მოსაზრება: კარგ მოცეკვავეს „ისკანდერები“ ხელს არ უშლის - რა განაცხადა ფაშინიანმა

მაღალტექნოლოგიური და ზეზუსტი შეიარაღების სისტემების საბრძოლო გამოყენება სპეციალისტ-ოპერატორების შესაბამის მომზადებას მოითხოვს.
Sputnik

ასევე სადაზვერვო-შემტევი საიმედო კონტურის ორგანიზაციას, პოლიტიკურ სიბრძნესა და გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობას. კოორდინატთა სხვა სისტემაში ყველაზე სრულყოფილი რაკეტები შესაძლოა „ის სისტემები“ არ გამოდგეს, სტარტი ვერ აიღოს, მიზანს ვერ მოხვდეს, ან „10 პროცენტით აფეთქდეს“.

მოსაზრება: სომხეთის სამხედრო შეცდომები ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში ცოტა ხნის წინ მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგების შეფასებისას გამოცემა 1in.am-სთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვები გამოთქვა რუსული იარაღის საიმედოობისა და ბრძოლისუნარიანობის მიმართ. მისი თქმით, რაკეტა „ისკანდერები“ ან საერთოდ არ ფეთქდებოდა, ან „10 პროცენტით“ ფეთქდებოდა. ამასთან სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს სამხედრო რეფორმა ჩაატაროს - სტრუქტურული და ასევე შიარაღების კუთხით.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის გამონათქვამების კომენტარზე „ისკანდერების“ შესახებ. შესაძლოა ფაშინიანი არასაკმარისად იყოს ინფორმირებული ან შეცდომაში შეყვანილი რომელიმე მრჩევლის მიერ. რუსული სარაკეტო კომპლექსების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და რეპუტაცია იმდენად მაღალია, რომ პროფანებისგან დაცვა არ სჭირდება. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთი მსოფლიო შეიარაღების ბაზრის მესამედს აკონტროლებს. შეიარაღების ექსპორტმა რუსეთიდან 2020 წელს 13 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს ციფრები და ფაქტები თავდაცვითი პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს, რომლებსაც ქვეყნების უმეტესობა იძენს.

მოსაზრება: რაზე მიანიშნებს ბაქოს აღლუმზე ერდოღანის დასწრება

როცა „ისკანდერი“ მცოდნე ადამიანების ხელშ ხვდება, ის წარმატებით ანადგურებს სამიზნეებს კავკასიის მთებშიცა და ზღვაზეც, როგორც ეს სირიაში და აფრიკისჩრდილეოთში იყო. ასეთი იარაღის შეძენა ათობით ქვეყანას სურს, მაგრამ მხოლოდ ცოტას აქვს შესაძლებლობა, მიიღოს „ისკანდერ Э-ს“ საექსპორტო მოდიფიკაცია. სომხეთს კი გაუმართლა.
კვაზიბალისტიკური აჩრდილი

რუსეთი მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ყველა ქვეყანას არ უწილადებს. ამ ფონზე ფაშინიანის ინტერვიუ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. კომპლექსი „ისკანდერ-М“ რუსეთის არმიის შეიარაღებაში 2006 წელს შევიდა და პლანეტაზე საუკეთესოდ მიიჩნევა თავის კლასში. ამიტომ შეფასება „80-იანების იარაღი“ შეურაცხმყოფელია.

სომხეთის პრემიერის ღიად დამადანაშაულებელი განცხადება რუსული იარაღის მიმართ რამდენიმე ვარაუდისა და დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

პატიოსანი პასუხების მოლოდინში: სომხეთის პრემიერ-მინისტრს უხერხული შეკითხვები დაუსვეს

არაკომპეტენტურობა ან დეზინფორმაცია შეიძლება ყველაზე უარესი სცენარი არ იყოს. რუსული იარაღის საჯარო დისკრედიტაცია შეიძლება „სტრატეგიული არჩევანის საკითხი“ იყოს, სომხეთის არმიის სტრუქტურული და ხარისხობრივი რეფორმირების რაღაც პროგრამის ნაწილი. და მაშინ ჩნდება კითხვები: რა იარაღის შეძენას აპირებს ერევანი ხილულ პერსპექტივაში? რა სტანდარტებით აპირებს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებას? და რაც მთავარია, რა მიზნით იწყება სამხედრო მშენებლობის ახალი ეტაპი?

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ყარაბაღში ბრძოლების შემდეგ დასკვნები გაკეთდა, გეგმები მოიხაზა. მაგრამ ძველი ჭეშმარიტებაღაღადებს: გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, მარცხი კი ყოველთვის ობოლია. ფაშინიანის ინტერვიუდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში დიდი ანალიტიკური მუშაობა მიმდინარეობს, რათა „ომის შესახებ მთელი სიმართლე დამტკიცდეს, დადგინდეს და გამოჩნდეს“. ამასთან ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. ძნელი გასაგებია, რა არის აქ უფრო მეტი - ჭეშმარიტების ძიება და სტრატეგიის კორექტირება თუ „დამნაშვეების დანიშვნა“ შემდგომი რეპრესიებისთვის.

მთიან ყარაბაღში რუსული ოფიციალურ ენად გამოცხადდა

ვრცელ ინტერვიუში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია მხოლოდ ერთხელაა ნახსენები. არადა ეს ორგანიზაცია ერთადერთი საიმედო დასაყრდენია სომხეთისთვის ომისშემდგომი ტურბულენტობისა და ყარაბაღში არამდგრადი მშვიდობის პირობებში. ხშირად გამოყენებული სიტყვები „რევოლუცია“ და „კონსტიტუცია“ თავისთავად ვერაფერს დაარეგულირებს, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება. არმია არის ნებისმიერი სახელმწიფოს სტაბილურობის საფუძველი, მაგრამ მსჯელობა „არსებით რეფორმებზე“ მოქმედების კონკრეტული გეგმის გარეშე დესტრუქციულად გამოიყურება. როგორც ზედაპირული მსჯელობა რუსული იარაღის დაბალ საბრძოლო პოტენციალზე, ეროვნულ არმიაში და მის მომიჯნავე სექტორში აღმოუფხვრელ კორუფციაზე მინიშნებებით.

მოუხელთებელი და უძლეველი

სარაკეტო კომპლექს Искандер-М-ის დანიშნულება მოწინააღმდეგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებაა 500 კმ მანძილზე, მაღალი სიზუსტით. კომპლექსის მთავარი უპირატესობებია: სტრატეგიული მობილურობა, უჩინარი მოქმედება და სარაკეტო დარტყმების მიყენება, საბრძოლო ამოცანის ავტომატური გათვლა და შეყვანა, საბრძოლო ამოცანის შესრულების მაღალი ალბათობა საცეცხლე და რადიოლექტრონული ბრძოლის პირობებში.

მოსაზრება: რისთვის ირგებს „ისკანდერი“ საზღვაო სამოსს

საბრძოლო ეფექტურობა გაზრდილია ორი ტიპის რაკეტის გამოყენების ხარჯზე - ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებისა. პირველი რაკეტის გაშვების დრო რამდენიმე წუთია, გაშვებებს შორის ინტერვალი - ერთი წუთი. რაკეტის ფრენის სიჩქარე საათში 7200 კმ-ზე მეტი (ანუ ფრენას 3-4 წუთი სჭირდება). რაკეტა სტარტსა და ფინიშზე ოთხ ტონიანი რაკეტა წამში 2000 მეტრზე მეტს ავითარებს და მანევრირებს 30g ტვირთით (რაც შეუძლებელს ხდის რაკეტის ჩაჭერას ნებისმიერ ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით).

„ისკანდერის“ თითოეული გამშვები დანადგარი მობილურია და ავტონომიური. შეუძლია იმოქმედოს ყველგან და ყოველთვის. დამიზნებისთვის იყენებს პროგრამას - ინერციულ სანავიგაციო სისტემას, „სგლონასის“ თანამგზავრების სისტემას. რაკეტების გადამისამართება შესაძლებელია ფრენისას, რაც მოძრავ სამიზნეებზე შეტევის შესაძლებლობას იძლევა. ფინალურ მონაკვეთზე აქტიურდება თვითდამიზნების ჭკვიანი ოპტიკა, რომელიც უნიკალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს. ქობინები 9М728 ან Р-500 სამიზნეს ერთ-მეტრზე მეტით არ ცდება.

ამერიკული პასუხი „ისკანდერებზე“: რით ემუქრება მსოფლიოს ახალი რაკეტები

„ისკანდერის“ ზეზუსტ რაკეტებს მცირედ ამრეკლი ზედაპირები და ფრენის რთული გტრაექტორიები აქვს. კონპლექსი ორი ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი: აერობალისტიკური 9М723-ით – ფრინავს კვაზიბალისტიკური ტრაექტორიით 50 კმ-მდე სიმაღლეზე, და ფრთოსანი 9М728 ან Р-500.

„ისკანდერ-М“ აღემატება საუკეთესო უცხოურ კომპლექსებს სიზუსტით, რაკეტების გასაშვებად მომზადების ოპერატიულობითა და სხვა მახასიათებლებით. ყველაზე ახლოს მდგომი ანალოგი - ეს არის ისრაელის კომპლექსი LORA, რომელიც მას ფრენის სიშორითა და სიზუსტით ჩამორჩება. ავტორიტეტული რუსი სპეციალისტების პროგნოზებით, „ისკანდერის“ უცხოური ანალოგები 2025 წელზე ადრე არ გამოჩნდება არენაზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!