ამერიკელმა ექიმმა დუგ ვილენმა აღმოაჩინა ბუნებრივი და მარტივი, ძლიერი საშუალება, რომელიც პიგმენტური ლაქების მოშორებაში დაგეხმარებათ. პიგმენტური ლაქები, ძირითადად, ჩნდება ხელებზე, დეკოლტეზე, სახესა და მხრებზე.
ეს პრობლემა მხოლოდ ხანდაზმულების პრობლემა არაა. ახალგაზრდებიც ხშირად დაუცველი არიან, განსაკუთრებით მზის ზემოქმედებისას. თუ ლაქები სწრაფად იზრდება, წითლდება, სისხლდენით ან ქავილით აღინიშნება, მუქი ფერით გამოირჩევა, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ ჩვეულებრივი პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, მისი მოშორება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შემდგარი უბრალო, მარტივი, ეფექტური ნატურალური რეცეპტით შეგიძლიათ. ეს ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ლაზერული თერაპია, მათეთრებელი კრემები ან ქიმიური პილინგი, თან ქიმიურ და ქირურგიულ პროცედურებს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.
ამგვარად, დაგჭირდებათ ორი ინგრედიენტი – ხახვის წვენი და ვაშლის ძმარი.
ხახვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას. ვაშლის ძმარში კი არის ალფა–ჰიდროქსიმჟავები, რომლებიც ანადგურებს კანის მკვდარ უჯრედებს და ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ფენის წარმოქმნას.
დაგჭირდებათ:
მომზადების წესი:
ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ ყოველდღე, საღამოს, სანამ ლაქები არ გაქრება (კურსი – მინიმუმ შვიდი დღე).
ამ მასის შენახვა შეგვიძლია მაცივარში, მჭიდროდ თავდახურულ მინის ქილაში (ინახება დაახლოებით 20 დღე).
გაითვალისწინეთ: სანამ ლაქებზე წაისვამთ მიღებულ მასას, მანამდე დაახლოებით სამი წუთი კანის პატარა მონაკვეთზე წაისვით და დააკვირდით – თუ ალერგიული რეაქცია შენიშნეთ, მაშინ აღარ გამოიყენოთ.