ლუკაშენკომ ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

© Sputnik / STRINGERალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელარუსის მეთაურს ქვეყნებს შორის მრავალ სფეროში კონტაქტების გაღრმავების იმედი აქვს

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების რეალიზაცია უსურვა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ ქვეყნის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს სურს მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცეს

არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ზურაბიშვილმა ხმების 59,52%, მისმა კონკურენტმა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ კი 40,48% მიიღო. საქართველოს ისტორიაში პირველ ქალ პრეზიდენტს გამარჯვება ბელარუსის ლიდერმა მიულოცა.

„საქართველო-ბელარუსის თანამშრომლობა ბოლო წლებში ხარისხობრივად ახალ დონეზე გავიდა. ბელარუსის და საქართველოს ურთიერთნდობა და ისტორიული მეგობრობა ურთიერთობების მყარ საფუძველს წარმოადგენს“, - ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ ინტენსიური კონტაქტების გაგრძელება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების განვითარების კუთხით სრულიად პასუხობს ორი ქვეყნის ინტერესებს და სახელმწიფოთაშორისი დიალოგის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია >>

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ბელარუს კოლეგასთან თბილი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა: ლიდერები რამდენჯერმე შეხვდნენ და კონტაქტების მაღა დონე აღნიშნეს. პოლიტიკოსების მეგობრობა საჩუქრებითაც გამოირჩეოდა - ლუკაშენკომ მარგველაშვილს აჩუქა ტრაქტორი და სათესლე კარტოფილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა თავის ნაკვეთში დათესა და კარგი მოსავალიც აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0