დასახელდა კვირის ყველაზე საშიში დღე ინფარქტის კუთხით

Sputnik
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. პოლონელმა მეცნიერებმა გულის ინფარქტით გარდაცვლილთა მონაცემთა ბაზა შეადგინეს, რომლის შესწავლის შედეგადაც კვირის ყველაზე სახიფათო დღე გამოავლინეს, იუწყება მასმედია.
სისხლის ჯგუფი და ინფარქტი: დადგინდა, ვის უფრო ხშირად ემართება დაავადება
გულის დაავადებათა ცენტრის სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ყველზე ხშირად ადამიანებს ინფარქტები ორშაბათობით ემართებათ.
მათი თქმით, ინფარქტების რაოდენობა კვირის ამ დღეს 17 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როცა სხვა სადაგ დღეებში ეს მაჩვენებელი 15%-ია, ხოლო უქმეებზე — მხოლოდ11-12 პროცენტი.

მეცნიერებმა გამოავლინეს სხვა კანონზომიერებაც: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში ინფარქტის ალბათობა მეტად მაღალია შვებულების პირველ და ბოლო დღეებში. სწავლულები ამას დღის ჩვეული რეჟიმის დარღვევით ხსნიან.
ეს უნდა იცოდეთ: სახელდება ინფარქტის განსხვავებული ნიშნები ქალებში
გარდა ამისა, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, ინფარქტები ყველაზე ხშირად ემართებათ არა დილით — არამედ შუადღის შემდეგ.
დილის 6 საათიდან შუადღის 12 საათამდე ფიქსირდება ინფარქტების 27%;
12 საათიდან საღამოს 6 საათამდე — 35 პროცენტი;
საღამოდან შუაღამემდე პერიოდზე ინფარქტების 22% მოდის;
ხოლო ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე ყველაზე მშვიდი პერიოდი დგება და მასზე გულის შეტევების მხოლოდ 16 პროცენტი მოდის.
მოახლოებული ინფარქტის მოულოდნელი ნიშანი: ყურადღება მიაქციეთ ენას