https://sputnik-georgia.com/20211210/federaciis-sabwosi-ukrainuli-gemis-qmedeba-seafases-262748051.html
„პროვოკაცია შავ ზღვაში“: რუსეთის ფედერაციის საბჭოში უკრაინული გემის მოქმედება შეაფასეს
„პროვოკაცია შავ ზღვაში“: რუსეთის ფედერაციის საბჭოში უკრაინული გემის მოქმედება შეაფასეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 დეკემბერი − Sputnik. უკრაინა, დიდი ალბათობით, ვეღარ გაბედავს სამხედრო გემით პროვოკაციის გამეორებას შავ ზღვაში, კიევის უახლოესი მოკავშირეები არ... 10.12.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-12-10T11:09+0400
2021-12-10T11:09+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262748024_0:251:3194:2048_1920x0_80_0_0_df6c2558bc635d8a6243d920edf351c2.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი − Sputnik. უკრაინა, დიდი ალბათობით, ვეღარ გაბედავს სამხედრო გემით პროვოკაციის გამეორებას შავ ზღვაში, კიევის უახლოესი მოკავშირეები არ დაუჭერენ მას მხარს, თუ გემი კვლავ შეეცდება რუსეთის საზღვრის დარღვევას, განუცხადა ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა РИА Новости-ს.ამასთან ერთად მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა მსგავს პროვოკაციას აღარ გაიმეორებს.ჯაბაროვის თქმით, რუსეთის სასაზღვრო სამსახური, პროფესიონალური და მკაფიო მოქმედებებით, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავდა ქვეყნის საზღვარს, „და ამ ქმედებების შედეგად კიევი მიხვდებოდა, რომ რუსეთი არ ხუმრობს“.რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონბასი“ ქერჩის ყურის მიმართულებით მოძრაობდა. გაფრთხილებისა და მოთხოვნების მიუხედავად გემი კურსს არ იცვლიდა. „დონბასის“ ეკიპაჟი უკან მხოლოდ მას შემდეგ გაბრუნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი დასრულდა. უკრაინული გემის მოქმედება ფედერალურმა სამსახურმა პროვოკაციად და ნაოსნობისთვის საფრთხის შემცველად შეაფასა.
https://sputnik-georgia.com/20211209/amerikasi-rusetze-gamafrtxilebeli-dartymis-mitana-moitxoves-262709858.html
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0a/262748024_409:0:3140:2048_1920x0_80_0_0_28cfeb97ca2ef94f2cee40994bf9ce9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 10 დეკემბერი − Sputnik. უკრაინა, დიდი ალბათობით, ვეღარ გაბედავს სამხედრო გემით პროვოკაციის გამეორებას შავ ზღვაში, კიევის უახლოესი მოკავშირეები არ დაუჭერენ მას მხარს, თუ გემი კვლავ შეეცდება რუსეთის საზღვრის დარღვევას, განუცხადა ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჯაბაროვმა
РИА Новости-ს. „უკრაინული გემი უკან რომ არ გაბრუნებულიყო, მას ქერჩის ხიდის მისადგომებთან შეაჩერებდნენ. ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ძალა იქნებოდა გამოყენებული. ასეთ ვითარებაში უკრაინის ყველაზე ახლო მოკავშირეებიც კი დაგმობდნენ მის მოქმედებას“, − განაცხადა ჯაბაროვმა.
ამასთან ერთად მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა მსგავს პროვოკაციას აღარ გაიმეორებს.
ჯაბაროვის თქმით, რუსეთის სასაზღვრო სამსახური, პროფესიონალური და მკაფიო მოქმედებებით, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავდა ქვეყნის საზღვარს, „და ამ ქმედებების შედეგად კიევი მიხვდებოდა, რომ რუსეთი არ ხუმრობს“.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონბასი“ ქერჩის ყურის მიმართულებით მოძრაობდა. გაფრთხილებისა და მოთხოვნების მიუხედავად გემი კურსს არ იცვლიდა. „დონბასის“ ეკიპაჟი უკან მხოლოდ მას შემდეგ გაბრუნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი დასრულდა. უკრაინული გემის მოქმედება ფედერალურმა სამსახურმა პროვოკაციად და ნაოსნობისთვის საფრთხის შემცველად შეაფასა.