თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ავღანეთის განათლების სამინისტრომ საჯარო ღონისძიებებზე სიმღერა აუკრძალა 12 წელს ზემოთ გოგონებს, იუწყება Deutsche Welle.
სამინისტროს დადგენილების თანახმად, აკრძალვა ვრცელდება ქვეყნის ყველა სკოლაზე — როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორზე. აკრძალვის დაცვაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ სკოლის დირექტორებს ეკისრებათ.
ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორია, რომლის წინაშეც გოგონები წარსდგებიან, მთლიანად ქალებიგან იქნება შემდგარი.
ریاست معارف شهر کابل گفته است که پس از این، دختران که سن شان از ۱۲ بالاتر باشد حق اجرای ترانه در مجالس و برنامه های عمومی را ندارند.
— Ariana News (@ArianaNews_) March 10, 2021
در مکتوب این ریاست به مکاتب آمده است: "مجالس که اشتراک کنندگان آن صدفیصد اناث (زن) باشد از این امر مستثنا میباشد."#Afghanistan #ArianaNews pic.twitter.com/pxAJEIGztk
მთავრობის გადაწყვეტილება ქაბულის ტელეკომპანია Ariana News–მა გამოაქვეყნა საკუთარ Twitter–აკაუნტზე. მისი ნამდვილობა ავღანეთის განათლების სამინისტროს პრესმდივანმა ნაჯიბა არიანმა დაადასტურა.
- ამასთან მან განმარტა, რომ უწყებამ ეს გადაწყვეტილება მშობლებისა და მოსწავლეების მიმართვის საფუძველზე მიიღო.
გარდა ამისა, ამიერიდან მამაკაცებს ეკრძალებათ სიმღერის მასწავლებლად მუშაობა 12 წელზე უფროსი ასაკის გოგონებთან.
ქვეყნის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტმა რუჩი კუმარმა რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ფასეულობების მიბაძვად შეაფასა, რომელიც გაერომ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა.