ყველაფერი, რაც Wizz Air-ით ფრენის დროს სამგზავრო ჩანთებთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ

მოგზაურობა რაღაც ახლის ნახვის და შეცნობის საუკეთესო საშუალებაა. ის ზოგისთვის ცხოვრების წესი, ბევრისთვის კი ჰობი, ან უბრალოდ განტვირთვის საშუალებაა. მოგზაურობის დაგეგმვისთანავე უამრავი კითხვა ჩნდება და არაერთი დეტალია გასათვალისწინებელი.
Sputnik

საქართველოში ავიაკომპანია „ვიზეარი“ დაბალბიუჯეტიანია და, ბუნებრივია, ძირითადი მოთხოვნაც ამ ავიაკომპანიაზე მოდის. სწორედ ამიტომ ამ სტატიაში განვიხილავთ ყველა დეტალს, რაც უნდა იცოდეთ ბარგთან დაკავშირებული ნორმების შესახებ.

უფასო ხელბარგი, რომლის ატანა ბორტზე შეგიძლიათ

2018 წლის 1 ნოემბრიდან „ვიზეარმა“ ბარგის გადატანის წესი შეცვალა. კერძოდ, Basic ბილეთის საფასურში შედის მხოლოდ ერთი, მცირე ხელბარგი, რომლის მაქსიმალური ზომებია: 40x30x20 სმ. მგზავრებს მისი ატანა თვითმფრინავის სალონში შეუძლიათ, ამიტომ „ვიზეარის“ მომხმარებლები უპირატესობას უფრო მსუბუქ და ჭკვიანურად ჩალაგებულ ბარგს ანიჭებენ. თუ სამოგზაუროდ მხოლოდ 3-4 დღით მიდიხართ, აღნიშნულ ხელბარგში ამ დღეების სამყოფ ნივთებსა და ტანსაცმელს უპრობლემოდ ჩაატევთ.

ქვეყნები, სადაც ინტერნეტით ვერ ისარგებლებთ: რჩევები მოგზაურებს

ეცადეთ ყველაზე მძიმე ფეხსაცმელი ფრენის დროს ჩაიცვათ, ჩანთაში კი ის ფეხსაცმელი მოათავსოთ, რომელიც უფრო მსუბუქია და დრეკადი ფორმა აქვს (ე.წ. ბალეტკები, სარბენი სპორტული ფეხსაცმელი, სანდლები და ა.შ).

ფრენის დროს ასევე ჩაიცვით ყველაზე მძიმე ქურთუკი ან პიჯაკი. ნუ მოათავსებთ მას ხელბარგში.

სასურველია ჰიგიენის საშუალებები (შამპუნი, კბილის პასტა, საპონი და ა.შ.) ჩაფრენის ადგილზე შეიძინოთ.

მაგრამ თუ უფრო ხანგრძლივი პერიოდით მიემგზავრებით და უფასო ხელბარგის ზომაში ფიზიკურად ვერ ჩაეტევით, საუკეთესო არჩევანი „ვიზეარის“ პრიორიტეტის სერვისის შეძენა იქნება.

რა არის WIZZ პრიორიტეტი?

მისი დახმარებით თვითმფრინავის სალონში როგორც უფასო ხელბარგის, ასევე სამგზავრო ჩანთის ატანას შეძლებთ. Wizz პრიორიტეტის სერვისის ღირებულება 5-დან 10 ევრომდე მერყეობს. თვითმფრინავში, ხელბარგის გარდა, ასაგორებელი ჩანთის ატანასაც შეძლებთ, რომლის ზომაც უნდა იყოს 55x40x23 სმ. ბორბლების არსებობა აუცილებელი არ არის, თუმცა ჩანთა აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ზომის/წონის შეზღუდვებს. თქვენ გარანტირებულად შეიტანთ ორივე ჩანთას სალონში, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული შეზღუდვებიდან გამომდინარე.

მსოფლიოს ტურისტული ადგილები, რომელთა სურათების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში აკრძალულია

თუმცა, თქვენ შეგიძლიათ Wizz პრიორიტეტის გარეშეც გახვიდეთ ფონს და ხელბარგის გარდა რეგისტრირებული 10 კგ-იანი ბარგი აიღოთ, რომელიც ხელმისაწვდომია 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად. მისი ფასი რეისის მიხედვით 17 ლარიდან იწყება და მასში შეგიძლიათ სითხეებიც ჩააწყოთ.

რეგისტრირებული ბარგის ტიპები:

*  10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

*  20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

* 32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

გაითვალისწინეთ, თუ თქვენი ბარგის ზომა გადააჭარბებს მითითებულ შეზღუდვებს, აეროპორტში მოგიწევთ ზედმეტი ზომის მოსაკრებლის გადახდა. თუ ჩანთა დასაშვებზე დიდია, მაშინ დამატებით 25 ევრო უნდა მოიმარჯვოთ.

დაზოგეთ თქვენი ფინანსები - ქართველი მოგზაური გირჩევთ, როგორ იმოგზაუროთ იაფად

რა დამატებითი ნივთების ატანა შეგიძლიათ ბორტზე?

ბორტზე უფასოდ შეგიძლიათ აიტანოთ შემდეგი ნივთები:

* პალტო ან პლედი;

*  მობილური ტელეფონი;

 * ფრენისას საკითხავი მასალა.

* ორ წლამდე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის: ფრენის დროს სამყოფი საკვების დოზა და დასაკეცი საბავშვო ეტლი ან მცირე პორტატული საწოლი (შეგიძლიათ მიიტანოთ თვითმფრინავის კარამდე ან ტრაპამდე);

 * ყავარჯნები შშმ მგზავრებისთვის.

როგორ ვიმოგზაუროთ ფლორენციაში იაფად - პრაქტიკული რჩევები

რა ნივთების ატანა არ შეიძლება ბორტზე?

დაუშვებელია ხელბარგში გასასხურებელი დეოდორანტის, პინცეტის, მაკრატლისა და შამპუნის მოთავსება. გარდა ამისა, არ შეიძლება თვითმფრინავში იარაღების, ბასრი საგნების, ქიმიური ან მომწამვლელი ნივთიერებების, აალებადი საგნების, სითხეებისა და 100 მლ-ზე უფრო დიდი მოცულობის გელების ატანა.

ხელბარგში არსებულ სითხეებთან დაკავშირებით მოქმედებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვები. სითხეების გადატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 100 მლ მოცულობის კონტეინერებით. ასევე სითხეების შემცველი ყველა კონტეინერი მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე სათავსოში. უსაფრთხოების შემოწმებისას აღნიშნული სათავსო წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე.

რა ნივთების ჩადება არ შეიძლება ჩასაბარებელ ბარგში?

ჩასაბარებელ ბარგში არ უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი ნივთი:

* ნაღდი ფული

*  საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები;

 * კომპიუტერი, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, მობილური ტელეფონი ან სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები და მათი აქსესუარები;

 * ოფიციალური, საქმიანი ან პირადი დოკუმენტები;

 *  სამოგზაურო ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;

პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად

  * გასაღებები;

  * სამედიცინო პრეპარატები;

  * ხელოვნების ნიმუშები;

  * მალფუჭებადი პროდუქტები.

გაითვალისწინეთ, თუ ჩაბარებულ ბარგში მოთავსებულია რომელიმე ზემოჩამოთვლილი ნივთი, ავიაკომპანია არ აგებს პასუხს მის დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან დაგვიანებით მოწოდებაზე.

როგორ მოვიქცეთ, თუ მედიკამენტების წაღება გვსურს?

მგზავრებს ვურჩევთ, სალონში შეიტანონ ყველა აუცილებელი ნივთი. თუ WIZZ პრიორიტეტი არ შეგიძენიათ და ხელბარგის ჩაბარება გიწევთ, შეგიძლიათ ხელბარგიდან ამოიღოთ პირადი ნივთები და შეიტანოთ სალონში.

თუ თხევადი მედიკამენტების წაღებას აპირებთ, გთხოვთ გაეცნოთ ბორტზე სითხეების ატანასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რეგულაციებს, რომელიც ზემოთ უკვე შემოგთავაზეთ. თუ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გჭირდებათ, როგორიც არის, მაგალითად, ინსულინი, აუცილებლად თან უნდა იქონიოთ ამის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, რომელიც საჭიროებისამებრ უნდა წარუდგინოთ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს.

გაითვალისწინეთ, რომ ეკიპაჟის წევრები ვერ უზრუნველყოფენ თქვენი მედიკამენტების გაგრილებას.

ბარსელონაში მოგზაურობა იაფად: ორდღიანი გზამკვლევი მოგზაურებისთვის

როგორ მოვიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში?

თუ თქვენი ბარგი დაიკარგა, დაზიანდა ან იგვიანებს, ამის შესახებ შეგიძლიათ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე განაცხადოთ. ამისთვის საჭიროა ეწვიოთ ტრანზიტულ ზონაში მდებარე „ბარგის მიღების“ ან „დაკარგული ბარგის“ დახლს, სადაც თქვენ დაგეხმარებიან „ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტის“ (PIR) დაუყოვნებლივ შევსებაში. დანიშნულების აეროპორტში განუცხადებლობის შემთხვევაში „ვიზეარი“ არ იღებს პასუხისმგებლობას. ავიაკომპანია დაკარგვაზე პასუხისმგებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი დანიშნულების აეროპორტში განცხადებიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მოიძებნება.

„ვიზეარი“ პასუხისმგებლობას იხსნის იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი სხვა მგზავრს საკუთარში შეეშლება — ნებისმიერ დაკავშირებულ ხარჯზე პასუხისმგებლობა ინციდენტში მონაწილე მგზავრს ეკისრება.

იმისთვის, რომ არასწორად გაგზავნილი ბარგი მფლობელს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, ბარგის რეგისტრაციამდე ყოველ ერთეულზე მითითებული უნდა იყოს მგზავრის სახელი, ინიციალები და მისამართი.

რა მოხდებოდა, დროში მოგზაურობა რომ შესაძლებელი იყოს - საინტერესო ვიდეო

ბავშვები და ჩვილები

მგზავრობისას 14 დღიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ მოზრდილების კალთაში მოიკალათონ, ბილეთის საფასური 8-დან 27 ევრომდე მერყეობს. კალთაში ჩაჯდომით მხოლოდ ერთი ჩვილის გადაყვანა შეიძლება. ხოლო თუ ჩვილების სავარძელს აიტანთ ბორტზე, დამატებით ადგილი უნდა შეიძინოთ.

ავტოსავარძლის უსაფრთხოების მიზნით ბორტზე დაიშვება მხოლოდ უკან მიმართული საბავშვო ავტოსავარძლები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სპეციალური ფიქსატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მისი საიმედოდ დამაგრება მგზავრის უსაფრთოხების ღვედით.

ისინი, ვინც მგზავრობს ორ წლამდე ასაკის ჩვილთან ერთად, უფასოდ ისარგებლებენ პრიორიტეტული ჩასხდომით – ორი ზრდასრული ყოველ ჩვილზე. პრიორიტეტული ჩასხდომით ასევე ისარგებლებს ყველა ბავშვი, რომელიც იმავე ჯგუფთან ერთად მგზავრობს.