Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

იტალიაში საქართველოს საელჩო: გაითვალისწინეთ იტალიის მთავრობის რჩევები

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირომი
რომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაავადების 132 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი გამოჯანმრთელდა. 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა.

თბილისი, 23 თებერვალი -  Sputnik. იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ თანამოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან  ჰიგიენური წესები.

ირანული ავიაკომპანია TABAN Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
საქართველომ კორონავირუსის გამო ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის ხუთ რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიაში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე – 333 8879123.

იტალიაში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაავადების 132 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი გამოჯანმრთელდა. 129 ადამიანი ექიმების დაკვირვების ქვეშაა, 26 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. თითქმის ყველა შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ პროვინციებში დაფიქსირდა. 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა.

სახიფათო ვირუსი

თეირანის მკვიდრები კორონავირუსის საწინააღდეგო ნიღბებით - Sputnik საქართველო
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის ოთხ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან.

ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა - COVID-2019.ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა ჩინეთში 76 936-ს შეადგენს, 2 442 კაცი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 22 888 პაციენტი. აქედან ამ დროისათვის ავადაა 51 606 ადამიანი, მათ შორის 10 968 — მძიმედ.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან დროებით შეაჩერა, ასევე აიკრძალა ცხოველების შემოყვანა ამ ქვეყნიდან. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0