პროფესიულ კოლეჯებში სწავლა უფრო პოპულარული გახდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთსუ-ს პირველი კორპუსის შენობა
თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს საქართველოს ხელისუფლება პროფესიული განათლების განვითარებაზე 40,8 მილიონ ლარს დახარჯავს.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. პროფესიულ კოლეჯებს საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე ფუნქციონირების საშუალება ექნებათ, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პროფსასწავლებლების სტუდენტები პროფესიის მიღებას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში შეძლებენ, რაც პროფგანათლების პრესტიჟს აამაღლებს, დარწმუნებულნი არიან უწყებაში. გარდა ამისა, პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულები უმაღლესი განათლების მიღებას უკვე ნაცნობ გარემოში შეძლებენ.

პროფესიული განათლების პირველი კოლეჯი IT-ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაარსდება. ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობის დაწყებას შეძლებენ. სასწავლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მაღალტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა „მაიკროსოფტი“ და „ჰიულეტ პაკარდი“.

ლაბორატორია კოლეჯ „სპექტრში - Sputnik საქართველო
საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს

აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, სადაც მასმედიისა და საზოგადოებრივი ტელეხელოვნების კოლეჯის გახსნა იგეგმება.

საქართველოს ხელისუფლება 2018 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განათლებასა და აქცენტს მის განვითარებაზე აკეთებს. ამისთვის ბიუჯეტში 40,8 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.

მთავრობის გეგმის მიხედვით, პროფსასწავლებლებში სწავლას ასევე მსჯავრდებულები და პრობაციონერები შეძლებენ. ამისთვის მთავრობამ განსაკუთრებული პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პროფესიის ათვისების საშუალებას საპატიმროდან გამოსვლამდე იძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0