რა გველოდება თებერვალში: თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზამთრის ბოლო თვის ასტროპროგნოზი ყველაზე თამამი ოცნებების ასრულებას გვპირდება. იარეთ დასახული მიზნებისკენ თავდაჯერებულად და არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.
Sputnik

ვარსკვლავები და პლანეტები წარმატებებს გვპირდებიან. რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს მეტი სიფრთხილე და დაკვირვება დასჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის თებერვალი უარყოფითი პერიოდი იქნება. ამასთან, განწყობას აამაღლებს გაზაფხულის მოლოდინი.

ვერძი

ვერძებს თებერვალში მრავალი მნიშვნელოვანი საქმე გელოდებათ, რომელთა გადადება, უბრალოდ, არ შეიძლება. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით უნდა იყოთ წვრილმანების მიმართ. არის ალბათობა, რომ ყველაფერი სცენარის მიხედვით არ წარიმართოს.

ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა

თუ ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვან სფეროს აირჩევთ, ეს სამუშაო უნდა იყოს. ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებაში, შრომისმოყვარეობის გაზრდასა და პროდუქტიულობაში. კარგი პერიოდია საყიდლებისთვის. თებერვალი თქვენთვის იქნება პერიოდი, როდესაც შესაძლებელი გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა დიდი ძალისხმევისა და ბევრი დროის დაკარგვის გარეშე.

კურო

კუროებმა კონცენტრირება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე უნდა მოახდინოთ, ხოლო ყველაფერი მეორეხარისხოვანი დროებით გვერდზე გადადოთ. პრიორიტეტების სწორი განაწილება ძალების ოპტიმალურ განაწილებას უზრუნველყოფს. თუ ახლობლებს დახმარება სჭირდება, დაუთმეთ მათ მეტი დრო. თუ დასვენება და გარემოს შეცვლა მოგინდებათ, თუ შესაძლებლობა გექნებათ, ასეც მოიქეცით.

სასურველის მოზიდვაში პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ. სირთულე ყველას აქვს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენს წარმატებებს განსაზღვრავს ის, თუ როგორც ვუმკლავდებით შინაგან დაძაბულობას. კუროებს მოგიწევთ შიშების, ეჭვების, შურისგან გათავისუფლების ხერხების მოძიება. ეჭვებისგან უნდა გათავისუფლდეთ სიყვარულშიც.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან>>

ტყუპი

ტყუპებისთვის თებერვალი ძალზე ხელსაყრელი პერიოდია. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს შეეჭიდოთ. დაგჭირდებათ ცხოვრებაზე ახლებური შეხედულებები, რეკომენდებულია მსოფლაღქმის შეცვლა. ამასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებსაც უყვართ საკუთარი შეხედულებების თავსმოხვევა.

ვინ არის თქვენი დამცველი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

განსაკუთრებით გაუმართლებს მხნე, მომართულ და აქტიურ ტყუპებს. კარგი დროა სიყვარულისთვის, ახალი ურთიერთობების დაწყების, საოჯახო საქმეების, რემონტისა და გადასვლისთვის. კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ფიზიკური აქტიურობა, სეირნობა, ახალი ნაცნობობა.

კირჩხიბი

ძალზე მნიშვნელოვანი თვეა კირჩხიბებისთვის. ვარსკვლავები და პლანეტები ძალზე ჰარმონიული, აღმშენებლობითი იქნებიან, მზადყოფნაში, რომ დახმარების ხელი გამოგიწოდონ. შეძლებთ ბედისწერის შეცვლას და კარმის გაწმენდას. ამისთვის უნდა გააკეთოთ ბევრი კეთილი საქმე, დაისახოთ მნიშვნელოვანი მიზნები და ამოცანები. თებერვალში აჯობებს, რომ არ მიჰყვეთ დინებას, არამედ ბედნიერებისკენ მიმავალი საკუთარი გზა გაიკვლიოთ.

იღბალი განსაკუთრებით დამოუკიდებელი ადამიანების გვერდით იქნება, ასევე მათ ეწვევა, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება ცივი გონებით შეუძლია. ადამიანებთან ურთიერთობებში საჭიროა მიუკერძოებლობა. ეს დაგეხმარებათ გარშემომყოფებში კარგი რეპუტაციის შენარჩუნებაში. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, დაიცვათ სრული წესრიგი და სისუფთავე სახლშიცა და სამუშაო ადგილზეც.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება>>

ლომი

ლომებს მეტი სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით უცნობ ან ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. იქნება ბევრი მსურველი, რომ გზაზე გადაგეღობონ, ჩაგიშალონ გეგმები. ასევე, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი საყვარელ ადამიანთან, ნათესავებთან, მეგობრებთან. პანაცეა ამისგან თავდასაცავად გახდება სიკეთე, გულისხმიერება, კომპრომისების მოძიების უნარი.

2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თებერვალი არცთუ საუკეთესო დროა რამე მოთხოვნების, ულტიმატუმების წამოსაყენებლად. ადამიანებთან ურთიერთობებში საჭიროა გაგების გამოვლინება. პლანეტები და ვარსკვლავები ლომებს უფრო მეტ წარმატებებს თვის ბოლოს გპირდებიან. ამიტომ თვის პირველ ნახევარში ნუ გარისკავთ, ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს. გააძლიერეთ ენერგეტიკა. ამისთვის საჭიროა მეტი დასვენება და რეჟიმის დაცვა.

ქალწული

ქალწულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დასაწყისი: დღის, კვირის, თვის. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, რომ თებერვალი კარგი განწყობით, პოზიტიური ნოტით დაიწყოთ. ასე შეძლებთ ცხოვრებაში კარგი მოვლენების მოზიდვას, იღბლიანობის ამაღლებას. ვარსკვლავები მძლავრ ინტუიციას გიბოძებენ, ასე რომ, რთულ მომენტებში შეძლებთ წყლიდან მშრალად გამოსვლას.

შეძლებთ შიშებისგან გათავისუფლებას, უფრო თავისუფალ აზროვნებას. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო სამუშაო გახდება, თუმცა, ასევე შესაძლებელია წარმატებების მიღწევა სიყვარულშიც. ზამთრის ბოლო თვის ენერგეტიკა ცუდად შეესატყვისება ამურულ სფეროში განშორებებსა და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. სჯობს, ახლობლებსა და საყვარელ ადამიანს მისცეთ ვითარების გამოსწორების საშუალება.

ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის>>

სასწორი

სასწორები თვის დასაწყისში უნდა მოერიდოთ მარტოობას. ახლობლებთან ურთიერთობაში დევს პოზიტიური ძალა, რომელიც შეგმატებთ ოპტიმიზმს, თავდაჯერებულობას, იღბლისა და წარმატების რწმენას. განაგრძეთ სვლა ჩანაფიქრის განხორციელებისკენ. უმოქმედობას ასტროლოგები არ გირჩევენ. გაარკვიეთ, რა გსურთ ამ ცხოვრებაში, შეხედეთ სიმართლეს თვალებში და მას ზურგი არ აქციოთ.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვარსკვლავები და პლანეტები თქვენს იღბლიანობას გაზრდიან და ცხოვრების ყველა სფეროში მხარდაჭერას გამოხატავენ. თებერვალი დადგება ახალი ემოციების, სიხარულის, პრობლემების გადაჭრის თვე. შეძლებთ შიშებისგან გათავისუფლებას. იდეალური დროა თვითრეალიზებისა და შემოქმედებითი პროგრესისთვის.

მორიელი

მორიელებმა ადამიანების მიმართ მეტი დიდსულოვნება უნდა გამოიჩინოთ, არ უთხრათ მათ უარი მხარდაჭერასა და დახმარებაზე. ეს სიკეთე თებერვალში არაერთხელ დაგიბრუნდებათ უკან. ასევე, იდეალური თვეა ახალი საქმეების წამოწყებისთვის. ზოგადად, შეგიძლიათ ცხოვრების ხელახლა დაწყება.

ზამთრის ბოლო თვე შესანიშნავი დროა თვითრეალიზებისა და შემოქმედებითი წარმატებებისთვის, ახალი ცოდნის მიღებისთვის, მოგზაურობისა და გარემოს გამოცვლისთვის. ასევე, შეგიძლიათ, შეიძინოთ ან გაარემონტოთ ავტომობილი, რამე სხვა სატრანსპორტო საშუალება. ასევე კარგი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და სამუშაოს შეცვლისთვის.

ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს>>

მშვილდოსანი

ამ თვეში მშვილდოსნები შეძლებთ განცდებისა და ზოგიერთი მტკივნეული კომპლექსისგან გათავისუფლებას. ადამიანებთან ურთიერთობებში, სჯობს, ნაკლებად ამპარტავანი, ამაყი და ქედმაღალი იყოთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ იფიქროთ წარსულზე და სენტიმენტალური გრძნობები არ გააღვიძოთ. ამან, შესაძლოა, ახალი განცდები მოიტანოს.

რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თებერვალი აჯობებს, თუ ყველაფერს მარტივად და იუმორით შეხედავთ. ეს დაგეხმარებათ ახალი მისწრაფებების, თავდაჯერებულობის, იღბლის მოზიდვაში. ასე ქვეცნობიერი ახალი იდეებისთვის გაიხსნება, რაც, თავის მხრივ, დაგეხმარებათ წარმატებებში საქმეებსა და სიყვარულში.

თხის რქა

ჩხუბი, სკანდალი ოჯახსა და სამსახურში, შესაძლოა, ჩვეულებრივი რამ გახდეს თებერვლის პირველ დღეებში. ეცადეთ, ასეთ ვითარებებს მოერიდოთ. თვის შუა რიცხვებში ვარსკვლავების განწყობა და ენერგეტიკა აღდგება. ამასთან, მოიმატებს იღბლიანობა ცხოვრების ყველა სფეროში, გაჩნდება წინსვლის სურვილი, ენთუზიაზმი და მოტივაცია სამუშაოზე.

თებერვლის შუა რიცხვებიდან დაუთმეთ მეტი დრო ოჯახს, სახლს, საქმეებს. რთულ მომენტებში გადაწყვეტილებების მიღებაში ვარსკვლავების მიერ გაძლიერებული ინტუიცია დაგეხმარებათ. ისინი გამოგიგზავნიან იდუმალ სიგნალებს. გააძლიერებენ სიცოცხლის სიყვარულს. ასევე, დაგიცავენ სიზარმაცისა და აპათიისგან, გაზრდიან თავდაჯერებულობას. ზამთრის ბოლოს უსაქმოდ არ გაჩერდეთ.

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

მერწყული

მერწყულები თებერვალში რამდენადმე ჭირვეული გახდებით, რასაც ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკაში მცირეოდენი დისონანსი გამოიწვევს. ასტროლოგები ზოდიაქოს გულწრფელ ნიშნებს მიგაკუთვნებენ, რაც ნიშნავს, რომ ახლა უნდა იყოთ ის, ვინც ხართ. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს მიიზიდავთ. შეძლებთ ახალი მეგობრების პოვნას, მნიშვნელოვანი კომპრომისის მოძებნას.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება გამდიდრება 2020 წელს

თვის ბოლოს შესაძლებელია განწყობის სპონტანური ცვლილებები, დეპრესიული აზრების მოძალება. გახდებით უფრო მგრძნობიარე, რბილი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი საქმიან9ი შეხვედრები ან უნდა გადადოთ, ან 21-22 თებერვლამდე ჩაატაროთ. იგივე შეეხება მნიშვნელოვან საყიდლებს. თვის ბოლო მშვიდ ვითარებაში უნდა გაატაროთ.

თევზები

თევზები მგრძნობიარე ადამიანები ხართ მომატებული ემპათიით. ეს ნიშნავს, რომ კარგად გრძნობთ გარშემომყოფების განწყობას. ეს უნარი დაგეხმარებათ, განამტკიცოთ კავშირი საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან, შთაბეჭდილება მოახდინოთ ნაცნობებზე. მგრძნობელობის გაზრდასთან ერთად, შესაძლოა, გაჩნდეს განწყობის მცირეოდენი გაუწონასწორებლობა, ახალი ფობიები.

თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი>>

თუ სამუშაოზე ახალი საქმეები გაგიჩნდათ, მაქსიმალური სიფრთხილით იმოქმედეთ. ძალზე მნიშვნელოვანია დეტალებისადმი ყურადღება, რათა შეცდომები აირიდოთ თავიდან.