მინსკი და თბილისი განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

ბელარუსს დიდი გამოცდილება აქვს პროფგანათლების, განსაკუთრებით, IT–ტექნოლოგიების სფეროში.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ბელარუსი მზადაა, საქართველოს თავისი გამოცდილება გაუზიაროს პროფესიული განათლების სფეროში, ნათქვამია განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ოფიციალური ვიზიტით მინსკში იმყოფება, სადაც ის თავის კოლეგა იგორ კარპენკოს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ

ბატიაშვილი გაეცნო ბელარუსის განათლების სისტემას, ასევე პროფსასწავლებლების მუშაობას. გარდა ამისა, მან კარპენკოს საქართველოში მიმდინარე განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის დეტალები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის განათლებისა და სპორტის სფეროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ბელარუსის განათლების მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს პროფგანათლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის საკითხებში გამოცდილება გაუზიაროს.

Made in Belarus – თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა>>

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე პოლიტიკურ–ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ, განსაკუთრებით, განათლების სფეროში. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს პროფესიული განათლების კუთხით, განსაკუთრებით, IT-ტექნოლოგიებისა და მანქანათმშენებლობის სფეროებში. გვაქვს უახლესი სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი პროფესიული კოლეჯები, სადაც პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას იღებენ“, – განაცხადა კარპენკომ და აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების მოხარული იქნება.

პროფესიულ კოლეჯებში სწავლა უფრო პოპულარული გახდება

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის 2015 წლის შემდეგ გააქტიურდა, როდესაც ლუკაშენკო თბილისს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს პირდაპირი ავიარეისები აკავშირებს. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წელს თბილისში გაიხსნა ბელარუსის საელჩო. პირველი ელჩი მიხაილ მიატლიკოვი გახდა.

ბელარუსულ პროდუქტზე საქართველოში დიდი მოთხოვნაა. საქართველოც ყოველწლიურად ზრდის საქონლის მიწოდებას ბელარუსში. 2018 წელს საქართველომ ბელარუსში ექსპორტზე გაიტანა 28 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ბელარუსმა საქართველოში 58 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა.

განათლების რეფორმა

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესიული განათლება.

ამ სფეროში მთავრობა რიგი არსებითი ცვლილების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება.

მამუკა ბახტაძემ იცის, როგორ დაასაქმოს პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები>>

საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.

განათლების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

დაინერგება იმ მოქალაქეების გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაამთავრეს საშუალო სკოლა, მაგრამ სურთ პროფესიული განათლების მიღება. ამისთვის შრომით ბაზარზე ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

არაპოპულარული „უდიპლომო სასიძო“ და პროფესიული განათლების პრობლემა საქართველოში>>

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.