Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გახარია: კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა აუცილებელი მექანიზმი

© Georgian Government / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს ქუვეითმა და ერაყმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს. მოსალოდნელია, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას საქართველოც მიიღებს

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. პრემიერის განკარგულებით, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც  შესაბამის ღონისძიებებზე რამდენიმე დღეა მსჯელობს. შაბათშ საქართველოს საგარეო უწყებამ მოქალაქეებს ირანში წასვლისგან თავის შეკავება ურჩია.

საქართველოს საგარეო უწყება მოქალაქეებს ირანში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს >>

გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება.

„კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ის აუცილებელი მექანიზმი ამუშავდება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში შესაბამისი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად. ეს იქნება ფრენები, თუ სხვა, რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსი ჰონგ-კონგში - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დადებითი დინამიკა ფიქსირდება

ირანის ხელისუფლებამ შაბათს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ დაავადებულია 29 ადამიანი. ამ ვირუსით ირანში უკვე ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. შაბათს ქუვეითმა და ერაყმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებს საქართველო ანალოგიურ გადაწყვეტილებას. დღევანდელი რეისები ირანიდან შესრულდება, განაცხადეს თბილისის აეროპორტში, რადგან ოფიციალური გადაწყვეტილება ირანთან ფრენების შეწყვეტის შესახებ არ მიუღიათ.

გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე – ერთი ქალი და სამი მამაკაცი მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის ჩატარებული კვლევებით, კლინიკაში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვთ, თუმცა, ლუგარიის ლაბორატორიის კვლევის პასუხი დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

„განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ირანის მოქალაქეებს იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო სამი დღეა, რაც ირანში პირველად დადასტურდა ახალი კორონავირუსის დაავადების შემთხვეები, ამ სამი დღის განმავლობაში, 29 შემთხვევიდან 6 გარდაცვალებით დასრულდა. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილობს ამასთან მიმართებაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ირანის მოსახლეობა ნიღბებით - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანელ ქალსა და მის შვილებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების შეფასების შემდეგ, შესაძლოა, ირანის მოქალაქეებმა კლინიკა მალევე დატოვონ.

რაც შეეხება საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან პარასკევს ჩამოიყვანეს, ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინზე იმყოფებიან. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, მაია ხელაძის თქმით, ორ მათგანს აღენიშნებოდა ოდნავ მომატებული ტემპერატურა - 37 გრადუსი, თუმცა დღეის მდგომარეობით ყველა მათგანს ნორმალური ტემპერატურა აქვთ.

სახიფათო ვირუსი

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან.

ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა - COVID-2019.ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა ჩინეთში 76 936-ს შეადგენს, 2 442 კაცი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 22 888 პაციენტი. აქედან ამ დროისათვის ავადაა 51 606 ადამიანი, მათ შორის 10 968 — მძიმედ.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან დროებით შეაჩერა, ასევე აიკრძალა ცხოველების შემოყვანა ამ ქვეყნიდან. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0