https://sputnik-georgia.com/20220402/dris-astroprognozi-2-aprili-265670016.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აპრილი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აპრილი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 02.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-02T00:15+0400
2022-04-02T00:15+0400
2022-04-02T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/08/244820813_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_4c4928d9f1e0783f400e2bc3e6887472.jpg
დღეს 2022 წლის 2 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან ურთიერთობების, მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. ადვილად გაუგებთ ერთმანეთს. მოუსმინეთ ინტუიციას. ის დაგეხმარებათ, რომ მცირე შეცდომებიც კი აიცილოთ თავიდან.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 აპრილი>>ვერძი: შეეჭიდეთ იმას, რაც აქამდე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. ასევე კარგი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომელთა მხარდაჭერაც გჭირდებათ. ეცადეთ ემოციური მდგომარეობა გააკონტროლოთ, არ აჰყვეთ პირქუშ ფიქრებსა და მოგონებებს; გადაერთეთ სასიამოვნო საქმეებზე.კურო: ყველა ჩანაფიქრი სწრაფად შეიძლება ვერ შეასრულოთ, მაგრამ სიმტკიცის წყალობით მაინც მიაღწევთ მიზანს. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ გეგმებს. დღეს გაქვთ მათი განხორციელების შანსი. გარშემომყოფებთან კონტაქტი ადვილი იქნება. შესაძლოა, შემთხვევით შეხვედრას სასიყვარულო ისტორია მოჰყვეს.ტყუპი: სასიამოვნო საუბრებისა და კარგი სიახლეების დღეა. შესაძლებელია გახდება ძველი კავშირების აღდგენა, შერიგება ადამიანებთან, რომლებთანაც უსიამოვნება გქონდათ. სიმტკიცის წყალობით რთულ ამოცანებთან გამკლავების შანსი მოგეცემათ. შეძლებთ გზაზე გაჩენილი ბარიერების გადალახვას.კირჩხიბი: გექნებათ საშუალება, რომ ბევრი კარგი რამ გააკეთოთ და თქვენ ამ შანსს არ გაუშვებთ ხელიდან. ირგვლივ რომ ქაოსი იყოს, მაინც შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ აჰყვებით პროვოკაციებს. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. დიდ სიხარულს მოგგვრით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.ლომი: განეწყვეთ მეგობრულად და ეცადეთ, სხვისი შეცდომების მიმართ მიმტევებელი იყოთ; მოერიდეთ კამათსა ჩხუბს, რომლის მიზეზი სულ უმნიშვნელო შეიძლება იყოს, მაგრამ შემდეგ ურთიერთობების მოგვარება ადვილი არ იქნება. გადადეთ ფინანსური საქმიანობა. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის.ქალწული: კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. შეგიძლიათ მომგებიანი გარიგებების დადება, რამის ყიდვა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა სხვა სფეროებშიც იქნება შესამჩნევი. უკეთესობისკენ შეიცვლება ურთიერთობები. საღამოს შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუმზადოთ.სასწორი: არცთუ მშვიდი, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო დღე გელოდებათ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული მოულოდნელი ვიზიტები. კარგი იქნება, თუ მომავალზე დაფიქრდებით, განსაზღვრავთ მიზნებს. მათ მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები კი მოგვიანებით დაგეგმეთ.მორიელი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ახალ ნაცნობებთან სწრაფად გამონახავთ საერთო ენას, მათზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენთ. შესაძლოა, მოულოდნელად ძალიან მარტივად გადაჭრათ პრობლემები. კარგი იქნება, თუ საქმიან და პირად ურთიერთობებში ინიციატივას გამოიჩენთ.მშვილდოსანი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. დღეს იმპულსური ხართ და გადადგმული ნაბიჯები შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს, ასე შეცდომების არიდებას შეძლებთ. თავი რომ უკეთ იგრძნოთ, ამაში ძალიან დაგეხმარებათ გარემოს გამოცვლა.თხის რქა: მშვიდი არა, მაგრამ ძალზე პროდუქტიული დღე გელოდებათ. მზად იყავით იმისთვის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად გადაწყვეტა მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ საოჯახო, ყოფით პრობლემებს. ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოთ.მერწყული: დაისვენეთ. ნუ მოსთხოვთ ბევრს ნურც საკუთარ თავს და ნურც გარრშემომყოფებს. თუ საქმეებს მერე გააკეთებთ, ამას სერიოზული უსიამოვნებები არ მოჰყვება. სასურველია გადადოთ უსიამოვნო საუბრები, რთული საკითხების განხილვა. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.თევზები: სჯობს, მნიშვნელოვანი და რთული საქმეები არ დაგეგმოთ, გაგიჭირდებათ მათთან გამკლავება. არასასურველია საოჯახო საქმეების განხილვა ახლობლებთან – უთანხმოებების ალბათობა დიდია. კარგი დღეა იმისთვის, რომ ძველ ჰობის დაუბრუნდეთ. თავს ბევრად კარგად და ენერგიულად იგრძნობთ.
https://sputnik-georgia.com/20220331/zodiaqo-aprilis-astrologiuri-prognozi-265636573.html
https://sputnik-georgia.com/20220328/zodiaqos-nisnebi-dedamtilis-ampluasi-265546548.html
https://sputnik-georgia.com/20190208/rogori-mamebi-arian-zodiaqos-niSnebi-244232660.html
https://sputnik-georgia.com/20220324/zodiaqos-nisnebi-sul-sxva-rakursit-265460866.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/08/244820813_0:20:1920:1460_1920x0_80_0_0_16d64a280dc61ba5c6b92ccaf8b6513d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 აპრილი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 2 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან ურთიერთობების, მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. ადვილად გაუგებთ ერთმანეთს. მოუსმინეთ ინტუიციას. ის დაგეხმარებათ, რომ მცირე შეცდომებიც კი აიცილოთ თავიდან.
ვერძი: შეეჭიდეთ იმას, რაც აქამდე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. ასევე კარგი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომელთა მხარდაჭერაც გჭირდებათ. ეცადეთ ემოციური მდგომარეობა გააკონტროლოთ, არ აჰყვეთ პირქუშ ფიქრებსა და მოგონებებს; გადაერთეთ სასიამოვნო საქმეებზე.
კურო: ყველა ჩანაფიქრი სწრაფად შეიძლება ვერ შეასრულოთ, მაგრამ სიმტკიცის წყალობით მაინც მიაღწევთ მიზანს. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ გეგმებს. დღეს გაქვთ მათი განხორციელების შანსი. გარშემომყოფებთან კონტაქტი ადვილი იქნება. შესაძლოა, შემთხვევით შეხვედრას სასიყვარულო ისტორია მოჰყვეს.
ტყუპი: სასიამოვნო საუბრებისა და კარგი სიახლეების დღეა. შესაძლებელია გახდება ძველი კავშირების აღდგენა, შერიგება ადამიანებთან, რომლებთანაც უსიამოვნება გქონდათ. სიმტკიცის წყალობით რთულ ამოცანებთან გამკლავების შანსი მოგეცემათ. შეძლებთ გზაზე გაჩენილი ბარიერების გადალახვას.
კირჩხიბი: გექნებათ საშუალება, რომ ბევრი კარგი რამ გააკეთოთ და თქვენ ამ შანსს არ გაუშვებთ ხელიდან. ირგვლივ რომ ქაოსი იყოს, მაინც შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ აჰყვებით პროვოკაციებს. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის. დიდ სიხარულს მოგგვრით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა.
ლომი: განეწყვეთ მეგობრულად და ეცადეთ, სხვისი შეცდომების მიმართ მიმტევებელი იყოთ; მოერიდეთ კამათსა ჩხუბს, რომლის მიზეზი სულ უმნიშვნელო შეიძლება იყოს, მაგრამ შემდეგ ურთიერთობების მოგვარება ადვილი არ იქნება. გადადეთ ფინანსური საქმიანობა. კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის.
ქალწული: კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად. შეგიძლიათ მომგებიანი გარიგებების დადება, რამის ყიდვა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა სხვა სფეროებშიც იქნება შესამჩნევი. უკეთესობისკენ შეიცვლება ურთიერთობები. საღამოს შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუმზადოთ.
სასწორი: არცთუ მშვიდი, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო დღე გელოდებათ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული მოულოდნელი ვიზიტები. კარგი იქნება, თუ მომავალზე დაფიქრდებით, განსაზღვრავთ მიზნებს. მათ მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები კი მოგვიანებით დაგეგმეთ.
მორიელი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ახალ ნაცნობებთან სწრაფად გამონახავთ საერთო ენას, მათზე საუკეთესო შთაბეჭდილებას მოახდენთ. შესაძლოა, მოულოდნელად ძალიან მარტივად გადაჭრათ პრობლემები. კარგი იქნება, თუ საქმიან და პირად ურთიერთობებში ინიციატივას გამოიჩენთ.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება. დღეს იმპულსური ხართ და გადადგმული ნაბიჯები შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ. მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს, ასე შეცდომების არიდებას შეძლებთ. თავი რომ უკეთ იგრძნოთ, ამაში ძალიან დაგეხმარებათ გარემოს გამოცვლა.
თხის რქა: მშვიდი არა, მაგრამ ძალზე პროდუქტიული დღე გელოდებათ. მზად იყავით იმისთვის, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად გადაწყვეტა მოგიწევთ. ყურადღება მიაქციეთ საოჯახო, ყოფით პრობლემებს. ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოთ.
მერწყული: დაისვენეთ. ნუ მოსთხოვთ ბევრს ნურც საკუთარ თავს და ნურც გარრშემომყოფებს. თუ საქმეებს მერე გააკეთებთ, ამას სერიოზული უსიამოვნებები არ მოჰყვება. სასურველია გადადოთ უსიამოვნო საუბრები, რთული საკითხების განხილვა. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.
თევზები: სჯობს, მნიშვნელოვანი და რთული საქმეები არ დაგეგმოთ, გაგიჭირდებათ მათთან გამკლავება. არასასურველია საოჯახო საქმეების განხილვა ახლობლებთან – უთანხმოებების ალბათობა დიდია. კარგი დღეა იმისთვის, რომ ძველ ჰობის დაუბრუნდეთ. თავს ბევრად კარგად და ენერგიულად იგრძნობთ.