კრიზისი ევროკავშირის პოლიტიკაში: მასშტაბური პროექტებიდან ასოცირებულ ტრიომდე“

მოძველებული სტრატეგია და ფინანსების უკმარისობა — ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთა გამოც „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ინტეგრაციის მცირედ ეფექტურ მოდელად იქცა, მიაჩნიათ ექსპერტებს.
Sputnik

დანარა კურმანოვა

ევროკავშირის ინიციატივა „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ციებ-ცხელების პერიოდი უდგას. ბელარუსმა პროგრამაში მონაწილეობა შეაჩერა. შემდგომი ინტეგრაციისადმი გაცივდა აზერბაიჯანიც. სომხეთში სხვადასხვა ძალები რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უჭერენ მხარს. დარჩენილი მონაწილეების მობილიზაციის მიზნით შეიქმნა „ასოცირებული ტრიო“, რომელშიც უკრაინამ საქართველო და მოლდოვა შევიდნენ. რატომ კარგავს ევროკავშირი პოზიციებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის?

მოლდოვა, უკრაინა საქართველო: რუსი ექსპერტები „ასოცირებული ტრიოს“ შესახებ

ევროპამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ბოლომდე ვერ შეაფასა. პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ თავიდან ექვს საბჭოთა რესპუბლიკასთან — აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ურთიერთობების განვითარებაზე იყო ორიენტირებული. 

მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ დმიტრი ოფიცეროვ-ბელსკის აზრით, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები აშკარად კარგავენ ინტერესს „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“, რამდენადაც ინიციატივის აზრი არასწორად იყო აღქმული.  

„პარტნიორობა არასდროს არ იყო ევროკავშირში გამტარი პუნქტი, — ამბობს ის. — ეს მხოლოდ ევროპასთან ინსტიტუციონალიზებული თანამშრომლობის ფორმატია. ამასთან ბელარუსის ურთიერთობა დასავლეთთან ახლა დაძაბულია. მინსკმა, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, შეაჩერა პროექტში მონაწილეობა. აზერბაიჯანთან ევროპელებს ასევე გაუგებრობა აქვთ. საქმე ყარაბაღში არ არის, არამედ ზოგადად დემოკრატიის გაგებაში“.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივების აღიარებას ითხოვს

ჯერ კიდევ 2019 წელს აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის კუთხით შემდგომ ნაბიჯებს აზრი არ აქვს, უფრო მეტიც, „ისინი უშედეგო იქნება“.  

„მეზობელი სომხეთი კი კომფორტულად გრძნობს თავს როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, მისთვის მომგებიანია რუსეთთან თანამშრომლობა, — განმარტავს ოფიცეროვ-ბელსკი. 

ექსპერტის თქმით, პროექტი, რომელსაც ევროკავშირი ექვსი ქვეყნისთვის გეგმავდა, სამამდე შემცირდა, რაც კრიზისის მაჩვენებელია.

„თანაც ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკები დემოკრატიულ კურსს არ გადაუხვევდნენ. მაგრამ იგივე მოლდოვას კორუმპირებული ვლადიმირ პლახოტნიუკი ხელმძღვანელობდა და ეს დარტყმა იყო პროექტის პრინციპებისთვის. ევროპას რეალობასთან შეჯახება მოუხდა: პოსტსაბჭოთა სივრცე — ეს კონსტრუქტორი არ არის, რომლისგანაც ყველაფრის აწყობა შეიძლება“, — დაამატა სპეციალისტმა.

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბრატისლავაში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

კიდევ ერთი მიზეზი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ ინტერესის კლებისა, ფინანსური ასპექტი გახდა. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც 16 პარტნიორ ქვეყანაზე იყო გათვლილი 2014 წლიდან 2020 წლამდე,  15,4 მილიარდ ევროს შეადგენს, ანუ დაახლოებით 0,9 მილიონ ევროს ერთ ქვეყანაზე. „განსაკუთრებულად ამბიციურ პროექტებს ეს თანხა არ ეყოფა, — ამბობს ოფიცეროვ-ბელსკი. — ხოლო ქვეყნებს, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ“. 

ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ 

როგორც პოლიტიკური ექსპერტი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია CIS-EM-ის დირექტორი სტანისლავ ბიშოკი ამბობს, „ასოცირებული ტრიო“ აცხადებს, რომ მისი მიზანი — ეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაა, და ეს პოზიცია სრულიად ლოგიკურია.

ბელარუსი აჩერებს „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობას

„მაგრამ უნდა შევნიშნოთ, რომ ქვეყნებს გადაუჭრელი ტერიტორიული პრეტენზიები აერთიანებს: საქართველოსთვის ეს „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთია, უკრაინისთვის — ყირიმი და დონბასი, მოლდოვისთვის — დნესტრისპირეთი“, — აღნიშნავს სპეციალისტი.

ეკონომისტ მიხაილ ხაზინის თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობაც“ და „ასოცირებული ტრიოც“ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პროექტებად ჩაითვალოს. „ევროპული ინტეგრაცია — ეს მხოლოდ სიტყვებია, რაც კარგად ჩანს ბალტიისპირეთის მაგალითზე“, — განაცხადა მან. 

ტვირთების ტრანზიტი რუსეთიდან და ბელარუსიდან, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სექტორია, მნიშვნელოვნად შემცირდა, ვინაიდან მოსკოვმა და მინსკმა გადაწყვიტეს, არ გამოიყენონ არამეგობრული ქვეყნების პორტები.

„სახელმწიფოები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ ეგრეთ წოდებულ ევროპულ ოჯახში იწვევენ, შედეგად ევროკავშირის ქმედებებით დაზარალდნენ. ეს იმიტომ, რომ ეს ქმედებები არ იყო მიმართული ამ ქვეყნების სასარგებლოდ“, — განმარტა ხაზინმა.  

მერკელი: ევროკავშირმა რუსეთის პროვოკაციებზე რეაგირების მექანიზმი უნდა შექმნას

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ არანაირი ანტირუსული განწყობები არ არსებობს. მაგრამ საკმარისია გავიხსენოთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას სიტყვები ბრიუსელში „ასოცირებული ტრიოს“ წარმომადგენლების ამასწინანდელი ვიზიტის შემდეგ. დიპლომატმა პოზიტიურად შეაფასა „ევროკავშირსა და რუსეთს შორის მაღალი დონის დიალოგის შეწყვეტა“, როგორც სასანქციო პოლიტიკის ნაწილი. 

ამასთან არანაირი რეალური სარგებელი „ასოცირებულ ტრიოს“ წევრობას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ჯერჯერობით არ მოუტანია. ნებისმიერი პარტნიორობა ოპერატიულ ურთიერთდახმარებას მოიაზრებს კრიზისულ ვითარებებში — იმ დროსაც, როდესაც სამი სახელმწიფოს მთავრობებმა 31 მაისს კვლავ მიმართეს ევროკავშირს კორონავირუსის ვაქცინების მიწოდების თხოვნით.  

პროექტი ახალია, მექანიზმები — ძველი 

„ტრიოს შექმნის შესახებ მემორანდუმის ბევრი ფორმულირება კონკრეტიკასაა მოკლებული — სიტყვაც არაა ნათქვამი რეალური ნაბიჯების შესახებ, არის მხოლოდ ისეთი პასაჟები, როგორიცაა „დემოკრატიული განვითარების გზა და აყვავებული სახელმწიფოების შენება“.

სამი ევროპული ქვეყნის მთავარმა დიპლომატებმა კავკასიური ტურნე საქართველოში დაასრულეს

ბიშოკის თქმით, „ასოცირებული ტრიო“ არსით მანიფესტია, ასეთი დოკუმენტები კი არ მოითხოვს დეტალების მკაფიოდ გაწერას. ექსპერტს მიაჩნია, რომ „ტრიოს“ სტრუქტურა „ვიშეგოროდის ჯგუფს“ ჩამოჰგავს, რომელიც პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს აერთიანებს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში. მაგრამ „ვიშეგოროდის ოთხეულს“ 1991 წელს მოეწერა ხელი, მას შემდეგ 30 წელი გავიდა. 

ოფიცეროვ-ბელსკის აზრით, ევროკავშირს აშკარად არასაკმარისად აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთქმედების ახალი მოდელები.  ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საბჭოს მიერ გაცემული ნებართვაც კი უკრაინასთან და სომხეთთან საერთო ავიასივრცის შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ, არ არის რაიმე სერიოზული ინტეგრაციული ნაბიჯი. საერთო საავიაციო სივრცე ნიშნავს სამგზავრო, სატვირთო და საფოსტო გადაზიდვების ბაზრების გახსნას, და ეს თანამშრომლობის მხოლოდ მინიმალური სახეობაა. „ევროპამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყარაბაღში სიტუაცია დაერეგულირებინა. ამიტომ ლოგიკურია, რომ სომხეთს არანაირი ევროპული ამბიციები არ აწუხებს“, — ასკვნის ექსპერტი. — ევროკავშირს უბრალოდ სჭირდებოდა რაიმე ნაბიჯი, რათა კავკასიაში რენომე შეენარჩუნებინა“. 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!