Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველომ კორონავირუსის გამო ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

© photo : courtesy of TABAN Airlinesირანული ავიაკომპანია TABAN Airlines-ის თვითმფრინავი
ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანიებს Taban Airlines, Qeshm Airlines და Zagros-ს უკვე შეატყობინეს, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება

თბილისი, 23 თებერვალი -  Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველომ ირანთან ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეირანის მკვიდრები კორონავირუსის საწინააღდეგო ნიღბებით - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

საქართველოში დღეისათვის კორონავირუსით დაავადების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა ბოლო დროს ამ დაავადების შესახებ საგანგაშო ინფორმაცია ირანიდან შემოდის. ირანის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ დაავადებულია 43 ადამიანი. ამ ვირუსით ირანში უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა. შაბათს ქუვეითმა და ერაყმა, დღეს კი იორდანიამ და თურქეთმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს.

ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს. პრემიერის განკარგულებით, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც  შესაბამის ღონისძიებებზე რამდენიმე დღეა მსჯელობს.

უწყების ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც  ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის შემოღწევის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიმართულებით.

„როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა აუცილებელი მექანიზმი

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.

„ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო არ გამორიცხავს მომავალში სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში.

სახიფათო ვირუსი

ირანის მოსახლეობა ნიღბებით - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ ქალსა და მის შვილებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან.

ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა - COVID-2019.ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა ჩინეთში 76 936-ს შეადგენს, 2 442 კაცი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 22 888 პაციენტი. აქედან ამ დროისათვის ავადაა 51 606 ადამიანი, მათ შორის 10 968 — მძიმედ.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან დროებით შეაჩერა, ასევე აიკრძალა ცხოველების შემოყვანა ამ ქვეყნიდან. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0