თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თბილისიდან ერევნის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 6 ივლისიდან შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის Facebook-გვერდზე.
თბილისი–ერევანი–თბილისის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათს და შაბათს შესრულდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში.