მოსაზრება: ჯო ბაიდენი ამერიკული ეკონომიკის მოკვლის პირობას დებს

© AP Photo / Chuck Burtonჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული მასმედია აღფრთოვანებულია ჯო ბაიდენის მტკიცე და უმოწყალო პრინციპულობით, რომელიც მან ტელეარხ ABC-სთან ამასწინანდელ ინტერვიუში გამოავლინა.

ივან დანილოვი

აღფრთოვანება იმითაა გამოწვეული, რომ ბაიდენი აპირებს ეპიდემიის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ ერთხელ შემოიღოს მკაცრი საერთო ეროვნული კარანტინი ეკონომიკური აქტივობების ტოტალური შეზღუდვებით. ამგვარი მიდგომა დიამეტრულად განსხვავდება პრეზიდენტ ტრამპის პოზიციისგან. ამ პოზიციის შედეგების გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორონავირუსი ევროკავშირში, რუსეთში, ბანგლადეშსა თუ ჩინეთში — ეს, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური საკითხია და მხოლოდ აშშ-ში ატარებს კორონავირუსი ღრმად პოლიტიკურ ხასიათს.

გამოცემა Politico წერს:

„დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „რასაც გინდა“, ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის შიგნით კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის, აშშ-ის [ეკონომიკის] ბლოკირების ჩათვლით, თუ ეს აუცილებლად ჩაითვლება. „მე გავაჩერებდი [ეკონომიკას], მოვუსმენდი მეცნიერებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლეები“, — უთხრა ბაიდენმა ABC-ს კორესპონდენტს დევიდ მიუირს თავის მეწყვილესთან, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ სენატორ კამალა ჰარისთან ერთობლივი ინტერვიუს დროს.

ბაიდენის კომენტარი ყველაზე სასტიკ პოტენციურ ზომებზე მიანიშნებს. მსგავსი რამ არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ გამოუთქვამს დემოკრატიული პარტიისგან ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად; ვირუსისა, რომელმაც უკვე შეიწირა 175 ათასი ადამიანის სიცოცხლე აშშ-ში.

ზოგადად დემოკრატიული პარტია და კონკრეტულად ბაიდენი ცდილობენ თავი კორონავირუსთან უკომპრომისო მებრძოლებად „გაყიდონ“, რომლებიც მზად არიან ყველაზე რადიკალურ ზომებზე წასასვლელად, რათა აშშ–ში ეპიდემია შეჩერდეს. ამოცანა ისაა, რომ მათ ფონზე პრეზიდენტი ტრამპი ცინიკოს საქმოსნად და „ბებიებისა და პაპების მკვლელად“ წარმოჩინდეს, რომელსაც ხელები სისხლში აქვს; იმათ სისხლში, ვინც იმის გამო მოკვდა, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ ეკონომიკური შეზღუდვების გაგრძელებაზეც უარი თქვა და ამერიკელებს სახლიდან გამოსვლის ნებაც დართო, არ აიძულა ისინი, ეტარებინათ პირბადეები დაპატიმრების მუქარით.

აშშ-სა და ჩინეთის  დროშები - Sputnik საქართველო
გადაწყდა: ჩინეთს ათნი მოახრჩობენ – დაუძახებენ თუ არა რუსეთს?

აშშ-ის იმ რეგიონებში, რომლებსაც დემოკრატიული პარტია აკონტროლებს, ხელისუფლების პარანოია ზოგჯერ გროტესკულ ხასიათს იძენს. მაგალითად, ლოს-ანჯელესში ადგილობრივმა მერიამ არათუ აკრძალა საოჯახო წვეულებები, არამედ ელექტრომომარაგებას, წყალს და საკანალიზაციო სისტემასაც კი უთიშავს შეზღუდვების დამრღვევებს.

პლანეტის მოსახლეობისთვის, რომელიც ამერიკული საინფორმაციო ველის მიღმა ცხოვრობს, ძნელი გასაგებია ფსიქოზის ასეთი დონე, მაგრამ ამერიკულმა მედიასაშუალებებმა, რომლებიც ტრამპის წინააღმდეგ მუშაობენ, გამაოგნებელ შედეგებს მიაღწიეს. მაგალითად, ფინანსურმა კომპანია Franklin Templeton–მა სპეციალური გამოკითხვა დაუკვეთა ეპიდემიასთან დაკავშირებით და მივიდა დასკვნამდე:

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმ ადამიანების წილი, რომლებიც ძალიან შფოთავენ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის სერიოზული შედეგების მიყენების გამო, პრაქტიკულად ერთნაირია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში — 25-დან 64 წლამდე, და მცირედ დაბალია 65 წელს გადაცილებულთა შორის. სიკვდილიანობის შესახებ ფაქტობრივ მონაცემებთან აცილება გამაოგნებელია: 18-24 წლის რესპონდენტთა შორის იმათი რაოდენობა, ვისაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული შედეგების შიში აქვთ, 400–ჯერ აღემატება COVID–სგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, ხოლო 25–34 წლის რესპონდენტებში ეს მაჩვენებელი 90–ჯერ მაღალია“.

ეს უბრალოდ სიფრთხილედ ჩაითვლებოდა, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: სწორედ ეს შეშფოთებული მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან პირბადეების ტარებას და მხარს უჭერენ სკოლების, ბიზნესების, სახელმწიფო დაწესებულებების დახურვას და საერთოდ დაუსრულებელ შეზღუდვებს სრული უსაფრთხოების მიღწევამდე.

სწორედ ამ ფსიქოზით აპელირებდა ბაიდენი, როდესაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეკონომიკის გამორთვის თაობაზე აცხადებდა. პრობლემა ისაა, რომ ეკონომიკის გამორთვა, რაზეც ბაიდენი საუბრობს, მისი მკვლელობის ტოლფასი იქნება.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: „კალმარი-ვამპირი“ დოლარის გამო განგაშს ტეხს

„მთელი ქვეყნის ბლოკირება <...> მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტამდე გიჯდებათ თვეში. ამიტომ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანებიც კი თავს უფლებას ვერ მისცემენ, კიდევ ორი–სამი თვე სრულად ბლოკირებულები იყვნენ“, — განუცხადა CNBC–ს ჰართრუმ ისელმა, შვეიცარიის ბანკ UBS–ის წარმომადგენელმა.

იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიასთან ბრძოლა ესოდენ ძლიერ არ გაუპოლიტიკურებიათ და ეს თემა არჩევნების საკითხად არ უქცევიათ, ვითარება ერთმნიშვნელოვნად აღიქმება: ეკონომიკის სრული გაყინვა უკვე აღარ შეიძლება. ამაზე საუბრობდნენ ისეთი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთის ექს–პრემიერი ტონი ბლერი, კომპანია Siemens–ის ხელმძღვანელი ჯო კეზერი და საფრანგეთის პრემიერი ჟან კასტეკსი.

აშშ ამ აზრით არაფრით გამოირჩევა და კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაშიცაა,  ვინაიდან ეკონომიკის პირველი გამორთვის შემდეგ ფეხზე დადგომა ჯერ კიდევ ვერ მიახერხეს. The New York Post–ი წერს, რომ „ნიუ–იორკის მშიერი მოსახლეობა ოთხი მილის სიგრძის რიგში დგას უფასო სადილზე ქუინსში“.

სადაზღვევო გიგანტ Allianz–ის ცნობილი ეკონომისტი და ეკონომიკურ საკითხთა მრჩეველი  მოჰამედ ელ–ერიანი მიიჩნევს, რომ „მცირე ბიზნესის რღვევა აშშ–ში კაპიტალიზმს ემუქრება“.

ოფიციალური სახლმწიფო შეფასებებით, რომელსაც ფინანსური ტელეარხი CNBC–ი ეყრდნობა, „აშშ–ის ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარი უმუშევარია“.

და აი ამ ფონზე ჯო ბაიდენი (უფრო სწორად, მისი პოლიტტექნოლოგები) ფსონს იმაზე დებს, რომ კიდევ უფრო ძლიერ უნდა დააშინოს კორონავირუსით ამომრცევლები და დაპირდეს, რომ კიდევ უფრო ხისტ ეკონომიკურ შეზღუდვებს შემოიღებს, რათა თავის მხარეს გადაიბიროს ისინი.

როგორც უმსხვილესი საერთაშორისო პოლიტკონსალტინგური კომპანია Eurasia Group–ის ხელმძღვანელმა იან ბრემერმა შენიშნა სამართლიანად, ერთადერთი საკითხი, რომელშიც ელექტორატი უფრო ტრამპს ენდობა, ვიდრე ბაიდენს — ეს ეკონომიკაა. და ბაიდენის ასეთმა განცხადებებმა მოქმედი პრეზიდენტის კამპანიას შესაძლოა დამატებითი შანსები მისცეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0