მოსაზრება: რატომ არ შევიდა „დონბასი“ შავ ზღვაში

Sputnik
კიევის რეჟიმი მიდრეკილია დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების, სამხედრო პროვოკაციებისა და ქაოსისკენ. ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებში აისახება და რეგიონულ უსაფრთხოებას ემუქრება. მოსკოვი მკაცრად აღკვეთს უკრაინის პროვოკაციებს ხმელეთზე, ზღვაზე და ნებისმიერ თანმხლებ „ნატოს თამაშებს ყუმბარებით“ რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან.
უკრაინის საზღვაო ძალების სამეთაურო ხომალდი „დონბასი“, რომელიც 52 წლის წინ ჩაუშვეს წყალში როგორც მცურავი სახელოსნო PM-9, ხუთშაბათს მხნედ გადავიდააზოვიდანშავ ზღვაში — რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურისთვის წინასწარი განაცხადის გარეშე ქერჩისსრუტეში გავლის შესახებ.
„პროვოკაცია შავ ზღვაში“: რუსეთის ფედერაციის საბჭოში უკრაინული გემის მოქმედება შეაფასეს
ეკიპაჟი აშკარად „ნავიგაციის თავისუფლების“ დემონსტრირებას აპირებდა უფროსი „პარტნიორების“ მაგალითზე, და რუსეთის საზღვრის დარღვევას. პროვოკაცია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვამ აღკვეთა. რუსული კანონმდებლობის მოთხოვნების შეხსენების შემდეგ, „დონბასის“ მეთაურმა კურსი შეიცვალა და მარიუპოლის პორტში დაბრუნდა. ქერჩ-იენიკალსკის არხს (ფარვატერი) ჩვეულ რეჟიმში მუშაობა არ შეუწყვიტია.
შემთხვევითი არ არის, რომ ორჯერ გადაკეთებული და სამჯერ სახელგადარქმეული მცურავი სახელოსნოს პროვოკაციული გასვლა ზღვაში, აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს დაემთხვა. კიევმა, ალბათ, ამ გზით აჩვენა საბრძოლო განწყობა და ვაშინგტონის კურსის მიუღებლობა დონბასში სამოქალაქო კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების თაობაზე.
ზელენსკის სურდა, კიდევ ერთხელ ეჩვენებინა მსოფლიოსთვის „მოსკოვის აგრესიული ზრახვები“ „დონბასთან“ ბმით, მაგრამ რუსმა მესაზღვრეებმა რეალიზაციის ადრეულ ეტაპზევე აიღეს კონტროლი უკრაინის ეშმაკურ გეგმაზე და უკრაინის საზღვაო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს განვითარება არ მოჰყოლია.
„წითელი ხაზები და უკრაინა“: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა
აშშ-სა და ნატოს მხრიდან უკრაინის დემარშს რეაქცია არ მოჰყოლია. სამაგიეროდ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 10 დეკემბერს მტკიცედ გაამართლა უწესრიგობა ჯარებში და გემის უაზრო მანევრები: „ისინი სრუტიდან 18 საზღვაო მილის მანძილზე იყვნენ. ეს კი 33 კმ-ზე მეტია. შეტევა მოხდა რუსული მხრიდან. ჰიბრიდული შეტევა“.
დასავლეთში პოპულარული ფრაზა „ჰიბრიდული თავდასხმა“ ნებისმიერ მოსახერხებელ დროს გამოიყენება, როცა სიმართლის თქმა არ სურთ — ევროკავშირში მიგრაციის შეფასებაზე, ევროპის საწვავის ბაზარზე არსებული ვითარებისა და დონბასში სამოქალაქო ომზე.

მიზანი — შეიქმნას „საზღვაო ასეული“

უკრაინის საზღვაო ძალების მცდელობა, შექმნან საშიში არეულობა ქერჩის სრუტეში, ძალიან პრიმიტიულია, ხოლო არქაული მცურავი სახელოსნო სამი წელია, ბერდიანსკში მშენებარე ბაზის სამხედრო პერსონალის მცურავ ყაზარმად გამოიყენება.
ამ გემს სიცოცხლის მანძილზე იმდენი უბედურება უნახავს, ​​რომ შავი ზღვიდან აზოვის ზღვამდე ბუქსირით ჩავიდა. მით უფრო გასაკვირია „დონბასის“ ახლანდელი მისია, რომელიც მინისტრმა რეზნიკოვმა არ განმარტა. ჩვენ კი ვეცდებით.
მსოფლიო დღეს
სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის დახმარებას განაგრძობს
კიევი დიდი ხანია ოცნებობს ქერჩის სრუტეში მისი დამრღვევი გემის „გმირულ“ ჩაძირვაზე, უკრაინის საზღვაო ძალებში მასობრივ მსხვერპლზე და შემდგომ გარდაუვალ „ჯოჯოხეთურ“ ანტირუსულ სანქციებზე — ამით ცოცხლობს. ლოგიკა მარტივია: თუ მაიდანზე ორგანიზებულმა „ზეციურმა ასეულმა“ ხელი შეუწყო 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას, უკრაინის კანონიერად არჩეული პრეზიდენტის გადაყენებას, მაშ, რატომ არ უნდა დაარტყას რუსეთს „ზღვის ასეულით“ 2021 წელს?
წარმოიდგინეთ სცენარი (ზელენსკის უშტატო მრჩევლის, მაიორ არესტოვიჩის სტილში): უკრაინის საზღვაო ძალების მხრიდან გარღვევის უნებართვო მცდელობა ქერჩის სრუტეში ღამით, დაბნეულობა და რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ მესაზღვრეების სავარაუდო სროლა (გამაფრთხილებელი), გემის კორპუსში წინასწარ გაკეთებული ხვრელები (დასანანი არაფერია, მცურავი სახელოსნო უკვე 52 წლისაა), ყირიმის ხიდთან დრამატულად ჩაძირული „დონბასი“. ფარდა, სანქციები, ნატოს აპლოდისმენტები.
კიევის რეჟიმის საუბედუროდ, დასავლეთშიც კი ბევრი ხედავს „უკრაინული წინააღმდეგობის“ არსს — ანტირუსულიგანცხადებების, მოთხოვნების, მუქარებისადა „სურვილების“ საფუძვლის შექმნის სავალალო მცდელობებს. მაგალითად, აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილმა ოფიცერმა სკოტ ბენეტმა „დონბასის“ მიახლოება რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან შეაფასა როგორც „საცდელი მანევრი რეაქციის, თავდაცვისუნარიანობის, მენტალური უნარების, რუსეთისსამხედროდა პოლიტიკური პასუხების შესამოწმებლად“.
მოსაზრება: მზად არიან თუ არა აშშ-ის გამანადგურებლები, იბრძოლონ უკრაინისთვის
შეამოწმეს და მომავალში აუცილებლად მოაწყობენ ახალ პროვოკაციებს. მოსკოვი ითვალისწინებს დასავლელი „პარტნიორების“ ყველა შესაძლებლობას და მათ ლიმიტროფებს შავი ზღვის რეგიონში. არავის დავიწყებია უკრაინის საზღვაო ძალების მხრიდან 2018 წლის „ქერჩის გარღვევა“.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მეთაური, ადმირალი ვლადიმერ კომოედოვი მიიჩნევს, რომ კიევი მუდმივად ეცდება მოსკოვის სამხედრო პასუხის პროვოცირებას აზოვისა და შავ ზღვებში: „რეგიონული ომი უკვე გარდაუვალი მეჩვენება“. ძალიან სერიოზული პროგნოზია.
9 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ნატოს ქვეყნების სამხედრო ატაშეები შეკრიბა ბრიფინგზე და განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, აღკვეთოს პროვოკაციების ნებისმიერი მცდელობა უკრაინის მიმართულებით. მან ასევე ახსენა, რომ რუსეთის სახმელეთო სტრატეგიული ბირთვული ძალების გამშვები დანადგარების 95%-ზე მეტი საბრძოლო გამოყენებისთვის მუდმივ მზადყოფნაშია.
მსოფლიო დღეს
ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობა სურს

ხშირი ბალახი უფრო ადვილი მოსათიბია

რუსეთს აქვს ყველა მიზეზი, რომ მკაცრად უპასუხოს საფრთხეებს. 9 დეკემბერს ნატოს საჰაერო ძალების ხუთი თვითმფრინავი ერთდროულად იმყოფებოდა რუსეთის საჰაერო საზღვრებთან შავი ზღვის თავზე — ორი ფრანგული გამანადგურებელი, შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მზვერავი თვითმფრინავები RC-135 და CL-600, ფრანგული ტანკერი-თვითმფრინავი KS-135 თვითმფრინავი. ერთი თვის განმავლობაში 30-მდე გაფრენაა განხორციელებული — 2,5-ჯერ მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. შევნიშნავთ: სამხედრო დაზვერვა დამრტყმელი ძალების და საშუალებების ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს: შავ ზღვაში 2021 წელს ნატოს არაშავიზღვის წევრი სახელმწიფოების — დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიისა და შეერთებული შტატების 26-მა სამხედრო ხომალდმა შეასრულა დავალებები. მსგავსი ვიზიტების რაოდენობა წელიწადში 10 პროცენტით გაიზარდა, დომინირებს ქმედებების პროვოკაციული ხასიათი.
მსოფლიო დღეს
უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება: ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
ამავდროულად კიევი მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დონბასში რამდენიმე ასეული „ჯაველინის“ (ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების) გამოყენება დაიწყო, ხოლო შეერთებული შტატები იარაღის მიწოდებას აფართოებს. ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი ტონი რადაკინი ცალსახად აცხადებს თავისი ქვეყნის მზადებას მესამე მსოფლიო ომისთვის, რომელიც უკრაინაში დაიწყება.
ნატოს „აღმოსავლეთი ფლანგი“ პოლიტიკურად არაკორექტულად გმობს აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს რუსეთთან დიალოგისკენ მოწოდების გამო. რუსეთის საზღვრებთან ეს „ხმლებით ცეკვები“ სიძლიერის იმიტაცია და კოლექტიური დასავლეთის სამარცხვინო მცდელობაა, აღადგინოს გასული საუკუნის „ერთპოლარული“ 90-იანი წლები. ამასობაში, ადრე თუ გვიან, რეალობაში დაბრუნება მოგვიწევს და ყველასთვის სჯობს, რომ ეს დიპლომატიური საშუალებებით მოხდეს და არა რუსეთის შეიარაღებული ძალების მკაცრი ოპერაციების ფორმატში აგრესორების იძულებითი მშვიდობისთვის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!