დღეს 2022 წლის 3 აპრილია, კვირა. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღეს ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ. ყველაზე მოსაწყენი და ყოველდღიური საქმიანობაც კი საინტერესო და სასიამოვნო გახდება, თუ მასში რაღაც ახალს შეიტანთ.
ვერძი: ელოდეთ მოულოდნელ ამბებს, შემთხვევებსა და სიურპრიზებს. დაგეგმილი საქმეების ნაცვლად სულ სხვა რამეზე მოგიწევთ ყურადღების კონცენტრირება და ეს მოგეწონებათ. კარგი დღეა იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოთ ცხოვრებაში. ხართ მომხიბლავი. შესაძლებელია სასიყვარულო ისტორიის დაწყება.
კურო: დღე რთული საქმიანობით არ დაიწყოთ. სჯობს, რამე სასიამოვნო და ისეთი რამ გააკეთოთ, რაც არ დაგღლით. კარგი იქნება გარემოს შეცვლა. გექნებათ საშუალება, რომ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. დღის მეორე ნახევარი მშვიდი, ნაყოფიერი და ხელსაყრელი იქნება. კარგი დროა საყიდლებისთვის.
ტყუპი: დღე საინტერესოდ დაიწყება – მოულოდნელი ამბები, მაცდური წინადადება, საქმე, რომელსაც სიამოვნებით მოკიდებთ ხელს. კარგი დროა ასევე ახალ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის. მოგვიანებით კი ხელსაყრელი პერიოდი დადგება ისეთი საქმეებისთვის, სადაც დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო.
კირჩხიბი: დილა შთაგონებებით აღსავსე იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების გასაკეთებლად. პირველ წარმატებებს მალე მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარი საკმაოდ მშფოთვარე აღმოჩნდება; შეიძლება გაჩნდეს პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ყველაფერს გაართმევთ თავს.
ლომი: გელოდებათ საინტერესო შეხვედრები, უჩვეულო ნაცნობობა. გექნებათ შანსი იმ ადამიანებთან ურთიერთობისა, რომლებზეც ბევრი კარგი რამ გსმენიათ. შეიძლება დაიწყოს მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობები, თუ ინიციატივას გამოიჩენთ. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში.
ქალწული: დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი მოვლენები და სერიოზული გამარჯვებები არ გელოდებათ, მაგრამ დღე მთლიანობაში კარგად ჩაივლის. შეგიძლიათ მიხედოთ წვრილმან პრობლემებს, ყოფით საკითხებს. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ.
სასწორი: საჭირო შედეგს იოლად ვერ მიიღებთ. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, დაყოვნებები, შეცდომები. მაგრამ ამის მიუხედავად, დადებით განწყობას შეინარჩუნებთ და ამის წყალობით დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. სახლში, შესაძლოა, დამატებითი საზრუნავი გაჩნდეს. ამას მშვიდად უნდა შეხვდეთ.
მორიელი: ბევრი რამ გამოგივათ კარგად. თუ რთულ საქმეებს შეეჭიდებით, თვითონაც გაგიკვირდებათ, რა იოლად გაუმკლავდებით მათ. მოუსმინეთ ინტუიციას. დილა კარგი დროა სწავლისთვის. მოგვიანებით შესაფერისი დრო დადგება საოჯახო საქმეებისთვის. შეძლებთ სახლში სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ, დღეს მოვლენები რამდენადმე ნელა განვითარდება. შესაძლოა, გადაიდოს შეხვედრები. არ ინერვიულოთ, შეიძლება ასე უკეთესიც იყოს. დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელი დროა ახალი საქმეებისთვის, განსაკუთრებით დამოუკიდებლად. მოგვიანებით კი ნაყოფიერი პერიოდი დადგება.
თხის რქა: კარგი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც იზიარებენ თქვენს ინტერესებსა და გატაცებებს. თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობები გქონდათ, შეძლებთ ამის მოგვარებას. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ბევრთან გამონახავთ საერთო ენას. არაა გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყება.
მერწყული: საკმაოდ მშფოთვარე დღე გელოდებათ. ჩვეული მოვლენების ნაკადს გაუთვალისწინებელი მოვლენები და მოულოდნელი შეხვედრები დაარღვევს. ეს გაიძულებთ, გადაერთოთ იმაზე, რაზეც არასდროს გიფიქრიათ. ინტუიცია დაგეხმარებათ პრიორიტეტების განაწილებაში. ფული ეკონომიურად დახარჯეთ.
თევზები: საინტერესო დღე გელოდებათ. კარგი იქნება ახალი საქმის დაწყება. ემოციური ფონი ხელსაყრელია, შეინარჩუნებთ კარგ განწყობას ნებისმიერ სიტუაციაში. ინტუიცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. შესაფერისი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, ღონისძიებებზე დასასწრებად.