COVID-19 - ბოლო ცნობები

ფრთხილად, კორონავირუსი! საქართველოს საელჩო სამხრეთ კორეაში თანამემამულეებს აფრთხილებს

საქართველოს დიპლომატიური მისია თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საელჩოს „ცხელ ხაზზე“ დარეკონ.
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო ამ ქვეყანაში თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

საქართველომ კორონავირუსის გამო ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა>>

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით COVID-2019 დაავადების 161 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 763-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი. ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური საფრთხის დონე მესამე „ნარინჯისფრიდან" მეოთხე – „წითელ" დონემდე გაზარდა. სულ დაიღუპა შვიდი პაციენტი. საავადმყოფოდან გაწერილია 18 პაციენტი. ჯერ კიდევ მუშავდება 8 725 ადამიანის ანალიზები.

ჩინეთში კორონავირუსი უკან იხევს? ქვეყნდება ბოლო მონაცემები

„ბოლო პერიოდში, კერძოდ, გასული ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა, შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ა.წ. 23 თებერვალს შექმნილ ვითარებას მიანიჭა საფრთხის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას", – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო სამხრეთ კორეაში მყოფ თანამემამულეებს (რომლებიც იმყოფებიან სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო, საქმიანი ან ტურისტული მიზნით) მოუწოდებს, მისდიონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან, დაიცვან ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების ზომები.

საქართველო კომპანიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ჩინეთიდან სამუშაო ძალის შემოყვანაზე>>

საქართველოს საელჩო სამხრეთ კორეაში თანამემამულეებს აძლევს მისამართებს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაციის მოძიება შეუძლიათ.

იქვეა მითითებული საელჩოსა და საკონსულოს ტელეფონის ნომრები: 02 792-7118 (საელჩო), 010 5103-1703 (საკონსულო სამსახური).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ კვირა დღის მდგომარეობით 1 769 ადამიანი შეადგინა.

იტალიაში საქართველოს საელჩო: გაითვალისწინეთ იტალიის მთავრობის რჩევები

ეს მაჩვენებელი ერთ დღე-ღამეში 367-ით გაიზარდა. ჩინეთის გარეთ ვირუსი 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შედეგით დასრულდა 17 შემთხვევა.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში სულ COVID-2019-ით დაავადების 77 150 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა>>

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. ასევე აკრძალულია ცხოველების ჩამოყვანა ჩინეთიდან. აეროპორტებსა და სახელმწიფო საკონტროლო პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოქალაქეს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.