ცხრა ავიაკომპანია საქართველოდან ფრენის სიხშირესა და მიმართულებებს ზრდის

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიები ახალ მიმართულებებს ამატებენ და არსებულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სიხშირეს ზრდიან. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაგადამყვანების მიერ წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგში შემდეგი ცვლილებებია:
ყაზახური ავიაკომპანია შიმკენტიდან ქუთაისის მიმართულებით ახალ რეისებს იწყებს
• ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა დაიწყო მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება თბილისი - დამამი - თბილისი საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 12 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს;
• ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი (ეგეოსის ავიახაზები), მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს. აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება კვირაში ოთხი სიხშირით;
• ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, სტამბული-ბათუმი-სტამბულის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით. დამატებითი რეისი განხორციელდება ყოველ შაბათს (სულ კვირაში ხუთი სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);
ქართული ავიაკომპანია ერევნის მიმართულებით ფრენებს იწყებს>>
• ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე წელს შემოვიდა, დაამატა ახალა რეგულარული მიმართულება. შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდება 14 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და კვირას. ასევე, ავიაკომპანიამ დაამატა სიხშირეები არსებულ საჰაერო ხაზებზე. კერძოდ, ერთი სიხშირით გაიზარდა ოპერირება ატირაუ-ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით, 12 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში (სულ, კვირაში სამი სიხშირე აღნიშნულ პერიოდში), ხოლო 10 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე, ნურსულთანი-ქუთაისი-ნურსულთანის საჰაერო ხაზზე დაემატება კვირაში ერთი სიხშირე (სულ კვირაში ოთხი სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);
რას მოუტანს საქართველოს Wizz Air-ის ქუთაისის ბაზის დაბრუნება
• არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მიმდინარე წლის 17-24 ივლისის პერიოდში გეგმავს 12 დამატებითი რეისის შესრულებას შარჯა-თბილისი-შარჯას მიმართულებით;
• კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამატებს სამ სიხშირეს დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე 15 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. ჯამში, დედაქალაქებს შორის ფრენა კვირაში ათი სიხშირით შესრულდება;
• ისრაელის სახელმწიფოს ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ი ამატებს სიხშირეს თელ–ავივი-ბათუმი-თელ–ავივის საჰაერო ხაზზე. დამატებითი ფრენა შესრულდება 20 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს (სულ შვიდი სიხშირით კვირაში);
• არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 24 ივლისამდე, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე გეგმავს 11 დამატებითი რეგულარული ფრენის შესრულებას;
აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით ფრენები იწყება
• ავიაკომპანია Jordan Aviation-ი გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე. ფრენები შესრულდება 16 ივლისიდან 31 აგვისტომდე - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს;
ავიაკომპანიებს მოთხოვნილი მიმართულებებით/სიხშირეებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ.
რეგულარული ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული 2020 წლის მარტიდან, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა, ქვეყანაში შემოსასვლელად კი გარკვეული წესები დაადგინა.