისი 15 სახეობა. კულტურული სახეობებიდან გავრცელებულია Arachis hypogaea. არაქისი გავრცელებულია ამერიკაში, ევროპაში, საქართველოში, შუა აზიაში, უკრაინაში, ჩინეთში, ინდოეთში. მის სამშობლოდ სამხრეთ ამერიკას მიიჩნევენ.
მიწის თხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და ცილებს, მისი კალორიულობაა 100 გრამზე 552 კკალორია, ხოლო არაქისის ზეთის – 884 კკალორიაა. მისი დიდი რაოდენობით მიღება სიმსუქნის მიზეზი შეიძლება გახდეს.
100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულებაა:
მიწის თხილი შეიცავს უნიკალურ ამინომჟავებს, ვიტამინებს – A, D, E, В1, В2, РР, Е, ბიოტინს, ფოლიუმის მჟავას, მცენარეულ ზეთებსა და სხვა მიკროელემენტებს. ის შეიცავს 35%-ზე მეტ ცილებსა და დაახლოებით 50% ცხიმებს, ქოლესტერინი მასში საერთოდ არ არის.
არაქისის სასარგებლო თვისებები:
• არაქისი სასარგებლოა გულისთვის. მასში შემავალ ცხიმებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების უნარი აქვს. ამას გარდა, მის შემცველობაში არსებული ოლეინმჟავა ამცირებს ცუდ ქოლესტერინს და ზრდის კარგ ქოლესტერინს.
• არაქისი ზრდის ენერგიას. მიწის თხილი ფართოდაა ცნობილი, როგორც მცენარე, რომელიც ადამიანის ენერგიულობას ზრდის. ეს მასში არსებული უზარმაზარი რაოდენობის ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, ანტიოქსიდანტებისა და საკვები ნივთიერებების წყალობითაა.
• არაქისის ზომიერი მიღება ხელს არ უშლის წონაში დაკლებას.
• არაქისი ებრძვის კიბოს უჯრედებს. ის შეიცავს პოლიფენოლის ანტიოქსიდანს, რომელიც სასარგებლოა კუჭის კიბოს შესაჩერებლად.
• არაქისის რეგულარულად მიღება ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნასა და არსებულის შემცირებას. კვლევებით დადასტურდა, რომ დღეში სულ 30 გრამი მიწის თხილი ქვების წარმოქმნას 25%-ით ამცირებს.
• არაქისი აუმჯობესებს მეხსიერებას. არაქისს ტვინის საკვებს უწოდებენ, რადგან მასში შედის ვიტამინი B3, რომელიც ტვინს მუშაობაში ეხმარება და ასევე კარგია მეხსიერების გასაუმჯობესებლად.
• არაქისი ებრძვის დეპრესიას. სეროტონინი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინისთვის და რომელსაც განწყობის რეგულირებაში დახმარება შეუძლია. მიწის თხილში არსებული ტრიპტოფანის ამინომჟავა სეროტონინის გამომუშავებას ეხმარება.
• არაქისი ეხმარება ორსულობის შენარჩუნებაში და იცავს ნაყოფს. ორსულობის დროს მიწის თხილის მიღებას შეუძლია შეამციროს ზოგიერთი ალერგიული დაავადების (მაგალითად, ასთმა) შანსი ბავშვებში.
• არაქისი ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას. მრავალი კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისეთი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც ნიაცინის დიდ რაოდენობას შეიცავს, როგორიცაა არაქისი, შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების გავითარების ალბათობის, სულ ცოტა, 70%-მდე შემცირება.
• არაქისი კანს ჯანსაღ ელფერს აძლევს, დევნის ორგანიზმიდან ზედმეტ ტოქსინებს, რაც კანს ბევრად უფრო რბილსა და ლამაზს ხდის.
• არაქისი ებრძვის ნაოჭების გაჩენასა და დაბერებას – ის შეიცავს დიდი რაოდენობით С–ვიტამინს, რაც მნიშვნელოვანია კოლაგენის წარმოებისთვის.
არაქისის მიღება არ შეიძლება:
როდესაც ადამიანს აქვს ალერგია მასზე, ალერგია განსაკუთრებით ვითარდება არაქისის ზეთზე.
მისი მიღება არ არის რეკომენდებული პოდაგრის, ართროზისა და ართრიტის დროს.
ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს წონაში მატებას.
მიწის თხილის არასწორად შენახვისას (ნესტიან ადგილებში) მას უჩნდება სოკო, რომელიც ტოქსინებს გამოყოფს, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმში მოხვედრისას დასუსტებულ ორგანოებს აზიანებს. ამიტომ არაქისის შეძენის დროს ყურადღებით იყავით.