თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ–ქაიდას“ ახალი ლიდერი ჰყავს ეგვიპტელი სეიფ ალ–ადელის სახით, იუწყება გამოცემა Daily Mail.
რამდენიმე წყაროს თქმით, ალ–ადელი „ბრწყინვალე და დაუნდობელი სტრატეგია“, რომელსაც უკვე უწოდეს მეტსახელად „შურისძიების მახვილი“.
#WantedWednesday Saif Al-Adel is wanted in connection with the 1998 bombings of U.S. Embassies in Tanzania and Kenya https://t.co/5IyihxDfjv pic.twitter.com/TGzVjXKlBR
— FBI New York (@NewYorkFBI) November 9, 2016
გამოცემის ცნობით, ალ–ადელი, რომელიც ამ დროისათვის ირანში იმყოფება, ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, აქვს გენერლის ჩინი. თავის დროზე ის ბინ ლადენის პირადი დაცვის, „შავი გვარდიელების“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში 30 წლის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონს 1998 წელს უკვე ჰქონდა დაწესებული ფულადი ჯილდო ალ–ადელის თავისთვის დაახლოებით 10 მლნ დოლარის ოდენობით მას შემდეგ, რაც ნაირობიში აშშ-ის საელჩოსა და დარ–ეს–სალამში აფეთქებების შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა.
ტერორიზმის საკითხებში მაღალჩინოსანი ბრიტანელი ექსპერტის რიჩარდ კემპის თქმით, ალ–ადელი „ალ–ქაიდას“ მეთაურ აიმან ალ–ზავაჰირისთან შედარებით (რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის ბოლოს გარდაიცვალა ასთმით) „ბევრად ეფექტური ლიდერი იქნება. შესაძლოა უფრო ეფექტურიც, ვიდრე ბინ ლადენი იყო“.
კემპის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ალ–ადელმა „ისლამური სახელმწიფო“ და ავღანელი თალიბები თანამშრომლობაზე ან გაერთიანებაზეც კი დაითანხმოს.