მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯო ბაიდენმა შესაძლოა ინაუგურაციამდე ვერ მიაღწიოს: რესპუბლიკელების ეჭვი

© photo: Press Service of the President of Ukraine / გადასვლა მედიაბანკშიჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ბაიდენს, ტესტი გაიაროს კოგნიტიურ შესაძლებლობებზე.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) რესპუბლიკელმა გუბერნატორმა დენ ფორესტმა მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ეჭვი გამოთქვა, რომ პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, 77 წლის ჯო ბაიდენმა შესაძლოა ინაუგურაციის თარიღამდე — 2021 წლის 20 იანვრამდე ვერც მიაღწიოს, იუწყება გამოცემა Washington Post.

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ [დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი] კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტად? მინდა ვთქვა: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „მძინარე ჯომ“ შესაძლოა ვერ მიაღწიოს 20 იანვრამდე. ასე რომ, არსებობს კარგი შანსები საიმისოდ, რომ კამალა ჰარისი თქვენი პრეზიდენტი იქნება“, — განაცხადა ფორესტმა.

გამოცემის ცნობით, მანამდე დონალდ ტრამპის შტაბის მრჩეველმა მერსედეს შლაპმა ასევე აღნიშნა, რომ ჰარისს კარგი შანსები აქვს, გახდეს პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
პირველი რასისტი პრეზიდენტი: ჯო ბაიდენი ტრამპს ბრალს სდებს

რაც შეეხება ჯორჯ ბაიდენს, მან ტელეარხ ABC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მეორე ვადითაც კი შეუძლია პრეზიდენტობა და ამაში ასაკი ხელს ვერ შეუშლის.

ამასთან 74 წლის დონალდ ტრამპმა „მძინარე ჯოს“ მოუწოდა, ტესტი გაიაროს კოგნიტიურ შესაძლებლობებზე. თავად მან 2018 წელს წარმატებით გაიარა გონებრივი შესაძლებლობების შეფასების „მონრეალის ტესტი“, რომელსაც დემენციის დადგომის ჩვენება შეუძლია.

აშშ-ის ჯანდაცვის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის (NCHS) მონაცემებით, 2018 წლისთვის ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 78 წელია.

ყველა ახალი ამბავი
0