მთიან ყარაბაღში რუსული ოფიციალურ ენად გამოცხადდა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში
რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
კანონპროექტს, რომელიც რუსულ ენას ოფიციალურ სტატუსს ანიჭებს, უკვე მოაწერა ხელი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე–ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსული ენის ოფიციალურ ენად გამოცხადების შესახებ, ნათქვამია არაღიარებული რესპუბლიკის ეროვნული კრების საიტზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ერევანი ბაქოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

კანონპროექტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ოფიციალური ენები იქნება ლიტერატურული სომხური და რუსული.

ამასთან დოკუმენტი ითვალისწინებს საქმის წარმოების რუსულ ენაზე დაწყების აუცილებლობას და ასევე ბეჭდური გამოცემების ორ ენაზე გამოშვებას.

„მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა წაახალისებს სომხურ–რუსული პუბლიკაციების, პრესის, სახელმძღვანელოების, ცნობარების, სამეცნიერო–მეთოდური და სამეცნიერო–პოპულარული ლიტერატურის გამოცემას“, — ნათქვამია კანონპროექტში.

„ეროვნული კრების“  დეპუტატების თქმით, რუსული ენის სტატუსის ამაღლებას პრიორიტეტულ ამოცანად განიხილავენ, რათა ყველა აუცილებელი პირობა შეიქმნას რუსეთთან ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.  

ყველა ახალი ამბავი
0