ქვეყნები, სადაც ინტერნეტით ვერ ისარგებლებთ: რჩევები მოგზაურებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიტელეფონი, ინტერნეტი
ტელეფონი, ინტერნეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტერნეტი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოებაში, სულ უფრო მეტად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის ხასიათს.

ალბათ წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანებს ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. გადავწყვიტეთ ის  ქვეყნები გაგაცნოთ, სადაც ამ მხრივ ყველაზე ცუდად არის საქმე. შესაძლებელია ამ ქვეყნებში მოგზაურობა გადაწყვიტოთ, ამიტომ ფაქტს მომზადებული შეხვდით.

© Photo: courtesy of Anna Buianovaბუდას ქანდაკება ტაძარში
ქვეყნები, სადაც ინტერნეტით ვერ ისარგებლებთ: რჩევები მოგზაურებს - Sputnik საქართველო
ბუდას ქანდაკება ტაძარში

მიანმარი

ალბათ ბევრი არ გსმენიათ მიანმარის შესახებ. ეს არის გეოგრაფიულად ყველაზე დიდი ქვეყანა კონტინენტურ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მიანმარი შეგვახსენებს, თუ როგორი იყო აზია არცთუ ისე შორეულ წარსულში. იქ თითქმის ისევ ისეა ყველაფერი, როგორც საუკუნეების წინ. აქ მოხვედრა არც ისე მარტივია.

მიანმარში ინტერნეტზე  წვდომა მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს. ქსელში მთელი რიგი ქმედებებისთვის ციხეა, ხოლო დემონსტრაციებისა და მიტინგებისას ინტერნეტს დაუყონებლივ, სრულად თიშავენ.

CC BY-SA 2.0 / Rod Waddington / Tigray, Ethiopiaტიგრაი, ეთიოპია
ქვეყნები, სადაც ინტერნეტით ვერ ისარგებლებთ: რჩევები მოგზაურებს - Sputnik საქართველო
ტიგრაი, ეთიოპია

ეთიოპია

ეთიოპია მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. აღმოსავლეთ აფრიკის ამ სახელმწიფოში ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში გავრცელდა და მართლმადიდებლობა ოფიციალურ რელიგიად დაკანონდა, თუმცა ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონი და მისი ჩაკეტილი ქალაქი ჰარარი მთლიანად მუსლიმებითაა დასახლებული. ალბათ ბევრი ადამიანის ოცნებაა ამ საოცარი და ფერადი  ქვეყნის მონახულება.

აქ ინტერნეტი ყველაზე ძვირი, მაგრამ ძალიან ნელია. მობილური ინტერნეტის ღირებულება თვეში 150 დოლარს აღწევს. ეთიოპიის დედაქალაქში, ადის-აბებაში ინტერნეტით მხოლოდ ინტერნეტ-კაფეში ისარგებლებთ.

CC BY 2.0 / John Pavelka / View of Ashgabat from Arch of Neutralityაშხაბადი, თურქმენეთი
ქვეყნები, სადაც ინტერნეტით ვერ ისარგებლებთ: რჩევები მოგზაურებს - Sputnik საქართველო
აშხაბადი, თურქმენეთი

თურქმენეთი

თურქმენეთი შუა აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ახალი თავგადასავლების საძიებლად ქვეყანას ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია, თუმცა აქ არის  ველური ბუნება, ბევრი ლამაზი პლაჟი, საოცრად ლამაზი კუნძულები, რაც იზიდავს დამთვალიერებელს.

თურქმენეთში ინტერნეტით სარგებლობა საშუალო ხელფასზე 2-ჯერ ძვირი ღირს. ეს სახელმწიფო პოლიტიკის გამოა, რომელსაც სურს, რომ მსოფლიო ქსელი ხელმისაწვდომი არ იყოს მოქალაქეებისთვის.

CC0 / Pixabay / ჰავანა, კუბა
ქვეყნები, სადაც ინტერნეტით ვერ ისარგებლებთ: რჩევები მოგზაურებს - Sputnik საქართველო
ჰავანა, კუბა

კუბა

ყოველწლიურად კუბა დაახლოებით 2 მილიონ ტურისტს იზიდავს. აქ ტურიზმი კუნძულის შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.

კუბაზე ინტერნეტი 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა სტაგნაცია, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული. ერთ-ერთი გახლდათ დაფინანსების ნაკლებობა და  მთავრობის მკაცრი შეზღუდვა. მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ინტერნეტს. ამჟამად ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს აქვს ინტერნეტი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მობილური ინტერნეტის გამოყენება შეუძლებელია.

CC0 / Pixabay / ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა
ქვეყნები, სადაც ინტერნეტით ვერ ისარგებლებთ: რჩევები მოგზაურებს - Sputnik საქართველო
ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა

ტურიზმს ჩრდილოეთ კორეაში მხოლოდ სახელმწიფო კომპანია აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეის ყველა სტუმარი ქვეყნის შიგნით გადაადგილდება გამცილებლის, ე.წ. გიდის თანხლებით. ძირითადად ტურისტები ჩადიან ჩინეთიდან, იაპონიიდან და რუსეთიდან და ჩრდილოეთ კორეის სტუმრობა მათთვის არც ისე ძნელი, მაგრამ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ქალაქის ქუჩები ისეა მოწყობილი და ტური ისეა დაგეგმილი, რომ ვერავინ დაინახოს ის, რაც სინამდვილეში ხდება ჩრდილოეთ კორეაში. ქუჩებში აკრძალულია ფოტოგადაღება.

ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულების თანამშრომელებს. სხვა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მისაწვდომია ნაციონალური კომპიუტერული ქსელი, ინტრანეტი „კვანმიონი“. ამ ქსელის შევსებაზე ჩრდილოეთ კორეის კომპიუტერული ინფორმაციის ცენტრი აგებს პასუხს. ის ტვირთავს ინტერნეტიდან იდეოლოგიური თვალსაზრისით ნეიტრალურ მასალებს, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის მსგავსს, და „კვანმიონში“ ათავსებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0