ქართული ავიაკომპანია ერევნის მიმართულებით ფრენებს იწყებს

© courtesy of Myway Airlines MyWay Airlines
 MyWay Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
საქართველოდან სომხეთის მიმართულებით ფრენებს საჰაერო ხომალდი Boeing 737-800 კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თბილისიდან ერევნის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 6 ივლისიდან შეასრულებს, ნათქვამია ავიაკომპანიის Facebook-გვერდზე.

თბილისი–ერევანი–თბილისის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათს და შაბათს შესრულდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე www.mywayairlines.com და ტურისტულ სააგენტოებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0