Made in Belarus – თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისში გაიხსნა ბელარუსული პროდუქციის გამოფენა Made in Belarus
თბილისში გაიხსნა ბელარუსული პროდუქციის გამოფენა Made in Belarus - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ბელარუსიდან უფრო მეტი ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ თბილისში გახსნეს ბელარუსული პროდუქციის გამოფენა Made in Belarus, სადაც რამდენიმე ასეული ბელარუსული კომპანიის პროდუქციაა წარმოდგენილი.

„დღეისათვის აქ ბელარუსის 200-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი - ეს ყველა დარგისა და სფეროს 73 საწარმო და ორგანიზაციაა. ვამაყობთ და მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ეს ბრენდები თქვენს მიწაზე“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი ნაბეშკომ.

ბელარუსის ვიცე-პრემიერმა თბილისში მოლაპარაკებები გამართა >>

საქართველოს პრემიერმა, თავის მხრივ ქვეყნებს შორის დამყარებული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნა.

„ძალიან მიხარია, რომ ეს გამოფენა კარგ ტრადიციად იქცა ჩვენს ქალაქში. ჩვენ და ბელარუსებს განსაკუთრებით მეგობრული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს და ჩვენ ამით ვამაყობთ“, - განაცხადა ბახტაძემ გამოფენის გახსნისას.

მისი თქმით, გამოფენის მონაწილეების რაოდენობა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს და ბელარუსის ეკონომიკურ კავშირებს დიდი პოტენციალი აქვს.

ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ლუკაშენკომ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

„მიხარია, რომ სავაჭრო ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის იზრდება. ჩვენ დღეს იმაზეც შევთანხმდით, რომ ეს არ არის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ სავაჭრო მოცულობა ორ ქვეყანას შორის მინიმუმ გავაორმაგოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოფენის ფარგლებში ერთობლივი საწარმოების შესახებ კონტრაქტების ხელმოწერა იგეგმება.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს ბელარუსულ მხარესთან ხელი მოეწერება მნიშვნელოვან სავაჭრო კონტრაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთობლივი საწარმოები ჩამოყალიბდება. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი რეფორმების შედეგად საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მეექვსე ადგილზეა და  სწორედ მსგავსმა ექსპოზიციებმა და ბიზნესფორუმებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. დღევანდელი გამოფენის და ბიზნესფორუმის შედეგად კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას მივიღებთ ბელარუსიდან და რაც მთავარია, ვუმასპინძლებთ მეტ ტურისტს ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბელარუსული კომბაინები საქართველოში მარცვლეულის მოსავლის ასაღებად >>

თავის მხრივ, ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ აღნიშნა ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის გაზრდის მნიშვნელობა, რომელმაც 2018 წელს 81,1 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„დღეს ჩვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩენი მომავალი განვითარების ბევრი საკითხი და საქონელბრუნვა, რომელიც დღეისათვის გაგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ ერთმანეთისათვის ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია, ამიტომ ასეთი ექსპოზიცია გაიხსნა ბიზნესისთვის, მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის, რათა რეალიზებული იქნას ერთმანეთის მოთხოვნები კოოპერაციის, მედიცინის, სამრეწველო და აგრარული კოოპერაციის სფეროში“, - განაცხადა რუსიმ.

ტრეილერების რიგი „სარფის საბაჟოსთან - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

მისი თქმით, ბელარუსში ქართულ პროდუქციას იცნობენ და მზად არიან ერთობლივი საწარმოების შექმნისთვის.

„სიხარულით აღვნიშნავ, რომ 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში წარმოებული და ბელარუსში მოხმარებული პროდუქციის მოცულობა. შესანიშნავად ვცნობთ ქართულ ღვინოს, ჩვენი ხალხი ეტანება ქართულ მინერალურ წყლებს, ჩირს. ჩვენ ვნახეთ, რა შეგვიძლია ერთობლივად გავაკეთოთ, რათა საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნას მთელი დარგები, ისეთი, როგორიცაა მანქანათმშენებლობა“, - განაცხადა რუსიმ.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის იანვარში დაამყარეს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართთველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად 2015 წლის აპრილში ეწვია.

ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იყო. ბელარუსის პრეზიდენტს მრავალრიცხოვანი დელეგაცია ახლდა. თბილისში მხარეებმა რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი და ამით ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ჩაუყარეს საფუძველი.

შედეგმა არ დააყოვნა. 2015 წელს მიღწეულია შეთანხმება საქართველოში მაღაზიათა ქსელ „ბელარუსკის“ გახსნის თაობაზე - პირველი მაღაზია 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა.

დსთ-ის ქვეყნები საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან >>

2016 წლის დეკემბერში გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხაილ მიატლიკოვი დაინიშნა.

2017 წლის მარტში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ერთი წლის შემდეგ კი კვლავ ლუკაშენკო ჩამოვიდა.

ყველა ახალი ამბავი
0