Newsweek-ის სკანდალური წერილი: ამერიკის საიდუმლო არმია მთელ მსოფლიოში მუშაობს

ამერიკული ჟურნალი Newsweek-ის გამოძიებამ, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა და აშშ-ის არმიის ფარული სპეცოპერაციების ნამდვილ მასშტაბებს ხდის ფარდას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
Sputnik

ვიქტორია  ნიკიფოროვა

რუსი ექსპერტები აცხადებენ, რომ აშშ-ის საიდუმლო არმია, რომელშიც დღეისათვის უხილავი ფრონტის 60 ათასი მებრძოლი ირიცხება, არსებითად კერძო „დუქნების“ კონგლომერატს წარმოადგენს. ესენია მრავალრიცხოვანი ფირმები, არასოლიდური კანტორები და ცალკეული ინდივიდუუმები ათობით ყალბი პასპორტით, რომლებიც სამხედრო უწყებაზე კონტრაქტით მუშაობენ. მათ ჯიუტად არ ამჩნევენ არც კონგრესში, არც სენატში და არც ამერიკულ იუსტიციაში. და რაც უნდა ჩაიდინონ მათ, სახელმწიფო ორგანოები, რომელთა პატრონაჟითაც მოქმედებენ, ყოველთვის უბრალო გამოდგებიან.

მოსაზრება: ამერიკელები ბენზინს ვერ ყიდულობენ - დამნაშავე რუსეთია

ჩინელებმა ამერიკელი პარტნიორების ზღვარგადასულ ფარისევლობაზე გაამახვილეს ყურადღება. იმ დროს, როდესაც აშშ ნონ-სტოპის რეჟიმში ნოტაციებს უკითხავს მთელ მსოფლიოს მორალისა და ზნეობრიობის შესახებ, ამერიკული საიდუმლო ჯარები ღიად უწევენ იგნორირებას ჟენევის კონვენციასა და ცივილიზებული სამხედრო მოქმედებების წესებს. „განა ეს მსოფლიო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ არის? განა ეს ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის? <...> რაში გამოიხატება ე.წ. პატიოსნება და სამართლიანობა, რასაც შტატები უწევს პროპაგანდას?“ — აღშფოთებას არ მალავს Weibo-ს მომხმარებელი.

ყველაზე საინტერესო ამერიკული საზოგადოების რეაქცია აღმოჩნდა. ასე თუ ისე, Newsweek-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკელი ჯარისკაცის ნათელი სახისგან, რომელსაც მსოფლიო ხალხებისთვის დემოკრატიის ფასეულობები მოაქვს. ავტორის მონაცემებით, პენტაგონის საიდუმლო დაქირავებულების უდიდესი ნაწილი — ყოფილი სპეცრაზმელები არიან. რით არიან ისინი დაკავებული? სტანდარტულად იგულისხმება, რომ მათ საქმიანობაში შედის მკვლელობა, წამება, ადამიანების გატაცება, დივერსიები და ტერაქტები — სამხედრო დანაშაულების სრული ასორტიმენტი.

„ამასთან შედარებით რუსეთი და ჩინეთი უბრალო მოყვარულების გროვაა, მაგრამ პენტაგონი და დაზვერვის ცენტრალური ბიურო ყველაფერს მათ აბრალებენ, ოღონდაც ყურადღება გადაიტანონ ამერიკული სპეცსამსახურებისგან“, — მიაჩნია სტატიის ერთ-ერთ კომენტატორს.

მოსაზრება: როგორ თამაშობენ ამერიკელები კლიმატის თემით

„Newsweek-მა სახელმწიფო საიდუმლოებებში ცხვირის ჩაყოფა უნდა შეწყვიტოს“, —  ეკამათება მას სხვა მომხმარებელი. ბევრი ამერიკელი სვამს კითხვას: საერთოდ როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო ასეთი სტატია — „ჟურნალისტიკა მოღალატეობის ზღვარზე“ — პოპულარულ გამოცემაში?

ეს მართლაც საინტერესო კითხვაა. ერთი მხრივ, ის, რომ ამერიკელები სამხედრო პუტჩებს, ტერაქტებსა და დივერსიებს აწყობენ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით არც არასდროს იმალებოდა. ამერიკული კიბერჯარებისა და მათი ფსიქიკური საინფორმაციო შეტევების შესახებ ბრიტანული The Guardian ჯერ კიდევ ათი წლის წინ წერდა. აფრიკული ისტორია, რომელშიც უჩინარი ამერიკელი სპეცრაზმელები მონაწილეობდნენ, წარმატებით გამოიძია Politico-მაც.

პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ბარაკ ობამა რეგულარულად გასცემდა ბრძანებულებებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურებზე მასშტაბური კიბერშეტევების შესახებ. ამერიკელების ყველაზე ცნობილი ციფრული დივერია იყო კომპიუტერული ვირუსის Stuxnet-ის შექმნა, რასაც კურირებას აშშ-ის და ისრაელის სადაზვერვო სამსახურები უწევდნენ. მან არა მარტო შეაჩერა ირანის ბირთვული ცენტრიფუგები, შეუქმნა რა სასიკვდილო საფრთხე ადამიანებსა და ბუნებას, არამედ საბოლოოდ მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი ამერიკელმა სამხედროებმა შარშან მოკლეს ბაღდადში. ასეთი რამ სხვა სახელმწიფოს რომ ჩაედინა, ამერიკელები მას დაუყოვნებლივ დაადანაშაულებდნენ საერთაშორისო ტერორიზმში.

მიმოხილვა: ფეიკების ფაბრიკა და მისი ნამდვილი მფლობელები

მეორე მხრივ, Newsweek-ის სტატია გადავსებულია კონკრეტული დეტალებით იმის თაობაზე, თუ როგორ ახორციელებენ დაქირავებულები დანაშაულებრივ საქმიანობას. მზვერავების მაგალითებზე, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთში დაპატიმრებულებზე, ავტორი საუბრობს ტექნოლოგიების სფეროში სიახლეებზე, საიდუმლო შიფრზე, დოკუმენტების გაყალბებასა და ბიომეტრიის ფალსიფიცირებაზე. მოკლედ, ხელობის ყველა საიდუმლოს გასცემს.

პუბლიკაციის მიზეზი, დიდი ალბათობით, და ამაზე სტატიაც გამჭირვალედ მიანიშნებს, არის ის, რომ დღეს საიდუმლო არმია მუშაობს არა მარტო უცხოეთში, არამედ აშშ-ის ტერიტორიაზეც. იქ მისი სამიზნეები ხდებიან ამერიკელი  მოქალაქეები. ამაში მდგომარეობს კიდეც გამოძიების სენსაციურობა. ის ნაკარნახევია არა იმდენად უცხოელებზე ზრუნვით, რომლებსაც სადღაც იქ სამრეწველო მასშტაბებში ხოცავენ ამერიკელი ჯარისკაცები, რამდენადაც საკუთარ სიცოცხლეზე ზრუნვით.

ჟურნალისტი უილიამ არკინი მერილენდში არსებული ერთ-ერთი კერძო კანტორის თანამშრომლის მოღვაწეობას აღწერს. ის სამრეწველო მასშტაბებში აწარმოებს ყალბი პირადობის მოწმობების, მართვის უფლებების, ანგარიშების მიწოდებას, აყალბებს საკრედიტო ისტორიებს, მოკლედ, ქმნის ლეგენდებს საიდუმლო არმიისთვის. ამ სრულიად არაკანონიერ პროცესში მონაწილეობენ: სახელმწიფო დეპარტამენტი, ბანკები, შტატების ხელისუფლება, სადაზღვევო კომპანიები, თავდაცვის სამინისტრო.

მოსაზრება: რუსი ჰაკერები ისვენებენ, ანუ ვინ მიიტაცა ნამდვილი ხელისუფლება აშშ-ში

არკინი ახსენებს, რომ ყალბი მოწმობების მფლობელები აშშ-ის შიგნითაც მუშაობენ და ამერიკის მოქალაქეების საქმიანობას იძიებენ. კომენტატორები სვამენ კითხვას: შეიძლება ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საიდუმლო არმიას არ მიუსევს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს — „ექსტრემისტებსა“ და „თეთრ სუპერმასისტებს?“

ბოლო დროს ამერიკელებს მართლაც დაუგროვდათ უამრავი შეკითხვა ხელისუფლების მიმართ. ქვეყანაში მკვლელობების რაოდენობა რეკორდული ტემპებით იზრდება. მათი დიდი ნაწილი გაუხსნელი რჩება. იღუპებიან არა მარტო უბრალო მოქალაქეები, არამედ ჟურნალისტებიც, პოლიტიკური აქტივისტებიცა და მეცნიერებიც.

გასულ ზაფხულს მილუოკიში პოლიტიკური აქტივისტი ჩაცხრილეს — ტრამპის მომხრე შავკანიანი ბერნი ტრემელი. მკვლელი ვერ იპოვეს. ერთი თვის შემდეგ ანტიფას წარმომადგენელმა ტრამპის მომხრე მოკლა პორტლენდში გამართულ მიტინგზე. ტრამპის მხარდამჭერმა ეშლი ბებიტმა პოლიციელი მოკლა 6 იანვარს კაპიტოლიუმში. მეორე დღეს გაურკვეველი მიზეზით თავი მოიკლა ტრამპის კიდევ ერთმა მომხრემ კრისტოფერ სტენტონ ჯორჯიამ. იმავდროულად ტყვია დაიხალა კაპიტოლიუმის დაცვის პოლიციელმა ჰოვარდ ლიბენჰუდმა.

გასული წლის ივნისის დასაწყისში თავი ჩამოიხრჩო 39 წლის ჟურნალისტმა ქალმა ჯეს უოტერსმა. ერთი კვირის შემდეგ ტყვიით მოკლული იპოვეს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მთავარი სამხედრო ანალიტიკოსი, 52 წლის ენტონი შინელი.

მოსაზრება: რა მოამზადა მოსკოვმა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის

2018 წელს აშშ-ში უეცრად თავი მოიკლა მსოფლიოში ცნობილმა ფიზიკოსმა, სტენფორდის პროფესორმა, ინოვატორმა და მულტიმილიონერმა ჟენ შუჩენმა. წელიწად-ნახევრის შემდეგ პიტსბურგში ჩაცხრილეს ცნობილი ვირუსოლოგი ბინ ლიუ. პანდემიის დროს ის მეცნიერების წინა ხაზზე მუშაობდა — კორონავირუსის მექანიზმს სწავლობდა. მისი მკვლელი სადღაც გაქრა, თითქოს თავი მოიკლა. საზოგადოებას სასწრაფოდ შესთავაზეს ვერსია, რომ ბინ ლიუ ეჭვიანმა საყვარელმა მოკლა.

ამ დანაშაულებისთვის გამომძიებლებს რომ მოეკიდათ ხელი, ჟურნალისტებს რომ მიექციათ ყურადღება, საზოგადოება რომ აღელვებულიყო, ყველაფერი ნერვულ გარემოსა და აშშ-ის მოსახლეობაში არსებულ უამრავ იარაღს დაბრალდებოდა. მაგრამ ეს სისხლიანი ანგარიშსწორებები საშიში დუმილითაა გარემოცული.

ეს ყველაფერი მასშტაბურ რეპრესიებად გამოიყურება, ხოლო ყბადაღებული „თვითმკვლელობები“ სალიკვიდაციო ღონისძიებებს ჰგავს, რომლებსაც აკურატულად ასრულებენ საიდუმლო არმიის თანამშრომლები.

აღარაფერს ვიტყვით ისეთ ხმამაღალ ტერაქტებზე, როგორებიცაა 11 სექტემბერი თუ მასობრივი დახვრეტები. მათ მიმართ ხომ ამერიკელებსაც უამრავი კითხვა აქვთ. ბევრს მიაჩნია, რომ გახმაურებული დახვრეტების ავტორები რეალურად პროფესიონალი სამხედროები არიან. ტერაქტის შემდეგ ისინი ტექნიკურად გაჰყავთ დანაშაულის ადგილებიდან და პიროვნებას უცვლიან. შესაძლოა ეს ასე არ არის, მაგრამ არკინის სტატია სპეცსამსახურების თანამშრომლების ლეგენდარიზაციის ფართო შესაძლებლობებზე იძლევა წარმოდგენას.

რუსეთი ნავთობბაზრიდან „გადის“ − რა ელოდება დსთ-ის ქვეყნებს?

მაგრამ ამ კითხვების დასმა მომაკვდინებელია. 11 სექტემბრის ოფიციალური ვერსიის ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა, ჟურნალისტმა მაიკლ რუპერტმა 2014 წელს თავი მოიკლა. ორი წლის შემდეგ ასევე იდუმალად მოიკლა თავი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ვიქტორ ტორნმა, რომელიც ასევე აკრიტიკებდა ხელისუფლებას.

ამასთან აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყნისთვის მთავარ ტერორისტულ საფრთხეს „თეთრი სუპრემასისტ−ექსტრემისტები“ წარმოადგენენ. ადამიანურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის კონტრდაზვერვამ თავის მთავარ მტრად ამერიკის ყველა თეთრი მამაკაცი გამოაცხადა.

ძნელია არ დაეთანხმო კომენტარს Newsweek-ის საიტზე: „ჩვენი მთავრობა <…> იმაზე მეტად საშიშია ჩვენი ხალხისთვის, ვიდრე ყველა უცხოური ქვეყანა ერთად აღებული“. ამ მოსაზრებას იზიარებს სხვა ამერიკელი იუზერიც, რომელიც, შესაძლოა, მკვეთრია, მაგრამ თავისებურად დამაჯერებელი კია: „აშშ — ეს დიქტატურაა, რომელსაც მართავს რამდენიმე ოჯახური კლანისგან შემდგარი კარტელი. უზარმაზარი საიდუმლო არმია, <...> კონტროლისა და თვალთვალის ყოვლისმომცველი სისტემა, <...> აბსოლუტურად ყველაფერი ისეა, როგორც წარსულის ტოტალიტარულ სახელმწიფოებში“.

რედაქცია პასუხს არ აგებს ავტორის მოსაზრებებზე