პიოტრ აკოპოვი
ისინი დაეხმარნენ დონალდ ტრამპს 2016-ში და ეხმარებიან ახლაც — თანაც ამჯერად ფსონი შიშისა და სიძულვილის გაღვივებაზე დადეს არა სოციალურ ქსელებში, არამედ ამერიკის ქალაქების ქუჩებში. გასაკვირი არ არის: „პოგრომი“ ხომ რუსული სიტყვაა! მაგრამ ეს როგორ? ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ხომ ამერიკული მასმედია ირწმუნებოდა, რომ პროტესტები ძირითად მშვიდობიანი და სწორია, ანუ მიმართულია რასიზმისა და პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ, რომლის განსახიერებაც არის დონალდ ტრამპი. და სახალხო მრისხანება ძალიან დაეხმარება ამომრჩევლების მობილიზებას, რომლებიც სულმოუთქმელად ელოდებიან ნოემბერს, რათა ბაიდენს მისცენ ხმა და გააძევონ არამზადა და რუსების მოყვანილი კაცი თეთრი სახლიდან. ახლა კი რა გამოდის — რომ სწორ პროტესტებს არასწორი რუსები აღვივებენ?
გამოდის, რომ ასეა — და მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი ამას ჯერჯერობით არ აცხადებს, კონგრესის გამოჩენილი დემოკრატები უკვე იწყებენ ამაზე საუბარს. მაგალითად, ადამ შიფი, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავი, ტრამპის „რუსული კავშირების“ მთავარი გამომძიებელი და იმპიჩმენტის მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. აი, რა უთხრა მან CNN-ს ამ დღეებში:
„ — რუსებმა Black Lives Matter-ის ექსპლუატაცია ოთხი წლის წინ მოახდინეს, ისინი ქსელში საკუთარ პროვოკაციულ ინსცენირებებს აქვეყნებდნენ, რათა ხალხში რასობრივი ნიშნით განხეთქილება შეეტანათ. და ჩვენ უნდა...
— და ახლა რას აკეთებენ ისინი?
— ისინი ისევ ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ ძალებშია – სოციალურ ქსელებში, თავიანთ მედიასაშუალებებში და არა მარტო, რათა ეს განხეთქილება გაზარდონ“.
ანუ რუსებს განხეთქილება შეაქვთ ამრიკაში არა მარტო თავისი მედიით, არამედ ამერიკულ სოცქსელებშიც და „არა მარტო“ — ანუ ამერიკის ქალაქების ქუჩებშიც? ამ ბოდვისთვის პასუხგაუცემლობა არაფრით არ შეეძლო ამერიკული მედიასაშუალებების მთავარ ტრამპისტს, Fox News-ის ტელეწამყვან ტაკერ კარლსონს:
„თქვენ ფეიკური ახალი ამბებით გკვებავდნენ მტრული სახელმწიფოს აგენტები, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ფარულად აკონტროლებს „ფეისბუქს“! ყველაფერი მართალია, ქალბატონებო და ბატონებო, რუსეთმა მოაწყო ფსევდოარეულობები და დაადანაშაულა ბაიდენი! ეს მთვარეზე გადასვლის ამბავს ჰგავს, ოღონდ უფრო მზაკვრულია. <...> „ეს რუსული ინსცენირებაა! სერიოზულად? მინდა ვიფიქრო, რომ 2020 წლის ზაფხულის ბოლოს ადამიანები ამაზე გაიცინებენ. ეს თავისებურად სახალისოა. მეორე მხრივ კი, გამოჩენილი დემოკრატების უზარმაზარმა რაოდენობამ Twitter–ზე დაიჯერა ეს პირველად, ასე რომ, ამჯერადაც, ვინ იცის, იქნებ ისევ დაიჯერონ.
მაგრამ ადამ შიფს სათანადოდ უნდა მივუზღათ: ის თანმიმდევრული მაინცაა. თუმცა აშკარაა, რომ ის სრულიად შეშლილია და უკიდურესად ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა. ეს ადამიანი ცუდადაა. მაგრამ ის მხოლოდ ერთი კაცია ამ დიდ პარტიაში. რას იტყვით დემოკრატიული პარტიის ყველა დანარჩენ ხელმძღვანელზე? ისინი შეშლილები არ არიან, სულაც არა. ისინი უბრალოდ მატყუარები ბრძანდებიან“.
დემოკრატების ლიდერების სიცრუით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ახლა ისინი წარმოაჩენენ მათთვისაც კი უნიკალურ უნარს, ჰაერში შეაბრუნონ ფირფიტა. ისინი სულ ახლახან უარყოფდნენ ძარცვა-გლეჯისა და ნგრევის ფაქტს და პროტესტების სამართიანობაზე საუბრობდნენ, ახლა კი იძულებული არიან აღიარონ მასობრივი არეულობა და ძალადობა. ტრამპი მიმდინარე მოვლენებს საშინაო ტერორიზმს უწოდებს, ხოლო დემოკრატები რუსეთზე მიანიშნებენ. ხომ გასაგებია: კარგი ადამიანები საპროტესტოდ გამოვიდნენ, მაგრამ მათ ცუდი „პოგრომშჩიკები“ შეერივნენ, რომლებიც „რუსული პროპაგანდის“ მსხვერპლი არიან. და ეს ყველაფერი მუშაობს არა ტრამპის დამარცხებაზე, არამედ მის გამარჯვებაზე. აი, ასეთია პუტინის ეშმაკური გეგმა.
სიგიჟეა? არა, უბრალოდ სასოწარკვეთაა. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ამ გაზაფხულის დასაწყისში იყო გასაგები, რომ ტრამპი არჩევნებში ტრიუმფალური გამარჯვებისკენ მიდიოდა — ვერც იმპიჩმენტის მცდელობამ და ვერც მისდამი სიძულვილის გაღვივებამ (რითიც ლამის ყველა ამერიკული მედიასაშუალება იყო დაკავებული მისი გაპრეზიდენტების დღიდან) ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა (გარდა მოსალოდნელის საპირისპირო შედეგისა). მაგრამ მალე აშშ-მდე კორონავირუსმა მიაღწია, დაიწყო ეკონომიკის ვარდნა, ხოლო ზაფხულში — „რასობრივი“ მღელვარება, და დემოკრატებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა კი გამოუვიდოდათ ტრამპის მიხრჩობა.
მაგრამ ვერც ეკონომიკურმა პრობლემებმა, ვერც მასობრივმა არეულობებმა ვერ მოცელეს პრეზიდენტი, პირიქით, რაც უფრო დიდხანს გრძელდება „პოგრომები“, მით უფრო ბევრ ქულას იწერს ტრამპი. ის იმეორებს, რომ ამერიკას სჭირდება „კანონი და წესრიგი“, და ამას სულ უფრო მეტი ამერიკელი ეთანხმება. წესით, დემოკრატებს (სწორედ მათ მიერ კონტროლირებად შტატებსა და ქალაქებში ხდება არეულობების ძირითადი ნაწილი) უკვე დიდი ხნის წინ თავად უნდა დაეწყოთ წესრიგის დამყარება საკუთარ ტერიტორიებზე, რათა ტრამპის რეიტინგზე მუშაობა შეეწყვიტათ, მაგრამ ამის გაკეთების საშუალენას მათ წინასაარჩევნო რბოლა არ აძლევს. ტრამპი ხომ მაშინვე იტყვის – ხომ გეუბნებოდით, რომ ბუნტის დასრულება აუცილებელია–მეთქი, როგორც იქნა, დამიჯერეთო. ანუ დემოკრატებს სრული ცუგცვანგი აქვთ: რაც უნდა გააკეთონ ამის შემდეგ — მხარს დაუჭერენ პროტესტებს თუ აღიარებენ მათ ძალადობრივ ხასიათს — მათი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება.
ყველაფრიდან ჩანს, რომ არჩეულია „პოგრომების“ ფრთხილი აღიარების ტაქტიკა, თუმცა ამასთან ერთად გადაწყვეტილია, რომ ყველაფერი ტრამპსა და რუსეთს დააბრალონ. ორი ერთში, ანუ „რუსი ტრამპი“.
„ჩვენ ვნახთ შეტყობინება იმის თაობაზე, რომ რუსულმა ძალებმა სირიაში ამერიკელ ჯარისკაცებს შეუტიეს და დააშავეს ისინი. ერთი სიტყვა მაინც თუ გაიგონეთ ტრამპისგან? თითი მაინც თუ გაანძრია? მანამდე აშშ-ის არც ერთ პრეზიდენტს არ უთამაშია ესოდენ მორჩილი როლი რუსეთის ლიდერების წინაშე. ეს არა მარტო საშიში, არამედ დამამაცირებელიცაა“, — ასე ამბობს ჯო ბაიდენი.
და იქვე ტრამპის რუსებზე დამოკიდებულების მაგალითად აბსოლუტურად ცრუ ისტორია მოჰყავს, რომ „რუსები თალიბებს ფულს უხდიან ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვაში“.
აი ბაიდენის შტაბის ამ დროისათვის ბოლო განცხადება:
„პრეზიდენტ ტრამპს იმედი აქვს, რომ ვლადიმირ პუტინი კიდევ ერთხელ დაუჭერს მის კანდიდატურას მხარს და დაეხმარება მის მიერ ჩადენილი საშინელი შეცდომების დამალვაში, რათა სწორედ ის აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნის სათავეში. და მას არ უნდა, რომ ამერიკელმა ხალხმა იცოდეს, თუ რა ნაბიჯებს დგამს ვლადიმირ პუტინი ტრამპის დასახმარებლად, რათა ის ხელახლა გახდეს პრეზიდენტი, და რაოდენ მნიშვნელოვანია პუტინისთვის ჩარევა — დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა ხომ საჩუქარია კრემლისთვის“.
ეს ამერიკელების დამამცირებელი გამაოგნებელი განცხადება იყო რეაქცია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ჯონ რეტკლიფის გადაწყვეტილებაზე, შეწყდეს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრებისთვის ზეპირი ბრიფინგების მოწყობა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება. ახლა მათ ინფორმაციას მხოლოდ წერილობით მიაწვდიან. რაღა თქმა უნდა, იმისთვის, რომ დაიმალოს ტრამპისთვის პუტინის მიერ დახმარების გაწევა — როგორც ამას ბაიდენი ირწმუნება. მაგრამ, რეტკლიფის თქმით, მიზეზი რეალურად ძალიან მარტივია: საიდუმლო ინფორმაციის გჟონვა, თანაც მისი ხასიათის დამამახინჯებელი გაჟონვა:
ერთ-ერთი ასეთი ბრიფინგის დასრულებიდან რამდენიმე წუთში კონგრესის მთელი რიგი წევრები სხვადასხვა მედიასაშუალებების წინაშე წარდგნენ და საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნეს პოლიტიკური მიზნებით, <...> რათა შეექმნათ ცრუ სურათი იმისა, თითქოს რუსეთი უფრო მეტ საშიშროებას უქადის ეროვნულ უსაფრთხოებას, ვიდრე ჩინეთი. <...> არ მინდა რუსეთის დაკნინება – ის მართლაც წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ჩინეთის მხრიდან მომავალი საშიშროება არსებითად ბევრად სერიოზულია. სხვაგვარად – მოლაპარაკეები უბრალოდ ცდილობენ დაზვერვის პოლიტიზირებას საკუთარი მიზნებით“.
რაზე ილაპარაკა რეტკლიფმა? იმაზე, რომ ადამ შიფის მსგავსი დემოკრატები მასმედიას მარტო იმ ინფორმაციას აწვდიან, რომელიც რუსეთს შეეხება, ჩინეთის შესახებ ინფორმაციას კი იგნორირებას უწევენ. აქ მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად შეიძლება ენდო ამერიკული დაზვერვის მონაცემებს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ, ბევრად მეტად საინტერესოა ის, რომ სპეცსამსახურებიც კი ღიად საუბრობენ კონგრესმენების მცდელობაზე — მათი მონაცემებით მანიპულაციების გზით ებრძოლონ ტრამპს.
მეორე მხრივ, ეს, რა თქმა უნდა, დიდი პროგრესია: 2016 წელს თავად ობამას ადმინისტრაცია აიძულებდა სპეცსამსახურებს, შეეთითხნათ „მტკიცებულებები“ პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის „რუსული კავშირების“ თაობაზე, ეწარმოებინათ თვალთვალი. ახლა კი სახელმწიფოს საბრძოლო მოქმედებების წარმოება მარტო კონგრესისა და მედიასაშუალებების დახმარებით უწევს. მაგრამ კრეატივის დონეზე ამ ცვლილებამ მცირე გავლენა თუ მოახდინა — ისევ ყველაფერში პუტინია დამნაშავე...
მოკლედ, საშინელებაა იმის წარმოდგენა, კიდევ რისი ჩადენა შეუძლიათ ამ რუსებს არჩევნებამდე დარჩენილ ორ თვეში: არ არსებობს ისეთი ნაძირლობა, რომელზეც ისინი არ წავლენ, რათა ტრამპს ხელახლა გაპრეზიდენტებაში დაეხმარონ.
გამორიცხული არ არის, ტრამპზე თავდასხმაც კი მოაწყონ, რათა მერე ამაში დემოკრატები და ბაიდენი დაადანაშაულონ. ან ეგრევე ბაიდენი მოკლან, რათა თავიანთი რჩეული ტრამპი გარანტირებულად დარჩეს თეთრ სახლში. მაგრამ არაფერიც არ გამოუვათ: ყველამ იცის, რომ რუსებს აქვთ საშინელი საწამლავი „ნოვიჩოკი“, რომელიც კი არ კლავს, მარტო კვალს ტოვებს, რომელიც პირდაპირ კრემლში მიდის. ისეთივე მკვეთრ კვალს, როგორსაც ამერიკულ არჩევნებში ტოვებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს