მოსაზრება: ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანას თალიბები ხელმძღვანელობენ

ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“ აშშ-ს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ხისტ პირობებს კარნახობს და ვაშინგტონს მრავალპოლარული მსოფლიოს რეალობაში აბრუნებს.
Sputnik

თეთრმა სახლმა 13 აპრილს გამოაცხადა, რომ 11 სექტემბრისთვის ავღანეთიდან ჯარებს გაიყვანს. თალიბებმა ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს აშშ ჯარების 1 მაისამდე გაყვანა (დოჰაში 2020 წლის 29 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმებით). თალიბანმა დაჟინებით მოუწოდა „ამერიკასა და ყველა ოკუპანტ ქვეყანას, შეწყვიტონ გაჭიანურებული ომის გამართლება და დაუყოვნებლივ გავიდნენ ავღანეთიდან“. შემდეგ ტექსტში ღია მუქარები მოდიოდა.

რჩევების მიუხედავად: ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა გადაწყვიტა

აშშ-ის ადმინისტრაციამ ოპერატიულად დაასახელა 1 მაისი ჯარების გაყვანის თარიღად. ნატოს მოკავშირეებმაც იმავე დღეს მიიღეს მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ ძალების გაყვანის გადაწყვეტილება. ამასთან სახის შენარჩუნებაც სცადეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების ავღანეთში ყოფნა ვერ დაეხმარება მყარი მთავრობის ჩამოყალიბებას. თავდაცვის მინისტრმა ლლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ჯარებმა თავიანთი ამოცანა შეასრულეს ავღანეთში და „შესაძლებელი გახადეს პროგრესი ეკონომიკაში, სამოქალაქო საზოგადეობასა და პოლიტიკაში“.

უღირდათ კი პენტაგონსა და მის მოკავშირეებს ასობით მილიარდი დოლარის დახარჯვა და ათასობით ჯარისკაცის დაკარგვა ისლამურ რესპუბლიკაში, რომ მერე ასე უსახელოდ დაეტოვებინათ ბრძოლის ველი და მთელი უბედური ქვეყანა თალიბებისთვის? კითხვა რიტორიკულია.

საქართველო ავღანეთიდან მშვიდობისმყოფელებს გამოიყვანს

ძალის საპირველმაისო დემონსტრაცია

CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ჯარების გაყვანა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, და ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ქაიდას“ გავლენის აღდგენა ივარაუდა ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ. აშშ-ის ექს-მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი დარწმუნებულია, რომ ჯარების ახლა გამოყვანა იგივეა, რაც „თალიბანისთვის“ ხელისუფლების გადაცემა.

ამის პარალელურად თალიბები საომარი მოქმედებების აღდგენას აპირებენ, ანუ „ჯიჰადის“ მოწყობას უცხოური ჯარებისთვის, თუ აშშ და ნატო თავდაპირველად შეთანხმებულ თარიღამდე - 1 მაისამდე არ გაიყვანენ ჯარებს. „თალიბანის“ პოზიცია მანამდე ზიბიულა მოჯაჰედმა გაახმოვანა: „ბაიდენმა თქვა, რომ მაისისთვის ჯარების გაყვანა ძნელია, მაგრამ ჩვენი პოზიცია ისაა, რომ დოჰაში დადებული ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, ვინაიდან მისი რეალიზაცია აშშ-სა და ავღანეთს შორის არსებული პრობლემის გადაჭრის ერთადერთი მეთოდია“.

ავღანეთში გოგონებს საჯაროდ სიმღერა აეკრძალათ

ლოგისტიკის თვალსაზრისით, სატრანსპორტო თვითმფრინავებით 3-5 ათასი სამხედროს გადასროლისთვის 14 თვე სრულიად საკმარისია. აშკარაა, რომ აშშ-სა და ნატოს ჯარების გაყვანას თალიბებთან პერმანენტული ბრძოლები აფერხებს და ასევე „მოსწავლეების“ უუნარობა, შეათანხმონ ავღანეთის მოქმედ ხელისუფლებასთან მომავალ სახელმწიფო აპარატში სახელისუფლებო უფლებამოსილებების გადანაწილება.

ეროვნული შერიგების უზენაესმა საბჭომ მოახერხა, ერთ პროგრამაში გაეერთიანებინა ოცზე მეტი წინადადება, მათ შორის, პრეზიდენტ აშრაფ განის სამშვიდობო გეგმა. მაგრამ „თალიბანმა“ 14 აპრილს უარი თქვა ავღანეთის მომავალზე მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. . თალიბების შეიარაღებული ფორმირებები აშშ-სა და ნატოს ჯარებისა და ტექნიკის სრულ გაყვანას ელოდებიან, რათა სხამთავრობო ძალებზე სრული გამარჯვება მოიპოვინ. ავღანეთი ხილულ პერსპექტივაში შეიძლება „ისლამურ ემირატად“ მოგვევლინოს.

 

ბაიდენის ადმინისტრაცია: აშშ-ს არ სურს „მარადიულ“ ომებში მონაწილეობა

ავღანეთში ოცწლიანი ომის შედეგებითა და თალიბებთან სამარცხვინო ზავის დადების შემდეგ ამერიკელები ფრთხილად უნდა ყოფლიყვნენ იარაღის ჟღარუნთან და მოკრძალებულად უნდა მოქცეულიყვნენ საერთაშორისო საქმეებში. მაგრამ ისტორიამ მათ არაფერი ასწავლა. და ახლა კვლავ რუსეთია დამნაშავე.

აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსი კოლეგები ფინანსურად ეხმარებოდნენ „თალიბანს“ ამერიკელ და კოალიციის სამხედროებზე იერიშის მიტანაში 2019 წელს და უფრო ადრეც. ეს მონაცემები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მიუწვდომელია შემოწმებისთვის. რუსეთი უარყოფს ამ ბრალდებებს.

ძალისხმევების გადატანა

ლლოიდ ოსტინს მიაჩნია, რომ რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო ავღანეთიდან გაყვანა ძალისხმევების „გადაფოკუსირების“, „მომავალი მოწინააღმდეგეების“, რუსეთისა და ჩინეთის შეკავების ან დამარცხების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც „მსოფლიო წესრიგის შეცვლას“ აპირებენ.

„შურისძიების მახვილი“: ალ-ქაიდას ახალი ლიდერი ჰყავს

ამერიკული „გადაფოკუსირების“ შემდეგ ავღანეტსა და ცენტრალური აზიის მოსაზღვრე ქვეყნებს სრულიად დამოუკიდებლად მოუწევთ აგრესიულ სამხედრო-რელიგიურ მოძრაობასთან თანაარსებობის პრობლემის გადაჭრა. ქვეყანაში თალიბების ხელისუფლებისას ქალები ვერ იღებდნენ განათლებას, ცოლქმრულ ღალატში დამნაშავეებს ქალაქების მოედნებზე სჯიდნენ სიკვდილით, ქურდებს ხელებს აჭრიდნენ, ტელევიზია, მუსიკა, კინო და თეატრი აკრძალული იყო.

ფაქტი ჯიუტია. ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამმართველომ 12 აპრილს გამოაცხადა, რომ აშშ-სა და „თალიბანის“ შეთანხმებამ დოჰაში სტაბილიზაცია ვერ მოიტანა - 2020 წლის 29 თებერვლიდან თალიბების თავდასხმების რაოდენობა ქვეყანაში 24%-ით გაიზარდა.

„თალიბანი“ არ ცვლის ტაქტიკას, არ ამძირებს ძალადობის დონეს ქვეყანაში, არ წყვეტს სამოკავშირეო და პარტნიორულ ურთიერთობებს „ალ-ქაიდასთან“.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!