უჩინარი გამანადგურებლები F-35 რუსეთის საზღვრებთან რადიოლოკაციურ ხილვადობასა და არასაიმედოობას ავლენენ, ნატოს მფრინავები ფსიქიკურ ტრავმებს იღებენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებთან და საჰაერო-კოსმოსური ძალების გამანადგურებლებთან არალეტალური შეხვედრების გამო. მოსკოვის ასეთი „შეკავება“ აბსურდულად გამოიყურება.
ამერიკელი პილოტები F-35-ების საბორტო სისტემებში შეფერხებებსა და ბალტიისა და შავი ზღვების თავზე კავშირის დაკარგვას უჩივიან. რუსეთის საზღვრებიდან დაახლოებით 500 კილომეტრზე რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების აშლილობა „მფრინავი კომპიუტერებისთვის“ ხელშეშლას იწყებს. სავარაუდოდ, მოქმედებს კომპლექსი Мурманск-БН, რომელსაც აშშ-ის და ნატოს საბრძოლო თვითმფრინავების ელექტრონიკის დაწვა შეუძლია 5.000 კმ მანძილზე. რადიოელექტრონული ბრძოლის ასეთ სისტემებს გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35-ის ლითონის გროვად ქცევა და მფრინავების დემორალიზება შეუძლია. და ეს ხატოვნად ნათქვამი არ არის.
ცოტა ხნის წინ იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების F-35-ის მფრინავს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც ჰაერში რუსულ Су-30СМ-სა და მის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებს გადაეყარა ბალტიის ზღვის თავზე. იტალიელმა ოფიცერმა თქვა, რომ F-35-ის სისტემების ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა: „ზღვარზე ვიყავი. შიშმა იმდენად შემბოჭა, რომ ფეხის თითებამდე მიაღწია. ვაცნობიერებდი, რომ რუსი მფრინავი ჩემსა და ჩემი თვითმფრინავის შესაძლებლობებს ამოწმებდა... უნებლიეთ ცრემლები წამომივიდა“. ავიაბაზაზე დაბრუნების შემდეგ იტალიელს ნერვული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ოფიცერი ფრენებს ჩამოაშორეს და სამშობლოში დააბრუნეს. აი, ასე „აკავებს“ ნატო რუსეთს მისი საზღვრების მახლობლად Baltic Air Policing-ის ფორმატში.
ალიანსის მფრინავები მიუჩვევლები არიან ჰაერში პირობითი მოწინააღმდეგის უპირატესობას. აქედანაა ჩივილები და ფსიქიკური ტრავმები პატრულირების მარშრუტზე.
შევნიშნავთ: Су-30СМ-ის არალეტალურ მანევრებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებზე ბევრად უფრო საშიშია მოწინააღმდეგისთვის „უხილავი“ მართვადი რაკეტა „ჰაერი-ჰაერი“ Р-27ЭА, რომლის ფრენის სიშორე 130 კმ-ია.
რუსული Су-30СМ (4+ თაობა) ჰაერში რეალური უპირატესობის მოსაპოვებლადაა შექმნილი. შეუძლია 8 ტონამდე საბრძოლო მასალის ზიდვა − საჰაერო, წყალზედა, სახმელეთო სამიზნეების განადგურება დღისითაც და ღამითაც, მსუბუქ და რთულ მეტეოპირობებში, მოწინააღმდეგის აქტიური და პასიური ზემოქმედებისას. Су-30СМ – ეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და საზღვაო ავიაციის თანამედროვე გამანადგურებლის ყველაზე მრავალრიცხოვანი ტიპია. მწყობრში 130-ზე მეტი ასეთი მანქანაა.
მითებისა და კონცეფციების გამანადგურებლები
ნატოს სახიფათო გაფართოება აღმოსავლეთით, უცხოური სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდა ბალტიისა და შავი ზღვების რეგიონებში მოსკოვს ასიმეტრიულ მოქმედებას, მოწინააღმდეგის განადგურებისა და დათრგუნვის უახლესი სისტემების შექმნას აიძულებს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰიპერბგერით რაკეტებსა და საფრთხეების ნეიტრალიზაციის უჩვეულო საშუალებებს იღებენ, რომლებიც ბევრად აღემატება კოლექტიური დასავლეთის ჯარებისა და ძალების ტექნოლოგიურ შემტევ უნარებს.
კომპლექს Мурманск-БН-ს ავტომატურ რეჟიმში შეუძლია რადიოელექტრონული დაზვერვის წარმოება, უცხო რადიოსიგნალების გამოვლენა, ანუ მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებსა და თვითმფრინავებს შორის კავშირის ჩახშობა.
ასეთი საშუალებები აშშ-ის და ნატოს დამრტყმელი შეიარაღების განეიტრალებას ხდის შესაძლებელს, რადგან საბრძოლო თვითმფრინავი (ან ხომალდი) კომუნიკაციის, GPS-ნავიგაციისა და ოპერატიული ინფორმაციის გარეშე მხოლოდ სამიზნე ხდება, რომლის განადგურებაც ადვილია (საჭიროების შემთხვევაში). სამომავლოდ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები დიდ როლს ითამაშებს სხვადასხვა დონის ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებში. დიდი ალბათობით, მოიცავს კოსმოსურ სივრცესაც − დაზვერვისა და კავშირის თანამგზავრებს.
დღეს მობილური კომპლექსები Мурманск-БН მუშაობს ჩრდილოეთ, ბალტიის და შავი ზღვის ფლოტებში, საიმედოდ ფარავს რუსეთის საზღვრებს − კოლის ნახევარკუნძულიდან, კალინინგრადიდან და ყირიმიდან. მოქმედების ფანტასტიკური რადიუსი 5.000 კმ (ზოგ შემთხვევაში − 8.000 კმ-მდე) უზრუნველყოფს საიმედო, მრავალჯერად დუბლირებულ კონტროლს უზარმაზარ ოპერაციულ სივრცეზე − მთელ ევროპასა და ატლანტის ოკეანის მნიშვნელოვან ნაწილზე, აფრიკის ნახევარზე, არაბეთის ზღვასა და სპარსეთის ყურეზე, ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნებზე − ინდოეთამდე და ჩინეთამდე.
„კრასუხა-4“, „მურმანსკი“ და სხვები უბრალოდ ანადგურებენ პენტაგონისა და ნატოს საბრძოლო მოქმედებების წარმოების ქსელურ კონცეფციებს. რუსული „შორი დისტანციის“ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს.
შემთხვევითი არ არის, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის ეროვნულ ფორუმზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა ფრენკ კენდალმა თქვა, რომ პენტაგონის ერთ-ერთი მთავარ კოზირს − სამხედრო ავიაციას − სერიოზული შემცირება, თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოწერა ესაჭიროება, რომლებსაც არანაირი სარგებლის მოატანა არ შეუძლიათ მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებისას.
მის პოზიციას მხარი დაუჭირეს შტაბის უფროსმა ჩარლზ ბრაუნმა, რომელმაც მანამდელი დანაკარგები გაიხსენა: ირანისა და სირიის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიერ უპილოტო სტრატეგიული მზვერავების ჩამოყრა 2019 და 2020 წლებში. საუბარია 160-ზე მეტი მფრინავი აპარატის ჩამოწერაზე − ოცი საკმაოდ თანამედროვე მზვერავი დრონების, RQ-4 Global Hawk Block 30-ის ჩათვლით, რომელთაგნ თითოეული 140 მლნ დოლარი ღირს.
მიუხედავად ამერიკელი მოკავშირეებისთვის F-35-ების აქტიური მიყიდვისა, ამ თვითმფრინავს დღემდე არ გაუვლია გამოცდა პენტაგონში, არ არის დამტკიცებული მასობრივი წარმოებისთვის.
პენტაგონის ტექნოლოგიური ჩამორჩენა აღარავისთვის არის საიდუმლო. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი პარადოქსულად იხრება სამხედრო-პოლიტიკური პრობლემების მხოლოდ დიპლომატიური გზით გადაჭრისკენ − ისეთ ცხელ წერტილებშიც კი, როგორებიცაა უკრაინა და ტაივანი. აშკარაა, რომ ვაშინგტონს სერიოზულად ეშინია მაღალტექნოლოგიური ომების „აშშ-სთვის დრამატული და სავარაუდო“ შედეგებისა.
რადაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს