მოსაზრება: რაზე მიანიშნებს ბაქოს აღლუმზე ერდოღანის დასწრება

© AFP / ADEM ALTANПрезидент Турции Реджеп Тайип Эрдоган
Президент Турции Реджеп Тайип Эрдоган - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში 10 დეკემბერს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებასა და თურქეთის რეგიონულ სამხედრო წარმატებას ეძღვნება.

აღლუმზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის დასწრება ნატოს გავლენის გაფართოების ნიშანია სამხრეთ კავკასიასა და კასპიის რეგიონში.

ბაქოში სამხედრო აღლუმისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ღონისძიება 10 დეკემბერს გაიმართება და მასში 3 ათასზე მეტი სამხედრო და 150 ერთეული საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. აღლუმზე ასევე წარმოდგენილი იქნება მოწინააღმდეგისთვის ჩამორთმეული სამხედრო ალაფი.

სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში  - Sputnik საქართველო
სირიელი თურქომანები ყარაბაღში: ომში წასვლა თუ დიდი გადასახლება?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განკარგულება გასცა, დაწესდეს მთიან ყარაბაღში გამარჯვების დღე. სახელმწიფო მედიასაშუალებები ამ გამარჯვებას ეპოქალურ მოვლენად აფასებენ ქვეყნის ისტორიაში. აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს: „თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის საპატიო სტუმრად დასწრება გამარჯვების აღლუმის ტრიბუნაზე არის თურქული ძმობის ხილული დასტური“.

მანამდე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს დახმარება შესთავაზეს სამხედრო მოსამსახურეების წვრთნაში, მათ შორის ერთობლივი მანევრების ფორმატში, და მაინც არ ღირს ძალიან გავაიდეალუროთ ანკარის ძმური დახმარება სომხეთის მხარესთან შეიარაღებულ კონფლიქტში. თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, რომლის მთავარი ამოცანებია პლანეტაზე ძალის პროექცია და ენერგორესურსების კონტროლი, ხოლო აზერბაიჯანს ძალიან ბევრი ნავთობი და გაზი აქვს.

თურქი ჯარისკაცები აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რისთვის შეჰყავს თურქეთს ჯარები აზერბაიჯანში

სამხედრო ძმობა

მთიან ყარაბაში 44-დღიანი ბრძოლების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. რეგიონში რუსი სამშვიდობოები არიან შესული. არ ისმის სროლები, მაგრამ სრულ სტაბილიზაციამდე ჯერ კიდევ შორია.

პარალელურად აზერბაიჯანში იქმნება ერთობლივი რუსულ–თურქული ცენტრი ყარაბაღში ვითარების მონიტორინგისთვის. თურქი გამნაღმველების ქვედანაყოფები აზერბაიჯანელ კოლეგებს განაღმვაში ეხმარებიან. მთლიანობაში თურქეთის სამხედრო–პოლიტიკური გავლენა სამხრეთ კავაკასია შესამჩნევად გაიზარდა. არ არის გამორიცხული მცდელობა, რომ ის ცენტრალური აზიის ქვეყნებზეც გაფართოვდეს.

Sputnik-მა მანამდე გიამბოთ, რომ მთიანი ყარაბაღი, შესაძლოა, სირიელი პროთურქი ბოევიკ–თურქომანებით დასახლდეს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და ზავის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობენ.

ვითარება ყარაბაღში  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: თურქი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში – ყოფნა–არყოფნა

გარდა ამისა, თუ თურქული საგარეო პოლიტიკური კონცეფცია „ორი ქვეყანა — ერთი ხალხი“ მართებულია და მყარი, მაშინ ლოგიკური გაგრძელება იქნება „ორი ქვეყანა — ერთი არმია“ და ერთობლივი სასარდლო ცენტრი. რეგიონში „უფროსი ძმის“ ეკონომიკური და სამხედრო–პოლიტიკური ინტერესების დასაცავად აზერბაიჯანული მხარისთვის სავალდებულო არ არის სრულად დაიცვას ალიანსის იურიდიული ფორმალობები. შესაძლოა ასეთი კონფიგურაციით აზერბაიჯანს ცალი ფეხი უკვე ნატოში აქვს. ანკარა ისწრაფვის ააღორძინოს ოსმანთა იმპერიის ყოფილი დიდება. გაუძლებენ თუ არა ბრიუსელი და ვაშინგტონი ცდუნებას – მართონ აზერბაიჯანული არმია ამ რთულ და ცხელ რეგიონში?

ეკონომიკური პრესინგი

თურქეთმა ოფიციალურად მოიწონა 9 ნოემბრის შეთანხმება, მაგრამ აშკარად იმედგაცრუებულია რუსული სამშვიდობო ოპერაციით. ამოცანა–მაქსიმუმი — ეს ყარაბაღზე სრული კონტროლის დაბრუნებაა, რომელიც გადაჭრილი არ არის.

რუსი სამშვიდობოების გაგზავნა მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო
მთიანი ყარაბაღი: რუსი სამშვიდობოების მისიის თავისებურებები

ანკარა მზადაა გაგზავნოს აზერბაიჯანში ჯარები და ეს თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით არის გამყარებული. სავარაუდოდ, თურქეთის არმიაში ბევრს მიაჩნია, რომ რუსმა სამხედროებმა მათ სუფთა მოგება „მოპარეს“. ამერიკული გამოცემა National Interest აღნიშნავს: „აზერბაიჯანელები 10 ნოემბერს ყარაბაღის ომში სომხეთზე გამარჯვებად მიიჩნევენ, მაგრამ როდესაც გამარჯვების ნამთვრალევი შეგრძნება წარსულში დარჩება, ისინი მიხვდებიან, რომ ეს ჭეშმარიტი აზერბაიჯანული დამოუკიდებლობის დასასრულის დასაწყისია“.

სამხედრო ოპერაციები სირიაში, ლიბიაში, ერაყში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში ძვირი ჯდება. თურქეთის შიდა ვალი 421 მილიარდ დოლარს აღწევს, აქედან 181 მილიარდი ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

ვითარება ყარაბაღში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გამწვავება ყარაბაღში – როგორც რუსეთის კავკასიის ომში ჩათრევის მცდელობა

ბოლო 3 თვის განმავლობაში თურქული ლირა 15%-ით გაუფასურდა მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში (წლის დასაწყისიდან 25%-ით). თურქული ექსპორტი კორონავირუსის პანდემიის გამო წლის პირველ ნახევარში 26%-ით დაეცა. დასავლელი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ანკარა უკვე ხვალ მოსთხოვს ბაქოს კომპენსაციას მთიან ყარაბაღში სამხედრო დახმარებისთვის — იაფი ენერგორესურსების სახით. აქ სტრატეგიული შეუთანხმებლობა იფარება, აზერბაიჯანს მომდევნო 5 წელიწადში აუცილებლად ესაჭიროება ააღორძინოს და დაასახლოს 7 კვლავ მიერთებული რაიონი (დაჯდება დაახლოებით 10 მლრდ დოლარი). შემთხვევითი არ არის, რომ 9 ნოემბრის შემდეგ აზერბაიჯანული მედია აქცენტს ეროვნული არმიის თვითკმარობასა და ბაქოს დამოუკიდებლად გამარჯვებაზე აკეთებენ აქცენტს. მეორე მხრივ, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს რუსეთის სტრატეგიული ინტერესებიც. სამხრეთ კავკასიაში დიდი თამაში გრძელდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს.

ყველა ახალი ამბავი
0