ბაიდენის ადმინისტრაცია: აშშ-ს არ სურს „მარადიულ“ ომებში მონაწილეობა

© photo: Sputnik / Igor Mikhaliov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა თეთრ სახლზე
აშშ-ის დროშა თეთრ სახლზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების სტრატეგიის ნაწილი გამოაქვეყნა. სრული ტექსტი მოგვიანებით გასაჯაროვდება.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს მონაწილეობა მიიღოს დაუსრულებელ ომებში, ნათქვამია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უშიშროების სტრატეგიის გარდამავალ ნორმებში.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
ბაიდენი საუდის არაბეთს პოლიტიკაში „ახალი წესებით“ დაემუქრა
„შეერთებული შტატები არ არის ვალდებული და არ მიიღებს მონაწილეობას „მარადიულ“ ომებში, რომლებსაც ათასობით სიცოცხლე და ტრილიონობით დოლარი მიაქვს. ჩვენ პასუხისმგებლობით ვიმუშავებთ იმაზე, რომ დავასრულოთ აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი ომი ავღანეთში“, — ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის ეს ნორმა თანხმობაშია ქვეყნის წინა პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციასთან, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა გამუდმებულ ომებს და მათი დასრულებისკენ ისწრაფვოდა ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანით.

ეროვნული უშიშროების სრულმასშტაბიან სტრატეგიას ბაიდენის ადმინისტრაცია მოგვიანებით წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0